24 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

0
spot_img

ვერძი

გირჩევთ მავნე და ზედმეტად ცხიმიანი საკვების მოხმარება შეზღუდოთ. ამ დღეს ვერძების ორგანიზმი განსაკუთრებით მგრძნობიარეა, ამიტომ მხოლოდ ახალი და ძალიან ხარისხიანი საკვები უნდა მიირთვათ და საეჭვო კვების ობიექტებში სტუმრობისგან თავი შეიკავონ. ამ დღეს შესაძლოა, პასუხი იპოვოთ კითხვაზე, რომელიც დიდი ხანია გაწუხებთ. ამაში ახლობლები დაგეხმარებიან — ისინი ყოველთვის თქვენ გვერდით არიან და დახმარების თხოვნას ელოდებიან.

კურო

გირჩევთ, მომავალს ოპტიმისტურად უყუროთ. ამ დღეს წარმატება ყველგან ფეხდაფეხ დაგყვებათ. ახლობლებთან ურთიერთობაში დადებითი ცვლილებები გელით, რაც ძალიან გაგახარებთ. სამსახურშიც ყველაფერი შესანიშნავადაა — არ არის გამორიცხული, მალე დაგაწინაურონ.

ტყუპი

ამ დღეს რასაც ხელს მოჰკიდებთ, ყველაფერს შესანიშნავად გაუმკლავდებით. გამოიყენეთ შანსი, რომ თავი საუკეთესოდ წარმოაჩინოთ. შემოქმედებითი პროფესიის წარმომადგენლებს შეუძლიათ გარშემო მყოფები სასიამოვნოდ გააოცონ. მოსალოდნელია შეხვედრები ძველ ნაცნობებთან, რომლებსაც დიდი ხანია, არ შეხვედრილხართ. გარდა ამისა, ეს დღე იდეალურია ახალი კავშირების დასამყარებლად.

კირჩხიბი

სამსახურში ბოლო დროს წარმოშობილი პრობლემები მალე თქვენ სასარგებლოდ გადაწყდება. მიხვდებით, რომ ყველაფერი არც ისე ცუდად არის, როგორც ადრე გეგონათ. ზოგიერთი კოლეგა იმედს გაგიცრუებთ. ეს კიდევ ერთხელ გასწავლით, რომ ყველას ბრმად არ უნდა ენდოთ. გახსოვდეთ, რომ სუფთა ჰაერზე სეირნობა სტრესის მოხსნის საუკეთესო გზაა — კარგი იქნება, თუ ამას ახლობლებთან ან მეგობრებთან ერთად გააკეთებთ.

ლომი

ამ დღეს უამრავი მცირე საქმე და დავალება გელით. ამის გამო შეიძლება შთაბეჭდილება დაგრჩეთ, რომ დროს უშედეგოდ კარგავთ. მაგრამ ეს მხოლოდ პირველი შთაბეჭდილებაა — სინამდვილეში, ამ მცირე ამოცანების შესრულებისას საშუალება გექნებათ, რომ გარშემომყოფებთან ურთიერთობა გააუმჯობესოთ. ოჯახის წევრებთან კატეგორიულობას უნდა მოერიდოთ, რომ ვინმეს დაუმსახურებლად გული არ ატკინოთ.

ქალწული

ქალწულებისთვის ეს დღე ხელსაყრელია სამომავლო გეგმების დასამუშავებლად. გამორიცხული არ არის, რომ თავი შეუძლოდ იგრძნოთ და საღამოსთვის დაგეგმილი საქმეები სამომავლოდ გადადოთ. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას — დროა, საჭირო ანალიზები ჩაიტაროთ.

სასწორი

შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ბოლო დროს ყველამ მიგატოვათ და მარტო დარჩით, მაგრამ ასე არ არის. უბრალოდ, თქვენი ახლობლები ელიან, როდის გადადგამთ მათკენ პირველ ნაბიჯს. სამსახურში მცირე შესვენება გჭირდებათ, რათა ახალი პროექტების განხორციელებაში ახალი ძალებით ჩაერთოთ. იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე.

მორიელი

ამ დღეს შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ იღბალი ფეხდაფეხ დაგდევთ და რა საქმეც არ უნდა წამოიწყოთ, ყველაფერი წარმატებით დასრულდება. ფრთხილად იყავით — მტრებმა შეიძლება თქვენი გაუფრთხილებლობით ისარგებლონ. ერიდეთ ჭორებსა და უსაფუძვლო საუბრებს. ნუ მისცემთ უცხო ადამიანებს უფლებას, რომ თქვენ პირად ცხოვრებაში ჩაერიონ.

მშვილდოსანი

ამ დღეს შეგიძლიათ დღის გეგმაში რთული ამოცანებიც კი თამამად შეიტანოთ. წინ ძალიან ნაყოფიერი დღე გელით, რომელიც ახალი შთაბეჭდილებებით სავსეა. გამორიცხული არ არის, რომ ახლობელმა ადამიანმა ძველი ვალის დაბრუნება ან დავიწყებული პირობის შესრულება მოგთხოვოთ. ფრთხილად იყავით ტოქსიკურ ნივთიერებებთან და ყურადღებით დააკვირდით მედიკამენტების დოზას.

თხის რქა

ვარსკვლავები გპირდებიან, რომ ეს დღე დადებითი ემოციებით იქნება სავსე, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ მცირე ტრავმის რისკიც არსებობს, ამიტომ ფრთხილად უნდა იყოთ. ამ დღეს, სავარაუდოდ, რომელიღაც პირადი პრობლემების გადაჭრას შეძლებთ. მალე ერთი ნაბიჯით მიუახლოვდებით ოცნებას, რომელზედაც მთელი ცხოვრება ფიქრობთ.

მერწყული

ამ დღეს ყურადღება მიაქციეთ საკუთარ სიტყვებს, რათა დაუფიქრებლად საყვარელ ადამიანს გული არ ატკინოთ. ეცადეთ, ცხოვრების ყოველი წუთით დატკბეთ და თუნდაც ერთი დღე, საქმეზე არ იფიქროთ. ეს დღე ხელსაყრელია ფიზიკური აქტივობისა და ჯგუფური ღონისძიებებისთვის, სადაც გამარჯვებული იქნებით. ეცადეთ, წყენა დაივიწყოთ და გადაწყვეტილებები ემოციების გარეშე მიიღოთ.

თევზები

თევზებისთვის სამუშაო დღე აქტიური და მრავალფეროვანი იქნება. სამსახურში დაწინაურებისგან მხოლოდ ერთი ნაბიჯი გაშორებთ. ახლა მნიშვნელოვანია, რომ ეს ნაბიჯი დროულად და სწორად გადადგათ და საკუთარ თავს პრობლემები არ შეუქმნათ. ახლობელ ადამიანთან ურთიერთგაგებას მიაღწევთ და ყველა უთანხმოება წარსულში დარჩება. ვარსკვლავები მხარს გიჭერენ და ურთიერთობების გამყარებაში ხელს გიწყობენ.