
ვერძი
ეს კვირა მარათონს მოგაგონებთ, სადაც ხან წინ გაიჭრებით, ხან კი მოულოდნელად ჩერდებით. მნიშვნელოვანია, რომ ტემპი შეინარჩუნოთ, მაგრამ არც დასვენება დაივიწყოთ — წინააღმდეგ შემთხვევაში, გადაღლა დაწყებული საქმის დასრულებაში ხელს შეგიშლით. თუ საკუთარი ბიზნესი გაქვთ, შესაძლოა მოულოდნელი პარტნიორი ან შემოსავლის ახალი წყარო გამოჩნდეს.
რჩევა: შესაძლოა მოგებიანი თანამშრომლობა შემოგთავაზონ, მაგრამ გირჩევთ საბუთები ყურადღებით შეამოწმოთ — შეიძლება რომელიმეში საფრთხე იმალებოდეს.
კურო
ეს კვირა თქვენი შრომის ნამდვილ ფასს დაგანახვებთ. ისინი, ვინც დიდი ხანია ერთ ადგილზე მუშაობს, მოულოდნელად სიტუაციას სხვა კუთხიდან დაინახავენ – შესაძლოა, საკუთარ თავს, ან გარემოს სათანადოდ არ აფასებთ. მნიშვნელოვანი იქნება საკუთარ განვითარებაზე პასუხისმგებლობის აღება. ვარსკვლავები გირჩევენ, სტრატეგიულად იმოქმედოთ.
რჩევა: ამ დღეს სიფრთხილე გმართებთ. მოსალოდნელია ხარჯები, რომლებიც თავიდან უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ, მაგრამ საბოლოოდ ბიუჯეტზე დიდ გავლენას მოახდენს.
ტყუპები
ამ დღეს შესაძლოა, ისეთ სიტუაციაში აღმოჩნდეთ, სადაც სწრაფი რეაქცია, მოქნილობა და არასტანდარტული აზროვნების გამოვლენა დაგჭირდებათ. ბევრი ტყუპი იგრძნობს, რომ მისი სიტყვის მნიშვნელობა იზრდება, თუმცა, ფრთხილად იყავით: რაც უფრო მეტად ბრწყინავთ, მით უფრო მეტ შურს იწვევთ.
რჩევა: არასტაბილური, მაგრამ საინტერესო პერიოდი გელოდებათ. მოულოდნელი შემოსავალი და დაუგეგმავი ხარჯები ერთმანეთს ენაცვლება. მოერიდეთ ნაჩქარევ სესხებს ან საეჭვო პროექტებში ინვესტიციას.
კირჩხიბი
თქვენი ინტუიცია ახლა უჩვეულოდ ძლიერია, ამიტომ ყველაზე მეტად მას უნდა ენდოთ. დიდი ალბათობით, სამსახურში ხელმძღვანელობა ცვლილებებს ამზადებს ან კომპანიაში ახალი წესები მკვიდრდება.
რჩევა: თუ თქვენთვის მოგებიან გარიგებას შემოგთავაზებენ, ყველა დეტალი კარგად გადაამოწმეთ – ახლა დაუფიქრებელი გადაწყვეტილებების მიღება არ შეიძლება.
ლომი
თქვენი პიროვნული ხიბლი და თავდაჯერება წარმატების გასაღებია. ყურადღების ცენტრში ხართ და დროა დაამტკიცოთ, რისი გაკეთება შეგიძლიათ. გაითვალისწინეთ, რომ რაც უფრო მაღალია სტატუსი, მით უფრო მეტია მოთხოვნები და პასუხისმგებლობაც იზრდება.
რჩევა: ძვირად ღირებულ ნივთებზე ფულის დახარჯვა არ იჩქაროთ — ახლა სჯობს, თანხები ისეთ პროექტებში ჩადოთ, რომლებიც მომავალში მოგებას მოგიტანთ.
ქალწული
გრძნობთ, რომ არსებული რეალობა არასტანდარტულ მიდგომას მოითხოვს. შესაძლოა, ახალ გარემოებებთან შეგუება და ანალიტიკური აზროვნებაც დაგჭირდეთ, თუმცა მთავარია ქაოსის გამოსწორების ნაცვლად, თქვენს სასარგებლოდ გამოყენება სცადოთ.
რჩევა: ამ დღეს ყველა შემოსავლისა და ხარჯის დეტალური ანალიზი დაგჭირდებათ. შესაძლოა, ახალი შემოსავლის გზები აღმოაჩინოთ, რომლებიც ადრე უმნიშვნელოდ გეჩვენებოდათ.
სასწორი
ამ დღეს მნიშვნელოვანია, მოუსმინოთ ინტუიციას. თუ გრძნობთ, რომ სიტუაცია არასწორი მიმართულებით ვითარდება, უმჯობესია, გადაწყვეტილების მიღება სამომავლოდ გადადოთ. სიტუაციის სხვადასხვა მხრიდან დანახვის უნარი, სერიოზულ შეცდომებს აგაცილებთ თავიდან.
რჩევა: შესაძლოა, მოულოდნელი შემოსავალი მიიღოთ, თუმცა, ის სავარაუდოდ, დამატებით ვალდებულებებს უკავშირდება.
მორიელი
ამ დღეს ძლიერი ენერგეტიკული ნაკადების ცენტრში აღმოჩნდებით, რაც ან წარმატების მწვერვალზე აგიყვანთ, ან მიწაზე დაგანარცხებთ. ამიტომ მნიშვნელოვანია, პროვოკაციებს არ აჰყვეთ და მიმდინარე მოვლენები ძალთა გადანაწილების უკეთ გასაგებად გამოიყენოთ.
რჩევა: თუ იმ შესაძლებლობებით ისარგებლებთ, რომლებიც ადრე უმნიშვნელოდ მიგაჩნდათ შეიძლება თქვენი შემოსავლები მკვეთრად გაიზარდოს.
მშვილდოსანი
შესაძლოა, ისეთი საქმე შემოგთავაზონ, რომელიც აზროვნების სტილის შეცვლას ან ახალი უნარების გამომუშავებას მოითხოვს. ზედმეტს ნუ მოითხოვთ საკუთარი თავისგან, თორემ ჯანმრთელობას დაიზიანებთ.
რჩევა: შესაძლოა, დიდი ინვესტიციის შესახებ საინტერესო წინადადება მიიღოთ, მაგრამ ნუ აჩქარდებით. უმჯობესია, ყურადღება გრძელვადიან ფინანსურ გეგმაზე გადაიტანოთ.
თხის რქა
თქვენი დისციპლინა და მოთმინება ნაყოფს გამოიღებს, მაგრამ შეიძლება ისეთ მდგომარეობაში აღმოჩნდეთ, როცა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების სწრაფად მიღება მოგიწევთ. ნუ ეცდებით ყველაფრის კონტროლს – ახლა მნიშვნელოვანია, პრიორიტეტები სწორად განსაზღვროთ და ზოგი ვალდებულება სხვებს გადააბაროთ.
რჩევა: თქვენი ფინანსური პერსპექტივები სტაბილურია. ახლა სარისკო ინვესტიციების დრო არ არის, მაგრამ თუ გრძელვადიან პროექტში ჩართვას შემოგთავაზებენ, დაფიქრება ღირს.
მერწყული
შესაძლოა, თავში ახალი იდეა მოგივიდეთ, რომელსაც თქვენი კარიერის შეცვლა შეუძლია, ან ახალი ტენდენცია შენიშნოთ, რომლის შესახებ კონკურენტებმა ჯერ არაფერი იციან.
რჩევა: შეიძლება შემოგთავაზონ პროექტი მაღალი ანაზღაურებით, მაგრამ არასტაბილური ვადებით ან მაღალი დატვირთვით. მოერიდეთ იმპულსურ ხარჯებს.
თევზები
ეს კვირა სავსეა მოულოდნელი აღმოჩენებით. თუ აქამდე ეჭვი გეპარებოდათ, სწორ გზას ადგახართ თუ არა, ახლა მკაფიო ნიშნები გამოჩნდება, რომლებიც დაადასტურებს ან გააქარწყლებს თქვენს ეჭვებს.
რჩევა: ფული შეიძლება მოულოდნელი გზით მოვიდეს — ძველი ვალი დაგიბრუნონ. ყურადღება მიაქციეთ ფინანსურ დოკუმენტებს — არსებობს შეცდომის დაშვების ან მნიშვნელოვანი დეტალის გამორჩენის რისკი.