
ვერძი
ამ დღეს საკუთარმა სხეულმა შეიძლება უსიამოვნო სიურპრიზები მოგიმზადოთ. განსაკუთრებით საყურადღებოა საჭმლის მომნელებელი სისტემა – იზრდება მოწამვლის რისკი. ასევე მოსალოდნელია წნევის ცვლილებები და თავის ტკივილი გადაღლილობის გამო. მოერიდეთ ცხიმიან, მჟავე და ზედმეტად ტკბილ საკვებს. საღამოს უპირატესობა მსუბუქ სალათებს ან იოგურტს მიანიჭეთ.
რჩევა: თქვენი ნერვული სისტემა გადაღლილია. მედიტაცია, სუნთქვითი ვარჯიშები და თბილი აბაზანა მოდუნებაში დაგეხმარებათ.
კურო
ამ დღეს ფინანსურ საკითხებზე მაქსიმალური ყურადღება უნდა გაამახვილოთ. გამორიცხული არ არის, რომ ანგარიშის დროს შეცდომა დაუშვათ ან გადახდა დააგვიანოთ. თავი შეიკავეთ დიდი შენაძენებისგან – გამორიცხული არ არის, რომ უხარისხო პროდუქტში იმაზე მეტი დახარჯოთ, ვიდრე გეგმავდით. თუ საქმიან ქაღალდებთან მუშაობთ, ყველაფერი რამდენჯერმე გადაამოწმეთ.
რჩევა: დღეს სასურველია, ფული არც ისესხოთ და არც სხვას ასესხოთ – თანხის დაბრუნება უფრო რთული იქნება, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.
ტყუპები
მომატებული ემოციური ფონის გამო გარშემო მყოფებისგან უწყინარი შენიშვნაც კი გაღიზიანებთ, ხოლო დაუფიქრებლად ნათქვამმა სიტყვებმა შეიძლება დიდი კონფლიქტი გამოიწვიოს. მარტოხელა ტყუპები პირველ შთაბეჭდილებას არ უნდა ენდოთ – ადამიანს, რომელიც იდეალური გეჩვენებათ, შეიძლება, სულ სხვა მიზნები ჰქონდეს.
რჩევა: ნუ მისცემთ ახლობლებს უფლება, რჩევებით დაგღალონ. ენდეთ საკუთარ ინტუიციას – ის ამ დღეს არ გიღალატებთ.
კირჩხიბი
თქვენი არათანმიმდევრული ქმედებების გამო სამსახურში შეიძლება გაუგებრობა წარმოიშვას. თუ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაზე დიდხანს ყოყმანობთ, დროა, მოქმედებაზე გადახვიდეთ – ზედმეტი ფიქრის გამო შესაძლოა, კარგი შანსი ხელიდან გაუშვათ. უნდა იფრთხილოთ, მაგრამ ზედმეტმა ეჭვებმა არ უნდა შეგაჩეროთ.
რჩევა: იმოქმედეთ სწრაფად, მაგრამ გააზრებულად. საჭიროების შემთხვევაში, რჩევა გამოცდილ კოლეგებს სთხოვეთ.
ლომი
სხეული მიგანიშნებთ, რომ დასვენება სჭირდება. გადაღლილობის ნიშნები შეიძლება ენერგიის დაქვეითებით, თავის ტკივილით ან წნევის ცვლილებებით გამოვლინდეს. განსაკუთრებული ყურადღება გულ-სისხლძარღვთა სისტემას უნდა მიაქციოთ – მოერიდეთ სტრესს და ფიზიკური დატვირთვა აკონტროლეთ.
ასტროლოგის რჩევა: გირჩევთ სრულფასოვანი ძილისა და დასვენებისთვის დრო გამონახოთ. ძალების აღდგენა აუცილებელია, რადგან მუდმივი დაღლილობა მძიმე შედეგებს გამოიწვევს.
ქალწული
სწრაფი მოგების სურვილმა შესაძლოა, დანაკარგები მოგიტანოთ. საბუთების ხელმოწერისას ყურადღება არ მოადუნოთ – შესაძლოა, მნიშვნელოვანი წვრილმანი გამოგეპაროთ. გამორიცხული არ არის, რომ საყოფაცხოვრებო ტექნიკის დაზიანებამ გაუთვალისწინებელი ხარჯები გამოიწვიოს.
რჩევა: საქმიან ქაღალდებთან და მატერიალურ ფასეულობებთან მუშაობის დროს ყურადღება გამოიჩინეთ.
სასწორი
2 აპრილი სასწორებისთვის პირად ცხოვრებაში თვითანალიზის დღეა. შეიძლება ძველმა წყენამ, რომელიც თითქმის დავიწყებული იყო, ურთიერთობებში თავი იჩინოს. მოსალოდნელია ეჭვიანობა ან დაუფასებლობის შეგრძნება. მარტოხელა სასწორებმა შეიძლება კეთილგანწყობა ფლირტად აღიქვამ და არასწორი დასკვნები გამოიტანონ..
რჩევა: ჯობია, საკუთარი ემოციები მშვიდად და გულწრფელად ყოველთვის გამოხატოთ, ვიდრე ბრაზი ჩუმად აგროვოთ.
მორიელი
გადაღლა და სტრესი შეიძლება თქვენს ფსიქოემოციურ მდგომარეობაზე აისახოს. ასევე, შეიძლება იმუნიტეტი დაგიქვეითდეთ, ამიტომ ხალხმრავალ ადგილებს უნდა მოერიდოთ. პლანეტების არახელსაყრელი განლაგების გამო მოლაპარაკებები და შეთანხმებები სასურველ შედეგს ვერ მოგიტანთ, ამიტომ მნიშვნელოვანი შეხვედრები სხვა დროისთვის უნდა გადადოთ.
რჩევა: უსმინეთ საკუთარ სხეულს. მცირე დისკომფორტიც კი იმის ნიშანია, რომ აქტიურობა შეანელოთ. ზედმეტ ინფორმაციას მოერიდეთ – თქვენთვის ახლა საინფორმაციო დეტოქსი აუცილებელია.
მშვილდოსანი
გარშემომყოფებს თქვენი იდეები შეიძლება სარისკოდ მოეჩვენოთ, მაგრამ ამის გამო გეგმაზე უარი არ უნდა თქვათ. რთული საუბარი ან შეხვედრა, რომელსაც დიდი ხანი ერიდებოდით, ამ დღეს მაინც შედგება. ეცადეთ ურთიერთობა შეძლებისდაგვარად შეამცირეთ და საკუთარი შეხედულებები თავზე არავის მოახვიოთ.
რჩევა: ეცადეთ, საკუთარი აზრი თავდაჯერებულად, მაგრამ თავაზიანად გამოთქვათ. წარმატების გასაღები ურთიერთგაგებაა.
თხის რქა
შეიძლება იგრძნოთ, რომ პარტნიორთან ემოციური დისტანცია გაჩნდა. სამწუხაროდ, საკუთარ მიზნებზე იმდენად ფოკუსირებული იყავით, რომ ვერ შენიშნეთ ეს თქვენს ურთიერთობებზე როგორ მოქმედებს. დღის მეორე ნახევარი შესაძლოა, მძიმე აღმოჩნდეს, ამიტომ მნიშვნელოვანი საქმეები დღის პირველ ნახევარში უნდა მოილიოთ.
რჩევა: იყავით გულწრფელი და ემოციების გამოხატვის არ შეგეშინდეთ. ზოგჯერ უბრალო „მომენატრე“ ყველაფერს ცვლის.
მერწყული
ამ დღეს შეიძლება დანახარჯების გაკონტროლება გაგიჭირდეთ. რეკლამები, ფასდაკლებები – ყველაფერი ფულის ხარჯვისკენ გიბიძგებთ. განსაკუთრებით ფრთხილად ონლაინ შეძენების დროს უნდა იყოთ – შესაძლოა, თქვენი მოტყუება სცადონ
რჩევა: ფინანსურ გადაწყვეტილებებს ემოციებზე დაყრდნობით ნუ მიიღებთ. ხარჯების სია შეადგინეთ და ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყევით.
თევზები
ამ დღეს პარტნიორის განწყობის მიმართ განსაკუთრებით მგრძნობიარე ხართ. დღის მეორე ნახევარში უმიზეზო სევდა და მსუბუქი დეპრესია გელით, ამიტომ ეცადეთ, სახლიდან არ გახვიდეთ. შესაძლოა, ბოლოდროინდელმა წარუმატებლობამ გაგაღიზიანათ. მოთმინება და გამძლეობა გმართებთ – მალე ჩანაფიქრს განახორციელებთ.
რჩევა: იზრუნეთ საკუთარ თავზე – საყვარელი მუსიკა, კარგი საჭმელი და სეირნობა სიმშვიდეს დაგიბრუნებთ.