
ვერძი
ამ დღემ შეიძლება მოგიტანოთ შანსი, რომელიც აუცილებლად უნდა გამოიყენოთ. მთავარია საკუთარ თავში ეჭვი არ შეგეპაროთ და იმოქმედოთ! დღის პირველ ნახევარში დისკუსიები და მოულოდნელი შეხვედრები გელით, რამაც შეიძლება მომავალში მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს. გირჩევთ მთელი დღე ოთახში არ იჯდეთ. ფიზიკური აქტივობა დაგეხმარებათ ნათელი გონება შეინარჩუნოთ.
რჩევა: ამ დღეს მნიშვნელოვანია სწრაფად და თავდაჯერებულად იმოქმედოთ. იდეალურ პირობებს ნუ დაელოდებით და პირველი ნაბიჯი გადადგით.
კურო
კარგი იქნება, თუ ჩვეულ საქმეებს ცოტა ხნით დაივიწყებთ და ძალებს ახალ საქმეში მოსინჯავთ. ოთხშაბათი ასეთი ექსპერიმენტებისთვის შესანიშნავი დღეა. თუ ბოლო დროს აუხსნელ დაღლილობას გრძნობთ, შეეცადეთ გარემო შეცვალოთ, სუფთა ჰაერზე გაისეირნოთ და ის აკეთოთ, რაც მოგწონთ.
რჩევა: სიახლეების ნუ შეგეშინდებათ – ყველაზე დიდ შესაძლებლობებს სწორედ სიახლე მოგიტანთ.
ტყუპები
ეს დღე თქვენგან დიპლომატიურ უნარებს და მოქნილობას მოითხოვს. შესაძლოა, სასწრაფოდ გეგმების შეცვლა, ახალ პირობებთან შეგუება ან მოულოდნელად წარმოქმნილი საკითხების მოგვარება მოგიწიოთ. სამსახურში შესაძლებელია წარმატებული მოლაპარაკება ან შეხვედრა ადამიანთან, რომელიც დაგეხმარებათ მოგებიანი პერსპექტივები დაინახოთ. საღამოს ემოციური ფონი შესაძლოა არასტაბილური იყოს, ამიტომ უმჯობესია დაძაბულ საუბრებს და კონფლიქტურ სიტუაციებს თავი აარიდოთ.
რჩევა: მოქნილობა და სიტუაციის მიღების უნარი დღეს თქვენი მთავარი იარაღია. რაც უფრო ადვილად იღებთ ცვლილებებს, მით უფრო ადვილი იქნება თქვენი დღე.
კირჩხიბი
შესაძლოა, მოულოდნელად იპოვოთ გამოსავალი პრობლემიდან, რომელზეც დიდი ხანია ფიქრობთ. ამ დღეს ინტუიცია თქვენი მთავარი დამხმარეა, ამიტომ ნუ უგულებელყოფთ. სამსახურში მოსალოდნელია ცვლილებები. ისინი შეიძლება სასარგებლო იყოს, თუ პასუხისმგებლობის აღების არ შეგეშინდებათ. გირჩევთ, თქვენი დღის რეჟიმში მეტი მოძრაობა ჩართოთ: სიარული და ვარჯიში გონებრივი სამუშაოს შესრულებაში დაგეხმარებათ.
რჩევა: ენდეთ საკუთარ და ის სწორ გადაწყვეტილებას გიკარნახებთ. ზოგჯერ პასუხებს მაშინ ვპოულობთ, როდესაც აღარ ვეძებთ.
ლომი
გირჩევთ, ინიციატივა საკუთარ ხელში აიღოთ. თუ ელით, რომ თქვენთვის მნიშვნელოვან საკითხს სხვა გადაწყვეტს, შეიძლება ძვირფასი დრო დაკარგოთ. ეს განსაკუთრებით ურთიერთობებს ეხება. ახლობლები მზად არიან ნებისმიერ სიტუაციაში დაგეხმარონ. თუ პარტნიორთან ერთად რაიმეს განხილვას ან გრძნობების აღიარებას გეგმავთ, ახლა ამისთვის ხელსაყრელი დროა.
რჩევა: ნუ დაელოდებით, რომ გარემოებები თქვენთვის სასარგებლოდ განვითარდება, უბრალოდ შექმენით სიტუაცია, რომელიც წარმატებამდე მიგიყვანთ.
ქალწული
გირჩევთ, საკუთარ სხეულს და ჯანმრთელობას მეტი ყურადღება მიაქციოთ. დიდი ხანია დაღლილობას უგულებელყოფთ და დროა დაისვენოთ. სამსახურში ნაყოფიერი დღე გელით, თუ ყურადღებას კონკრეტულ ამოცანებზე გაამახვილებთ და წვრილმანებს არ მოცდებით.
რჩევა: უსმინეთ, რას გეუბნებათ საკუთარი სხეული. ახლა საკუთარ თავზე ზრუნვა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე გარშემომყოფების სურვილები.
სასწორი
ნაყოფიერი დღეა, რომელიც ახალ შესაძლებლობებს გთავაზობთ. ექსპერიმენტების ნუ გეშინიათ. თუ სიტუაცია მოითხოვს, შეგიძლიათ გარისკოთ კიდეც. გარშემომყოფებს თქვენი ცხოვრების წესი მოსწონთ, ბევრი დახმარებას და მხარდაჭერას გთავაზობთ, ზოგს კი თქვენი უკეთ გაცნობა სურს. ამ დღეს ოჯახში სასიამოვნო ამბები გელით.
რჩევა: სიმშვიდე დღეს თქვენი მთავარი კოზირია. რაც უფრო ნაკლებად ჩაერთვებით სხვა ადამიანების ემოციებში, მით უკეთესი იქნება.
მორიელი
ამ დღემ შესაძლოა, მოულოდნელი აღმოჩენები მოგიტანოთ. ახალი ინფორმაცია გაიძულებთ, სამომავლო გეგმებს გადახედოთ ან საგნების მიმართ მიდგომა შეცვალოთ. ცვლილებების ნუ შეგეშინდებათ, რადგან მას შეუძლია ახალი შესაძლებლობების კარი გაგიღოთ. სამსახურში ყურადღება არ მოადუნოთ, განსაკუთრებით — თუ საბუთებთან და ციფრებთან მუშაობთ. პირად ცხოვრებაში გულწრფელი საუბარი გელით, რომელიც დაგეხმარებათ საკუთარი თავი და პარტნიორი უკეთ გაიცნოთ.
რჩევა: ნურავის გაუმხელთ საიდუმლოს, რომელიც შეიძლება თქვენ წინააღმდეგ გამოიყენონ.
მშვილდოსანი
ამ დღემ შეიძლება მოულოდნელი შემოთავაზებები მოგიტანოთ, განსაკუთრებით — პროფესიულ სფეროში. საშუალება გექნებათ, რომ მონაწილეობა მიიღოთ საინტერესო პროექტში ან ახალ მიმართულებას დაეუფლოთ. მნიშვნელოვანია, გადაწყვეტილების მიღება სამომავლოდ არ გადადოთ — თუ გრძნობთ, რომ მომენტი დადგა, იმოქმედეთ.
რჩევა: ნუ შეგეშინდებათ გამოწვევის მიღების, რომელსაც ცხოვრება გთავაზობთ. ახლა ნებისმიერი ცვლილება თქვენთვის სასარგებლო იქნება.
თხის რქა
ამ დღეს სამომავლოდ არაფერი გადადოთ. დღის პირველი ნახევარი დაწყებული საქმეების დასრულებისთვის ხელსაყრელია. ენდეთ საკუთარ ინტუიციას, რომელიც გიკარნახებთ, წარმატების მისაღწევად რა უნდა გააკეთოთ.
მოსალოდნელია იღბლიანი დამთხვევებიც, რომლებიც შეგიძლიათ თქვენსსასარგებლოდ გამოიყენოთ. დღის მეორე ნახევარი უფრო რთული იქნება. შესაძლოა გეგმების შეცვლა მოგიწიოთ, ამიტომ იმპროვიზაციისთვის უნდა მოემზადოთ.
რჩევა: ახლა მნიშვნელოვანია არა მოქმედების სიხშირე, არამედ — ხარისხი. ჯობია ნაკლები გააკეთოთ, მაგრამ სწორად, ვიდრე მეტი და უხარისხოდ.
მერწყული
ეს დღე თქვენგან შემოქმედებით ხედვას და არატრადიციულ მიდგომას მოითხოვს. სამსახურში შეიძლება მოულოდნელი გამოწვევები წარმოიშვას, მაგრამ თუ გონივრულად იმოქმედებთ, მათ დიდი სირთულის გარეშე გაუმკლავდებით. ხელსაყრელი დროა სიახლეებისა და ექსპერიმენტებისთვის – შეგიძლიათ თქვენი ახალი იდეები საზოგადოებას გააცნოთ.
რჩევა: ენდეთ ინტუიციას და სიახლეები ნუ შეგაშინებთ. შემოქმედებითი მიდგომა წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ.
თევზები
ეს დღე თქვენგან შინაგან ჰარმონიას მოითხოვს. შეიძლება დაღლილობა იგრძნოთ ან განმარტოება მოგინდეთ. ეცადეთ საქმეებით არ გადაიტვირთოთ და თქვენს ემოციურ მდგომარეობას მეტი დრო დაუთმოთ. თუ არ აჩქარდებით, ყველაფერი საუკეთესოდ მოგვარდება.
რჩევა: გაუფრთხილდით თქვენს შინაგან მდგომარეობას. ზოგჯერ გაჩერება და იმის გაცნობიერება, თუ რა გჭირდებათ რეალურად, წინსვლისთვის საუკეთესო გზაა.