ვერძი
დღეს თქვენი საიდუმლოებები მხოლოდ მათ შეგიძლიათ გაუზიაროთ, ვისაც უპირობოდ ენდობით – მეგობრები ან ოჯახის წევრები. დანარჩენები კი გარკვეული ხნით თქვენი სოციალური წრიდან უნდა გამოირიცხოთ.
კურო
მოერიდეთ გარშემო მყოფებთან დაპირისპირებას, თუნდაც მართალი იყოთ. აკონტროლეთ ემოციები. მეტი დრო დაუთმეთ შემოქმედებითი იდეების განხორციელებას, ჰობის.
ტყუპი
მოერიდეთ გარშემო მყოფებთან დაპირისპირებას, თუნდაც მართალი იყოთ. აკონტროლეთ ემოციები. მეტი დრო დაუთმეთ შემოქმედებითი იდეების განხორციელებას, ჰობის.
ტყუპი
გირჩევთ, ნებისმიერი მოლაპარაკება – განსაკუთრებით საქმიანი – სხვა დღისთვის გადადოთ. დღეს მაინც ვერაფერზე შეთანხმდებით, მხოლოდ ძვირფას დროსა და ენერგიას დაკარგავთ.
კირჩხიბი
კარგი იქნება სახლის დასუფთავება, ზედმეტი ნივთების მოცილება – გაჩუქება ან გადაყრა. ასევე მოიცილეთ ის ადამიანები, რომლებიც თავიანთი ნეგატივით განწყობას და საქმეებს გიფუჭებენ.
ლომი
ენერგიის ნაკლებობა არ მოგცემთ საშუალებას, რომ სერიოზული პროფესიული საქმეები შეასრულოთ. უმჯობესია ყურადღება წვრილმანებზე გაამახვილოთ.
ქალწული
ფინანსური ტრანზაქციები სხვა დღისთვის გადაიტანეთ. არც იყიდოთ რამე და არც ვალი აიღოთ. გამონახეთ დრო საბუთების გადახედვისთვის, გამოასწორეთ მათში დაშვებული შეცდომები.
სასწორი
მიუხედავად თქვენთვის დამახასიათებელი ინტელექტისა და სიკეთისა, იპოვეთ ძალა, რომ წინააღმდეგობა გაუწიოთ მათ, ვისაც თქვენს თავზე ჯდომა სურს – წინააღმდეგ შემთხვევაში, დაიჩაგრებით.
მორიელი
არ უნდა იხელმძღვანელოთ სხვა ადამიანების მოსაზრებებით, მაშინაც კი, თუ ერთი შეხედვით ისინი არ მოგეჩვენებათ საღ აზრს მოკლებული – დღეს, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა დღეს, რეკომენდებულია მხოლოდ საკუთარი გონებით ცხოვრება.
მშვილდოსანი
რამდენადაც არ უნდა გინდოდეთ ნაცნობის დახმარება, უბრალოდ გადადეთ მისი “გადარჩენა” სხვა დროისთვის – სავარაუდოდ, აღმოჩნდება, რომ ეგოისტურმა მოტივებმა მოიყვანა ის თქვენკენ.
თხის რქა
დღის დევიზია: უპირველეს ყოვლისა, სიფრთხილე – ნუ ესაუბრებით უცნობებს, ნუ ივლით ღამით ცუდად განათებულ ქუჩებში და ნუ გააღებთ კარს, თუ არავის ელოდებით.
მერწყული
მოერიდეთ კამათს, ნუ ჩხუბობთ და ნუ ჩაერთვებით კონფლიქტებში, მაშინაც კი, თუ დაპირისპირების მიზეზი მნიშვნელოვნად გეჩვენებათ – შედეგი დიდი ხნის განმავლობაში გაგიფუჭებთ განწყობას.
თევზები
არავის მისცეთ ნაჩქარევი დაპირებები, სავარაუდოდ, ვერ შეძლებთ მათ შესრულებას და შედეგად, მოიპოვებთ მატყუარა ადამიანის რეპუტაციას, რაც ნაკლებად სავარაუდოა, რომ მომავალში დაგეხმაროთ.