23 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

49
spot_img

ვერძი

კვირა დღე მშვიდად, სიურპრიზების გარეშე ჩაივლის. სავარაუდოდ, შესაძლებლობა გექნებათ, რომ მიზანს ერთი ნაბიჯით მიუახლოვდეთ და ფინანსური და პროფესიული მდგომარეობა გაიუმჯობესოთ. პირად ცხოვრებაში გირჩევთ ინიციატივა გამოიჩინოთ და საყვარელ ადამიანებს მეტი ყურადღება მიაქციოთ.

რჩევა: ეცადეთ, მთელი ყურადღება უკვე დაწყებულ საქმეებზე გადაიტანოთ და გარშემო მყოფებთან დაპირისპირებას ერიდოთ.

კურო

ამ დღეს საინტერესო აღმოჩენები გელით, განსაკუთრებით — პირადი ურთიერთობების სფეროში. გულწრფელი საუბარი პარტნიორთან ან ახლო მეგობართან დაძაბული სიტუაციის განმუხტვაში დაგეხმარებათ. მხოლოდ სხვის სიტყვებზე დაყრდნობით დასკვნების გამოტანას ნუ იჩქარებთ. შეისვენეთ და ბოლო პერიოდში თქვენს ცხოვრებაში განვითარებულ მოვლენებზე დაფიქრდით – შესაძლოა, ყველაფერი არც ისე მარტივად იყოს, როგორც გგონიათ. ზოგი კუროს ცხოვრებაში მოსალოდნელია ძველი სასიყვარულო ურთიერთობის განახლება.

რჩევა: უსმინეთ ინტუიციას და ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს ნუ მიიღებთ, განსაკუთრებით პირად საკითხებში.

ტყუპები

შესაძლოა, პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებით ახალი იდეა გეწვიოთ, თუმცა ჯერ მისი განხორციელება არ ღირს – უმჯობესია კარგად დაფიქრდეთ და ყველაზე ხელსაყრელი გადაწყვეტილება მოძებნოთ. ინტუიცია გიკარნახებთ, სწრაფად როდის იმოქმედოთ და როდის უნდა გააკეთოთ პაუზა, რომ ინიციატივა სხვებს დაუთმოთ. ეცადეთ სამუშაოზე ფიქრი დასვენების დღეებში მაინც შეწყვიტოთ, თორემ ჯანმრთელობას დაიზიანებთ.

რჩევა: მოვლენებს ნუ დააჩქარებთ – ეცადეთ, ახალი სამუშაო კვირის წინ საკუთარ თავს მოდუნების და ენერგიის აღდგენის შესაძლებლობა მისცეთ.

კირჩხიბი

მშვენიერი დღეა იმისთვის, რომ რომ საკუთარ თავში ახალი ნიჭი აღმოაჩინოთ და ახალი გატაცება იპოვოთ. პირად ცხოვრებაში შეიძლება მცირე ეჭვები წარმოიშვას, მაგრამ მალე მიხვდებით, რომ ეს უსაფუძვლო ეჭვებია და უნდა დაივიწყოთ. ეს დღე ხელსაყრელია ოჯახური ან მეგობრული შეკრებისთვის. რთული სამუშაო კვირის ბოლოს დასვენება ნამდვილად დაიმსახურეთ.

რჩევა: იზრუნეთ საკუთარ თავზე და აკეთეთ ის, რაც სიამოვნებას მოგგვრით – ეს ძალების აღდგენაში დაგეხმარებათ.

ლომი

ლომებისთვის კვირა შეიძლება ფასეულობების გადაფასების დღედ იქცეს. ჯერჯერობით რადიკალური ცვლილებების დრო არ დამდგარა, ამიტომ დამშვიდდით და არჩეულ გზას გაჰყევით. გულწრფელი საუბრები პარტნიორის უკეთ გაგებაში დაგეხმარებათ. ეცადეთ, მოქმედებისთვის საჭირო დრო სწორად შეარჩიოთ და საკუთარ სიმართლეში სხვების დარწმუნება შეძლოთ.

რჩევა: ყველას და ყველაფრის კონტროლს ნუ ეცდებით – მიეცით მოვლენებს ბუნებრივად განვითარების საშუალება.

ქალწული

პირად ცხოვრებაში მოულოდნელი აღმოჩენები გელით. შესაძლოა გააცნობიეროთ, რა გაკლიათ ბედნიერებისთვის და ეს როგორ მოიპოვოთ. სახლში დაძაბული ვითარება გიბიძგებთ, რომ საღამო მეგობრების გარემოცვაში გაატაროთ. ფინანსური თვალსაზრისით ნეიტრალური დღეა – ჯობს არ გასცეთ და არც აიღოთ.

რჩევა: დააფასეთ ის, რაც გაქვთ – საყვარელი ადამიანის გვერდით სხვების მიმართ ფლირტს უნდა მოერიდოთ.

სასწორი

საქმე, რომელსაც ამ დღეს დაიწყებთ, სასურველი შედეგით დასრულდება, თუმცა ამისთვის დიდი ძალისხმევის გამოვლენა მოგიწევთ. თუ ბოლო პერიოდში ბევრი გადაუჭრელი საკითხი დაგიგროვდათ, შეიძლება შინაგანი დისბალანსი იგრძნოთ. ზედმეტი ფიქრით თავს ნუ გადაიღლით – ეცადეთ, ყურადღება სასიამოვნო საქმეებზე გადაიტანოთ. პირად ურთიერთობებში შესაძლოა, მცირე გაუგებრობები წარმოიშვას, მაგრამ მალე შეთანხმებას მიაღწევთ.

რჩევა: ნუ ეცდებით ყველას ასიამოვნოთ – დროა, საკუთარ თავზე და პირად კომფორტზეც იზრუნოთ.

მორიელი

შესაძლოა, დასვენების დღეს ურთიერთობების შეზღუდვა და განმარტოება მოგინდეთ. მშვენიერი დროა შესრულებული სამუშაოს ანალიზისა და დასკვნების გამოტანისთვის. პირად ცხოვრებაში სჯობს, რთული თემების განხილვას მოერიდოთ – ახლა ამისთვის შესაფერისი დრო არ არის. შეეცადეთ წვრილმანებზე არ ინერვიულოთ და ცხოვრების მიმართ დადებითი განწყობა შეინარჩუნოთ.

რჩევა: მოდუნდით და დაისვენეთ. ნუ მისცემთ ემოციებს უფლებას, რომ თქვენზე გავლენა მოახდინონ.

მშვილდოსანი

შესაძლოა, ამ დღეს ურთიერთობა აღადგინოთ ადამიანთან, რომელთანაც ადრე გაუგებრობა გქონდათ. გარშემო მყოფები თქვენგან რჩევას და დახმარებას ელიან, მაგრამ შეიძლება ასეთმა ინტერესმა თქვენი გაღიზიანება გამოიწვიოს. ეცადეთ, დამშვიდდეთ და უკმაყოფილება საჯაროდ არ გამოხატოთ.

რჩევა: იყავით გახსნილი ახალი შესაძლებლობებისთვის და ცვლილებების ნუ შეგეშინდებათ.

თხის რქა

ეცადეთ, რომ იმისთვის, რაც თქვენთვის მნიშვნელოვანია, დრო გამონახოთ. პირად ცხოვრებაში მოსალოდნელია საუბარი, რომელიც სიტუაციის გააზრებაში დაგეხმარებათ. თუ რაიმე სირთულე გაქვთ, გირჩევთ პარტნიორს გულწრფელად ესაუბროთ. ფინანსური მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა სასურველია, ზედმეტი ხარჯებისგან თავი შეიკავოთ.

რჩევა: იზრუნეთ საკუთარ თავზე და ეცადეთ, აზრები დაალაგოთ – ამ დღეს შინაგანი სიმშვიდე ყველაზე მნიშვნელოვანია.

მერწყული

მოულოდნელი აღმოჩენები გელით. შესაძლოა საკუთარ გარემოცვაში ან ყოველდღიურ რუტინაში რაღაცის შეცვლის სურვილი გაგიჩნდეთ, მაგრამ სანამ მოქმედებას დაიწყებთ, რჩევა გამოცდილ ადამიანებს უნდა ჰკითხოთ. პირად ურთიერთობებში სერიოზულ საუბრებს ერიდეთ – ეს დღე უფრო მსუბუქი ურთიერთობისთვისაა ხელსაყრელი. საღამოს შეიძლება მოულოდნელი ზარი მიიღოთ, რომელიც განწყობას აგიმაღლებთ.

რჩევა: ენდეთ თქვენს გრძნობებს, მაგრამ ნაჩქარევ დასკვნებს ნუ გამოიტანთ.

თევზები

გამორიცხული არ არის, რომ ამ დღეს ახალი მოკავშირეები იპოვოთ და ახალი შესაძლებლობები აღმოაჩინოთ. სახლში საყოფაცხოვრებო პრობლემებია მოსალოდნელი. მაგალითად, შეიძლება ტექნიკა გაფუჭდეს და დაუგეგმავი შესყიდვები მოგიწიოთ. დღე ხელსაყრელია წიგნის კითხვისთვის, სეირნობისა და ახლობლებთან ურთიერთობისთვის.

რჩევა: თუ მარტოხელა ხართ, ამ დღეს ხალხში უნდა იტრიალოთ და გასართობ ღონისძიებებს დაესწროთ. სწორედ აქ შეხვდებით ადამიანს, რომელზეც დიდი ხანია, ოცნებობთ.