13 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

0
spot_img

ვერძი: დღეს საინტერესო წინადადებები გელით. გაამახვილეთ ყურადღება ძველი საქმეების დასრულებაზე. თქვენი ენერგია დაგეხმარებათ ყველაფრის წარმატებით შესრულებაში.

კურო: ფინანსური მდგომარეობა სტაბილურდება. კარიერულ მიმართულებით სიახლეებია მოსალოდნელი.

ტყუპები: კოლექტივში წარმოქმნილ უთანხმოებებს რაციონალურად მიუდექით. კამათის შემთხვევაში ეცადეთ, კონსტრუქციული იყოთ.

კირჩხიბი: შესაძლოა, პარტნიორებთან ფინანსური საკითხების განხილვა მოგიწიოთ. სამსახურისთვის მეტი დროის გამოყოფა იქნება საჭირო.

ლომი: თქვენი ხალისიანი ხასიათით ბევრ ადამიანს მიიზიდავთ. სასიამოვნო და საინტერესო შეხვედრები გელით.

ქალწული: კონცენტრირდით საქმეებზე და გამოიჩინეთ პრინციპულობა. ეს თვისებები ხელმძღვანელობისგან კომპლიმენტებს მოგიტანთ.

სასწორი: იუმორი და მანევრირება დაგეხმარებათ გაუგებრობების თავიდან აცილებაში. ასე ადამიანთა კეთილგანწყობას დაიმსახურებთ.

მორიელი: კარიერასთან დაკავშირებული საკითხები მოგვარებას მოითხოვს, პირადი ურთიერთობები კი – სიცხადეს. ეცადეთ, ნებისმიერ სიტუაციაში მეტი სინათლე შეიტანოთ.

მშვილდოსანი: შესაძლოა, ძველი შეცდომები გაგახსენონ. ეცადეთ, გვერდი აუაროთ ამ თემას.

თხის რქა: შეუპოვარი შრომით დროულად დაასრულებთ საქმეებს, რაც კოლეგებსა და უფროსობასთან სათანადოდ დაგიფასდებათ.

მერწყული: მოსალოდნელია ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება. შეგიძლიათ გაბედულად იმოქმედოთ.

თევზები: კარგი დროა მავნე ჩვევებისგან გათავისუფლებისთვის და გამაჯანსაღებელი პროცედურებისთვის. დიდად ნუ გადაიტვირთებით.