13 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

103
spot_img

ვერძი

ენერგიით სავსე ხართ, რაც საშუალებას გაძლევთ, დიდი მოცულობის სამუშაოს გაუმკლავდეთ და რთული საკითხები მოაგვაროთ. ამით ისარგებლეთ და დღეს დაწყებული საქმის დასრულებას ხვალისთვის ნუ გადადებთ. თქვენი პიროვნული ხიბლი და დახვეწილი იუმორი საინტერესო ადამიანებს იზიდავს. აუცილებელი არ არის, რომ ყველაფერი მარტომ აკეთოთ, შეგიძლიათ საკუთარი მოვალეობები სხვა ადამიანებს გაუნაწილოთ.

კურო

დღეს შეგიძლიათ ნებისმიერი საკითხი თქვენს სასარგებლოდ მოაგვაროთ. ცხოვრებაში ცვლილებების ნუ შეგეშინდებათ – მათ მხოლოდ პოზიტივი მოაქვთ და სიტუაციის გაუმჯობესებაში გეხმარებიან. ისარგებლეთ კარგი შესაძლებლობებით და შეთავაზებებს დაეთანხმეთ. ზოგი პრობლემა თავისთავად, მოულოდნელი გზებით მოგვარდება. თუ დახმარება გჭირდებათ, ნუ მოგერიდებათ და კოლეგებს ან საყვარელ ადამიანებს დაუკავშირდით – ისინი აუცილებლად მხარს დაგიჭერენ.

ტყუპები

ამ დღეს შანსი მოგეცემათ, რომ საკუთარი ცხოვრება შეცვალოთ და ის ცვლილებები განახორციელოთ, რაზედაც ყოველთვის ოცნებობდით. ურთიერთობა დადებით ემოციებს და პერსპექტიულ იდეებს მოგიტანთ. ახალი პროექტები პირველივე წუთებიდან შეფერხდება, ამიტომ უმჯობესია, უკვე დაწყებული საქმეების დასრულებაზე იზრუნოთ. ყურადღებით უსმინეთ გარშემო მყოფთა საუბრებს და შეიძლება ყველა კითხვაზე პასუხი იპოვოთ.

კირჩხიბი

ამ დღეს შოპინგი მხოლოდ იმედგაცრუებას მოგიტანთ. გადადეთ შესყიდვები, ნუ დახარჯავთ ფულს 13 ნოემბერს. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების წინ მოუსმინეთ საყვარელი ადამიანების რჩევებს, რომ შეცდომა არ დაუშვათ. რთული პროექტის დასრულების შემდეგ თავს გადაღლილად გრძნობთ, ამიტომ ვარსკვლავები გირჩევენ, რამე სასიამოვნო ან გემრიელი იყიდოთ, რაც განწყობას აგიმაღლებთ.

ლომი

ეცადეთ, მეტი თავშეკავება გამოიჩინოთ და ურთიერთობა შეზღუდოთ. ამ დღეს გარშემო მყოფებთან საერთო ენას ვერ პოულობთ, ამიტომ მოსალოდნელია კამათი. უსაფუძვლო პრეტენზიების გამო ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობის გაფუჭება არ ღირს, ამიტომ ეცადეთ, კომპრომისი იპოვოთ. რისკისა და ექსპერიმენტების ნუ შეგეშინდებათ, მთავარია დამოუკიდებლად იმოქმედოთ და დახმარებისთვის სხვებს არ მიმართოთ.

ქალწული

ამ დღეს აქტიურობა უნდა შეამციროთ და მოლოდინის პოზიცია დაიკავოთ. ბევრი პრობლემა შეიძლება თქვენი მონაწილეობის გარეშე გადაწყდეს, თუმცა საყოფაცხოვრებო საკითხები საყვარელ ადამიანებთან ერთად უნდა მოაგვაროთ. ეცადეთ, საკუთარი სიტყვები აკონტროლოთ და გარშემო მყოფებს კრიტიკული შენიშვნებით თავი არ მოაბეზროთ.

სასწორი

თუ თქვენს ცხოვრებაში პრობლემა გაჩნდა, ეს ნიშნავს, რომ მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით არასწორი გადაწყვეტილება მიიღეთ, თუმცა შეცდომის გამოსწორება ჯერ კიდევ შეიძლება. იზრუნეთ საკუთარ და ოჯახის წევრთა ჯანმრთელობაზე. ნუ გადაიღლებით და ეცადეთ, იმუნური სისტემა გაიძლიეროთ.

მორიელი

ერთმა უმნიშვნელო მოვლენამ შეიძლება გავლენა მოახდინოს თქვენს ცხოვრებაზე და თქვენი ჩვეული განრიგი შეცვალოს. მთავაირა, რომ არ დაიბნეთ და მომხდარი თქვენს სასარგებლოდ გამოიყენოთ. შოპინგისთვის არახელსაყრელი დღეა – შეძენილი იმედს გაგიცრუებთ. თუ საქმიან მოლაპარაკებას გეგმავთ, კარგად დაფიქრდით, რას მიიღებთ შეთავაზებისგან საბოლოოდ და მოგიწევთ თუ არა საკუთარ ინტერესებზე უარის თქმა.

მშვილდოსანი

დაგროვილმა დაღლილობამ შეიძლება თავი იჩინოს. მცირე წინააღმდეგობაზე მზად ხართ, დენთივით იფეთქოთ, ამიტომ ვარსკვლავები გირჩევენ, კონტაქტები შეზღუდოთ, აქტივობა შეანელოთ და დამკვირვებლის პოზიციას დასჯერდეთ. ნუ გადაიღლებით, ნელა იმუშავეთ და ხშირად დაისვენეთ. უმჯობესია, საკუთარი მოსაზრებები თქვენთვის შეინახოთ და კამათში არ ჩაერთოთ.

თხის რქა

ყურადღებით მოუსმინეთ, რაზე საუბრობენ თქვენ ირგვლივ და ეცადეთ, მნიშვნელოვანი ინფორმაცია არ გამოტოვოთ. ამბავი, რომელსაც დღეს გაიგებთ, განწყობას აგიმაღლებთ და მოტივაციას გაგიზრდით. უმჯობესია ახალი პროექტების დაწყება სამომავლოდ გადადოთ – მოულოდნელი პრობლემების გამო მათი წარმატებით დასრულება გაგიჭირდებათ. შესაძლოა შეხედულების შეცვლა მოგიწიოთ რაღაც საკითხზე, რომელსაც დიდი ხანია, სარგებლობა არ მოაქვს და წინსვლაში ხელს გიშლით.

მერწყული

გაუთვალისწინებელი პრობლემები და უსიამოვნებები გელით. მათი მოგვარებისთვის არასტანდარტული მეთოდებით მოქმედება დაგჭირდებათ. ამ დღეს სიტყვაზე ნურავის ენდობით და მტკიცებულებები მოითხოვეთ. ფრთხილად იყავით იმ ადამიანებთან ურთიერთობაში, რომლებიც ერთი შეხედვით იდეალურად გამოიყურებიან.

თევზები

გირჩევთ, დილა მშვიდად გაატაროთ და ნაკლები ისაუბროთ. შემთხვევით ნათქვამმა ნებისმიერმა სიტყვამ შეიძლება კონფლიქტი გამოიწვიოს. ბევრი გეგმა გაქვთ და ახლა მათი განხორციელებისთვის შესაფერისი დროა. სამსახურში რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხის მოგვარება მოგიწევთ. თუ პრეტენზიები გამოთქმას აპირებთ, ეცადეთ, ეს ისე გააკეთოთ, რათა არავინ გაანაწყენოთ.