14 მაისს, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიას ეწვევა – პირველად რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, – ამის შესახებ RBC-Ukraine Bild-ზე დაყრდნობით იუწყება.
ბერლინის სამთავრობო წრეებმა დაადასტურეს, რომ ვიზიტი კვირას შედგება.
ვიზიტის დროს შესაძლო ზელენსკი გერმანიის კანცლერს ოლაფ შოლცს შეხვდეს.