
ვერძი
შემოქმედებითი პროფესის ვერძებისთვის ხელსაყრელი დღეა. მათ საშუალება ექნებათ, განახორციელონ საკუთარი იდეები ან მოაგვარონ ბინის რემონტთან ან სახლის კეთილმოწყობასთან დაკავშირებული პრობლემები. ნებისმიერი შენაძენი წარმატებული იქნება.
კურო
ნებისმიერი საქმის ბოლომდე მისაყვანად ჩვეულებრივზე მეტი ძალისხმევა მოგიწევთ. გეგმების განხორციელებაში ხელს არაკეთილმოსურნეთა ინტრიგები, შური და მოულოდნელი დაბრკოლებები შეგიშლით. ეცადეთ, ურთიერთობებში სიფრთხილე და მოქნილობა გამოიჩინოთ. შეიძლება საჭირო გახდეს გეგმებში გავლენიანი ადამიანების ჩართვა. გირჩევთ, ამ დღეს ყველა შეხვედრა გააუქმოთ და დღის მეორე ნახევარი თქვენს სახლს, ოჯახს და შვილებს დაუთმოთ. სექსუალური თვალსაზრისით, წარმატებული დღეა.
ტყუპები
მოსალოდნელია მცირე კამათი და ოჯახური საქმეები. ეცადეთ, თვითკონტროლი და სიმშვიდე შეინარჩუნოთ. ნუ რეაგირებთ ყველაფერზე, რაც თქვენ გარშემო ხდება – ბევრი რამ თქვენზე არ არის დამოკიდებული. ხელსაყრელი დღეა შემოქმედებითი იდეების, მშენებლობასთან და კეთილმოწყობასთან დაკავშირებული საქმეების განხორციელებისთვის. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია არასასიამოვნო ამბავი ან ჯანმრთელობის გაუარესება.
კირჩხიბი
ამ დღეს შემოქმედებითი საქმეები გაგიტაცებთ და რაღაც განსაკუთრებულის შექმნას შეძლებთ. განწყობას ვერავინ და ვერაფერი გაგიფუჭებთ. ურთიერთობებში ყველაფერი შესანიშნავადაა, რადგან არაკეთილომოსურნე ადამიანებმა ცოტა ხნით ყურადღება თქვენგან სხვა საკითხებზე გადაიტანეს.
ლომი
ლომი მამაკაცებისთვის ყოველმხრივ ხელსაყრელი დღეა. საშუალება გექნებათ, მოაგვაროთ პირად ურთიერთობებთან, ბინის რემონტთან ან სახლის კეთილმოწყობასთან დაკავშირებული პრობლემები. ნებისმიერი შენაძენი, ავეჯისა და ხის ნაკეთობების გარდა, წარმატებული იქნება.
ქალწული
ამ დღეს ახალი, საინტერესო ნაცნობობა გელით – შესაძლებელია, ის საქმიან მეგობრულ ურთიერთობაში გადაიზარდოს. ხელსაყრელი დროა შემოქმედებითი იდეების განსახორციელებისა და სახლის კეთილმოწყობისთვის. ფულის ნებისმიერი დაბანდება წარმატებული და მომგებიანი იქნება. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია ჯანმრთელობის გაუარესება.
სასწორი
არახელსაყრელი დღეა. ერიდეთ არაკეთილმოსურნე ადამიანების შურს და ინტრიგებს. შეიძლება მეგობრების, ოჯახის წევრების ან გავლენიანი ადამიანების დახმარება დაგჭირდეთ. მოსალოდნელია კამათი ან დაპირისპირება. გირჩევთ მაქსიმალური ყურადღება მიაქციოთ ახლობელ ადამიანებს.
მორიელი
ეს დღე სიხარულისა და სიმშვიდის განცდას მოგანიჭებთ. საოცარ სიმსუბუქესა და თავისუფლებას გრძნობთ. მალე მიხვდებით, რომ ყველა დაგეგმილი შეხვედრის შედეგი მაშველი რგოლია, რომელიც ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას მოგიტანთ.
მშვილდოსანი
ხელსაყრელი დღეა. შემოქმედებითმა საქმიანობამ ან საყვარელმა გატაცებამ შეიძლება, დამატებითი შემოსავლის წყარო გაპოვნინოთ. მეგობრებთან ურთიერთობა და საინტერესო ადამიანებთან შეხვედრა კმაყოფილებას მოგანიჭებთ. სასურველია წასვლა სტუმრად ან სტუმრების მიღება. საღამოს ოჯახში მოსალოდნელია კამათი. ეცადეთ, შექმნილი ვითარება ზედმეტი ემოციების გარეშე მიიღოთ – მალე ყველაფერი თავის ადგილზე დადგება.
თხის რქა
ხელსაყრელი დღეა. შესაძლოა, გაგიმართლოთ და გასაღები მოუძებნოთ პრობლემას, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში არ გტოვებდათ. სასიცოცხლო პოტენციალის ზრდამ შეიძლება დადებითი გავლენა მოახდინოს პროფესიული საქმიანობის სფეროზე და კარიერაზე. ერიდეთ დაპირებების მიცემას და სიფრთხილე გამოიჩინეთ კონტრაქტების გაფორმების დროს.
მერწყული
პიროვნული თვისებები და მომხიბვლელობა საშუალებას მოგცემთ, პირად ცხოვრებაში ყველა დაბრკოლება გადალახოთ. არ არის გამორიცხული, რომ ახალმა იდეამ შემოსავლის ახალი წყარო გაპოვნინოთ. ქალებს საშუალება ექნებათ, მაქსიმალურად გამოავლინონ თავიანთი ინტელექტუალური და სულიერი შესაძლებლობები. ნუ შეეჭიდებით საქმეს, რომელიც დიდ ემოციურ სტრესს მოითხოვს, რადგან ამან შეიძლება, ნერვიულ აშლილობამდე მიგიყვანოთ.
თევზი
საშიში დღეა, რომელიც უცხო პირთა მხრიდან აგრესიას, პროვოკაციებსა და ცდუნებებს უკავშირდება. გირჩევთ, ამ დღეს ყველა მიწიერი სიამოვნება შეზღუდოთ და მკაცრ დიეტას და თავშეკავებას მიმართოთ. მტკივნეულად ნუ რეაგირებთ ყველაფერზე, რაც გარშემო ხდება, რადგან ბევრი რამ თქვენზე არ არის დამოკიდებული. ეცადეთ, ბუნებასთან უფრო ახლოს იყოთ.