11 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

320
spot_img

ვერძი

ენერგიული პოტენციალი მცირდება და სამუშაოზე ფოკუსირება გიჭირთ, განსაკუთრებით – დღის პირველ ნახევარში. გირჩევთ, სერიოზული საქმის დაწყებას მოერიდოთ და მთელი ყურადღება სასწრაფო საქმეების დასრულებაზე გადაიტანოთ. ახლობელ ადამიანთან საუბარი რთული სიტუაციის მოგვარებაში დაგეხმარებათ.

კურო

ამ დღეს აჩქარებას შეიძლება სერიოზული შეცდომები მოჰყვეს, ამიტომ გირჩევთ, სამსახურში ნებისმიერ წვრილმანს ყურადღება მიაქციოთ და აუჩქარებლად განიხილოთ.
უსმინეთ საკუთარ ინტუიციას და ის სწორ რჩევას მოგცემთ. სავარაუდოდ, დღის მეორე ნახევარში სარფიან საქმიან შეთავაზებას მიიღებთ და ხელიდან არ უნდა გაუშვათ.

ტყუპები

დღის პირველ ნახევარში დიდი ყურადღება გმართებთ, რათა ისეთი შეცდომა არ დაუშვათ, რომელიც სამსახურთან და კარიერასთან დაკავშირებით თქვენი გეგმების განხორციელებას საფრთხეს შეუქმნის. დღის მეორე ნახევარი ხელსაყრელი დროა ნებისმიერი საქმისთვის, რომელიც ფანტაზიას მოითხოვს. ამ დღეს პიროვნული თვისებების წყალობით გარშემო მყოფების კეთილგანწყობას ადვილად მოიპოვებთ.

კირჩხიბი

ემოციებით სავსე ხართ და გსურთ, ეს მთელ სამყაროს გაუზიაროთ.
ხელსაყრელი დღეა ფიზიკური სამუშაოს შესრულების ან სპორტდარბაზში ვარჯიშისთვის.
ეცადეთ, ემოციები აკონტროლოთ, რათა ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობა ურთიერთბრალდებებით და კონფლიქტით არ დასრულდეს. სახლში ნუ დარჩებით – ახალი ნაცნობობისთვის შესანიშნავი დღეა.

ლომი

თქვენი სიკეთე და პასუხისმგებლობის გრძნობა არაკეთილსინდისიერმა ადამიანებმა შეიძლება ეგოისტური მიზნებისთვის გამოიყენონ. გირჩევთ, მათ ნებას არ დაჰყვეთ და პირადი სივრცე შეინარჩუნოთ. ცვლილებებისა და ექსპერიმენტებისთვის არახელსაყრელი დღეა, ამიტომ ძველი და კარგად დადასტურებული მეთოდებით უნდა იმოქმედოთ.

ქალწული

ეცადეთ, დილიდან პოზიტიურად განეწყოთ და სახლიდან კარგ ხასიათზე გახვიდეთ. ამ დღეს საინტერესო შეხვედრები და თავგადასავლები გელით.
შესაძლოა, რთული ამოცანის გადასაჭრელად კოლეგების დახმარება დაგჭირდეთ.
ფინანსურ საკითხებში ფრთხილად უნდა იყოთ. მოერიდეთ საეჭვო გარიგებებს – შესაძლოა, თაღლითების მსხვერპლი გახდეთ.

სასწორი

ამ დღეს სასურველი შედეგის მისაღწევად მხოლოდ კარგად ნაცნობი და გამოცდილი ხერხები უნდა გამოიყენოთ. მოერიდეთ ოპონენტებზე ზეწოლას და ეცადეთ, საკუთარი პოზიცია მხოლოდ ფაქტებით და არგუმენტებით გაამყაროთ. სპორტულ დარბაზში ვარჯიში ან სუფთა ჰაერზე სიარული დაგროვილი სტრესის მოხსნაში დაგეხმარებათ, რაც განწყობას მნიშვნელოვნად გაგიუმჯობესებთ.

მორიელი

ამ დღეს ყველაზე მეტად გულწრფელობას უნდა მოერიდოთ – შესაძლოა, უნებურად, საკუთარი ან სხვისი საიდუმლო გასცეთ.
სანამ მოქმედებას დაიწყებთ, ნებისმიერი ინფორმაცია რამდენჯერმე უნდა გადაამოწმოთ – ვიღაც თქვენს მოტყუებას ცდილობს.
შესანიშნავი დღეა საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეძენისთვის – ახალი ნივთები დიდხანს და ხარისხიანად მოგემსახურებათ.

მშვილდოსანი

ხელსაყრელი დღეა საქმიანი ურთიერთობისთვის – თქვენი ნებისმიერი იდეა მხარდაჭერას და მოწონებას დაიმსახურებს. ამაში თავის როლს თქვენი პიროვნული ხიბლიც შეასრულებს, რომელსაც ოსტატურად იყენებთ. სემინარებზე, კონფერენციებზე და მსგავს ღონისძიებებზე შესაძლოა, საჭირო ადამიანები გაიცნოთ.
მარტოხელა მშვილდოსნებისთვის გამორიცხული არ არის სამსახურებრივი რომანი, რომელიც დადებით ემოციებს მოგანიჭებთ.

თხის რქა

ამ დღის წარმატებას თუ წარუმატებლობას თქვენი ძველი გადაწყვეტილებების სისწორე განსაზღვრავს. თუ მოქმედება თქვენს სასარგებლოდ ვითარდება, მაშინ სწორი მიმართულება გაქვთ არჩეული.
თუ დიდი მოცულობის სამუშაოს დამოუკიდებლად ვერ უმკლავდებით, შეგიძლიათ საკუთარი პასუხისმგებლობის ნაწილი სხვებს გაუნაწილოთ.
ყურადღება მიაქციეთ წვრილმანებს – ეს სიტუაციის სწორად შეფასებასა და შეცდომების თავიდან არიდებაში დაგეხმარებათ.

მერწყული

ამ დღეს პირველ ადგილზე პირადი ან ოჯახური ურთიერთობები უნდა დააყენოთ, თუმცა ნურც ახლობელი ადამიანების პრობლემების შესახებ დავიწყებთ – ვიღაცას თქვენი დახმარება ჰაერივით ესაჭიროება.
დროა ძველ მეგობრებს შეეხმიანოთ – მათ შეიძლება თქვენთვის საინტერესო შეთავაზებები ჰქონდეთ.
ზომიერი ფიზიკური დატვირთვა თქვენი ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლო იქნება.

თევზები

მთელი დღის განმავლობაში საქმეზე კონცენტრირება გიჭირთ, ამიტომ ჯობია, მნიშვნელოვანი შეხვედრები სხვა დროისთვის გადაიტანოთ. ეცადეთ, პირად ურთიერთობებში მეტი თავდაჯერება გამოიჩინოთ.
დაუგეგმავი ხარჯებია მოსალოდნელი, თუმცა კვირის მეორე ნახევარში ამ „ჩავარდნების“ ანაზღაურებას მოახერხებთ.
თქვენი ჯანმრთელობა პირდაპირ დამოკიდებულია თქვენს ემოციურ მდგომარეობაზეა, ამიტომ ვარსკვლავები გირჩევენ, ყურადღება გაამახვილეთ საკუთარ მიღწევებზე და არა წარუმატებელ საქმეებზე.