21 ივლისი ამინდზე დაკვირვების ისტორიაში ყველაზე ცხელი დღე იყო. ამის შესახებ The Guardian-ი კლიმატის ცვლილების სამსახურის „კოპერნიკის“ მონაცემებზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ინფორმაციით, კვირას ჰაერის საშუალო ტემპერატურა დედამიწაზე 17,09 გრადუსი ცელსიუსი იყო, რაც 2023 წლის რეკორდზე 0,01 გრადუსით მეტია.
„კოპერნიკის“ დირექტორმა კარლო ბუანტემპომ აღნიშნა, რომ უახლოესი თვეების განმავლობაში ტემპერატურის ახალი რეკორდებიც დამყარდება. მანამდე სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ ბოლო 12 თვის განმავლობაში საშუალო ტემპერატურა პლანეტაზე 1,5 გრადუსით მაღალი იყო, ვიდრე ინდუსტრიამდელ ხანაში.