ბელგოროდის ოლქის ქალაქ შებეკინოში ინდუსტრიულ ზონაში ძლიერი ხანძარია, – ამის შესახებ ინფორმაციას ოლქის გუბერნატორი ვიაჩესლავ გლადკოვი ავრცელებს.
მისი თქმით, ხანძარი ქალაქის სამრეწველო ზონაში გაჩნდა.
„შებეკინო „გრადის“ ტიპის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებით დაბომბეს, რამაც ხანძარი გამოიწვია. 40-ზე მეტი ჭურვი ინდუსტრიული ზონის ტერიტორიაზე მოხვდა, კიდევ 20 კი ქალაქის სხვადასხვა ნაწილებში. ინციდენტის შედეგად, არავინ დაშავებულა“, – აცხადებს ბელგოროდის გუბერნატორი.