![462573510_1793518838093422_1601661342838862383_n](https://geotimes.ge/wp-content/uploads/2025/02/462573510_1793518838093422_1601661342838862383_n.jpg)
„საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ „კორუფციის აღქმის ინდექსი 2024“ გამოაქვეყნა.
ანგარიშის თანახმად, საქართველო კვლავ ინარჩუნებს მოწინავე პოზიციებს და წელსაც პირველ ადგილზეა აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალური აზიის რეგიონში. შეფასების 100%-იანი სისტემით საქართველომ კვლავინდებურად 53%-ი მიიღო და მსოფლიო მასშტაბით 180 ქვეყანას შორის 53-ე ადგილი დაიკავა. საქართველო უპირობო ლიდერია კავკასიასა და შავიზღვისპირეთში.
2024 წლის კორუფციის აღქმის ინდექსის მიხედვით საქართველო რეიტინგში უთანაბრდება პოლონეთს და უსწრებს ევროკავშირის და ნატოს წევრ 11 ქვეყანას: საბერძნეთს, სლოვაკეთს, ხორვატიას, მალტას, მონტენეგროს, რუმინეთს, ბულგარეთს, ალბანეთს, უნგრეთს, ჩრდილოეთ მაკედონიას, თურქეთს.