
2024 წლის ბოლომდე რუსეთი უკრაინის პირობების საფუძველზე მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა დაჯდეს – ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის თანაშემწის პირველმა მოადგილემ, ჯონათან ფაინერმა განაცხადა.
მისი თქმით, აშშ-ის მიზანია, რუსეთი არჩევანის წინაშე დააყენოს: ან მოლაპარაკების მაგიდას მიუჯდეს, ან „საქმე ჰქონდეს უფრო ძლიერ უკრაინასთან, რომელიც ეყრდნობა მძლავრ სამრეწველო ბაზას აშშ-სა და ევროპაში“ და იერიშზე გადასვლა შეუძლია.
„გვსურს, რომ მომავალი წლის ბოლოს უკრაინელები ისეთ პოზიციებზე აღმოჩნდნენ, რომ რუსეთს მოუწიოს გადაწყვეტილების მიღება: დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან უკრაინისთვის ხელსაყრელი პირობების საფუძველზე ან ებრძოლოს გაცილებით უფრო ძლიერ უკრაინას“, – აღნიშნა ფაინერმა.