ვერძი
თავი შეიკავეთ მანიპულაციური ქმედებისგან და ეცადეთ, მკაფიოდ ჩამოაყალიბოთ თქვენი პოზიცია, თუ სათქმელი. სწორად დასვით კითხვები, შეეცადეთ, კომპრომისით და დიპლომატიით იპოვოთ გამოსავალი რთული სიტუაციიდან.
კურო
საყიდლებთან დაკავშირებით, აუცილებლად გამოიჩინეთ სიფრთხილე და ყურადღება, იყიდეთ მხოლოდ აუცილებელი ნივთები და იყავით უფრო ყაირათიანი.
ტყუპები
შეგიძლიათ, განმარტოვდეთ და გააანალიზოთ შექმნილი ვითარება. საჭიროა, მეტი იაქტიუროთ და მკაფიოდ ჩამოაყალიბოთ თქვენი სურვილები და ინტერესები. მთავარია, სწორად გადაანაწილოთ დრო და საკუთარი ძალები.
კირჩხიბი
პოზიტიური განწყობა გაქვთ, საქმეებსაც დროულად ასრულებთ, ივარჯიშეთ, მიიღეთ კონტრასტული შხაპი. მხიარული განწყობა და ღიმილი უნდა იყოს დღეს თქვენი მეგზური, ახლა თქვენთვის წარმატებული პერიოდია!
ლომი
მეტი ურთიერთობებია საჭირო მეგობრებთან და ახლობლებთან, რათა შესაძლოა, მათგან მიიღოთ ღირებული რჩევა, თუ როგორ გადაჭრათ მნიშვნელოვანი საკითხები.
ქალწული
დღეს, ურთიერთობებში გარკვეული კორექტივების შეტანით იქნებით დაკავებული, ახლა თქვენი შესაძლებლობები განსხვავებული და მნიშვნელოვანი შედეგის მომტანია. ემოციები გააკონტროლეთ.
სასწორი
დღეს, ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა ატმოსფეროა თქვენს ირგვლივ. დაისვენეთ, ახლა ეს ძალიან გჭირდებათ.
მორიელი
ეცადეთ, ირგვლივ კომფორტული გარემო შექმნათ, გათავისუფლდით ყოველივე ზედმეტი და ძველისგან, ამგვარი ქმედება გაათავისუფლებს საჭირო ადგილს სიახლეებისთვის, აგიმაღლებთ განწყობას და შეგმატებთ თავდაჯერებულობას.
მშვილდოსანი
ყური მიუგდეთ შინაგან ხმას. არ გადადოთ შეხვედრები, ნუ დაიზარებთ მოლაპარაკებების გამართვას, თუ ეს თქვენს მომავალს ეხება. საღამოს, სწორი არჩევანი იქნება, მეგობრებთან დასვენება.
თხის რქა
მოერიდეთ უცხო ადამიანებთან კონტაქტს, ახლა ახლობლებთან ურთიერთობები და მათი მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, ნუ აჰყვებით ჭორებსა და მითქმა-მოთქმას.
მერწყული
პირად ურთიერთობაში წარმატება გელოდებათ, ოპტიმისტური განწყობით უფრო წინ წახვალთ. მოერიდეთ დიდ ფინანსურ დანახარჯს.
თევზები
ყველაფერი უკეთესობისკენ იცვლება და თქვენი ცხოვრებაც უფრო ნათელი ხდება. აქტიურობა, დიპლომატია და კომპრომისები, დღეს, წარმატების მომტანია.