Home Blog

“თუ ღარიბაშვილს, პაპუაშვილს, კობახიძეს და ივანიშვილს არ უნდათ ევროკავშირში გაწევრიანება, თავი დაგვანებონ” – გიორგი ვაშაძე

თუ ღარიბაშვილს, პაპუაშვილს, კობახიძეს და ივანიშვილს არ უნდათ ევროკავშირში გაწევრიანება გასაგებია, თავი დაგვანებონ – ვისაც გვინდა გაგვატარეთ! – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ ბათუმში ევროპარლამენტის რეზოლუციაზე საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ამ ქვეყნის უმრავლესობას უნდა ევროკავშირში გაწევრიანება უნდა.

„თუ ღარიბაშვილს, პაპუაშვილს, კობახიძეს და ივანიშვილს არ უნდათ ევროკავშირში გაწევრიანება გასაგებია, თავი დაგვანებონ. ამ ქვეყნის უმრავლესობას უნდა ევროკავშირში გაწევრიანება, ბედნიერად ცხოვრება საკუთარ ქვეყანაში. ამ ხალხს ვეუბნები, ვისაც გვინდა გაგვატარეთ! რას შეგვჭამეთ ბოლოს და ბოლოს! ამდენი შეჭამეთ, ამდენი ძარცვეთ ეს ქვეყანა, თავი დაგვანებეთ!

ამბობენ, რომ „რუსული კანონის“ მიღების შემთხვევაში თქვენი ადგილი ევროკავშირში არ იქნება, რადგან არადემოკრატიული ქვეყნის ადგილი ევროკავშირში არ არის. აქედან გამომდინარე ყველა ის სიკეთე, რაც ჩვენ გვაქვს შეიძლება საფრთხის წინაშე დადგეს და ამას თვალი უნდა გავუსწოროთ. ამაში დამნაშავე არის ივანიშვილი და „ქართული ოცნება“.

არის ჩანაწერი, რომ უვიზო მიმოსვლის საკითხი უნდა გადაიხედოს, თუ რუსული კანონის მიღების პროცესი წინ წავა. ამაზე უარესი ჩანაწერებია. ჩანაწერია, რომ თუ რუსული კანონი არ მოიხსნება დღის წესრიგიდან, შეჩერდეს ევროინტეგრაციის პროცესი. უვიზო მიმოსვლის შეჩერება ნიშნავს საქართველოს ეკონომიკურ კატასტროფას, სანქციები ნიშნავს საქართველოს ეკონომიკის ჩამოშლას“,- განაცხადა ვაშაძემ.

ამავე კონტექსტში ვაშაძის განცხადებით, რეზოლუცია არის გაფრთხილება და უვიზო მიმოსვლის დაკარგვის საფრთხე რეალურია და „ამას თვალი უნდა გავუსწოროთ“.

„ევროპარლამენტის რეზოლუცია არის სახელმძღვანელო დოკუმენტი ევროპელი აღმასრულებელი ორგანოებისთვის. ეს საფრთხეები არის რეალური. „ქართულმა ოცნებამ“ საქმე იქამდე მიიყვანა, რომ ამაზეა საუბარი, მაშინ, როდესაც საუბარი უნდა იყოს ინვესტიციების შემოტანაზე, რომ ამოიქაჩოს სოფელი და ქალაქი, ამის სანაცვლოდ უნდათ, რომ იზოლაციაში მოგვაქციონ. ეს რეზოლუცია არის ჩვენი გაფრთხილება, ჩვენ უნდა ვიყოთ მყარად და ეს ყველაფერი ხდება იმიტომ, რომ ქართველი ხალხის წინააღმდეგობას ხედავენ ამ მავნებლურ ქმედებებში. ჩვენ ყველას გვინდა ევროკავშირში გაწევრიანება, უვიზო მიმოსვლის დაკარგვის საფრთხე რეალურია და ამას თვალი უნდა გავუსწოროთ“,- განაცხადა ვაშაძემ.

თიბისის მხარდაჭერით დიზაინის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება

1 მაისს, AD BLACK SEA-ის ორგანიზებით და თიბისის მხარდაჭერით, დიზაინის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება. ფესტივალი დიზაინის რამდენიმე  მიმართულებას გააერთიანებს: გრაფიკული დიზაინი, UX/UI , ილუსტრაციები და სხვა. ბილეთის შეძენა  და პროგრამის გაცნობა შეგიძლიათ ვებგვერდზე – https://adblacksea.com/attend/agenda.

თიბისის სადებეტო Visa ბარათით ბილეთის შეძენისას, მომხმარებლებს გადახდილი თანხის 20% მომენტალურად  უკან დაიბრუნდებათ.

ფესტივალი მოიცავს სხვადასხვა ლექცია-სემინარს, პანელურ დისკუსიასა და ვორკშოპს, რომლებსაც სფეროს წამყვანი ადგილობრივი და უცხოელი დიზაინერები და ილუსტრატორები გაუძღვებიან. ღონისძიების ფარგლებში, სტუმრები გაეცნობიან ინდუსტრიაში არსებულ ტენდენციებს და საშუალება ექნებათ დაესწრონ მსოფლიოში სფეროს წამყვანი სპეციალისტების სემინარებს. ფესტივალის საპატიო სტუმარი იქნება ავსტრიელი დიზაინერი სტეფან საგმაისტერი, რომელსაც კარიერის განმავლობაში უმუშავია ისეთ ცნობილ პროექტებზე, როგორებიცაა – როლინგ სტოუნსის ალბომის ყდა, HBO, გუგენჰაიმის მუზეუმი და სხვა.

დიზაინ ფესტივალზე, პანელურ დისკუსიას თიბისის დიზაინის და UX მიმართულების ლიდერი – გიგი ჯანელიძე გაუძღვება, რომელიც ისაუბრებს თიბისი ჯგუფის გამოცდილებაზე: რა როლს ასრულებს დიზაინი ბიზნესის სტრატეგიის ჭრილში, როგორ შეიძლება დიზაინი იყოს ინოვაციის და ადამიანზე ორიენტირებული პროდუქტის შექმნის საფუძველი.

პანელური დისკუსიის მონაწილეები იქნებიან:  გივი დაუთაშვილი (თიბისი დაზღვევა), ირაკლი სიმონიშვილი (თიბისი უზბეკეთი/Space int), ლაკო ჟაჟანიძე (თინეთი), თაკო ლორია (თიბისი უზბეკეთი/Space Int).

(R)

თიბისის Მობაილბანკში ახალი დამხმარე ღილაკებია: 4 ხერხი თუ როგორ გაიმარტივო ყოველდღიურობა მობაილბანკით

თიბისის მობაილბანკს ახალი ფუნქციონალი დაემატა – ახლა უკვე ნაკრების და სახელფასო ბარათის განახლება პირდაპირ აპლიკაციიდან არის შესაძლებელი. Მსგავსი ფუნქციონალები მობაილბანკში ადამიანებს ყოველდღიურობის გასამარტივებლად და ბაზარზე საუკეთესო სამომხმარებლო გამოცდილების შესაქმნელად ინერგება.

გამოიწერე ბარათი სახლიდან გაუსვლელად 

თუ კი ჯერ არ ხარ მობაილბანკის მომხმარებელი, შეგიძლია გახდე სულ რაღაც 2 წუთში. უბრალოდ გადმოწერე აპლიკაცია, გაიარე რეგისტრაცია და გამოიწერე შენთვის სასურველი საბარათე ნაკრები. თან, მიიღებ შენს სასურველ მისმარათზე ან ფილიალში.

არ დარჩები ბარათის გარეშე, განაახლე ბარათი მობაილბანკიდან

ხშირად გვავიწყდება როდის გასდის ჩვენს ბარათებს ვადა, ან ვკარგავთ და გვებლოკება და უეცრად ბარათის გარეშე ვრჩებით. ამ შემთხვევაში მობაილბანკიდან შეგიძლია ბარათი უბრალოდ განაახლო. მთავარი გვერდზე შენი ბარათების ჩამონათვალიდან აირჩიე რომელი ბარათის განახლებაც გსურს, და შემდეგ დამხმარე ღილაკებიდან აირჩიე “ბარათის განახლება”.  აირჩევ შენთვის სასურველ ბარათის ტიპს, ფერს და რომელ მისამართზე გსურს რომ მიიღო.

მართე შენი ბარათები მარტივად  

არის რამდენიმე სიტუაცია, რაშიც მობაილბანკის დამხმარე ღილაკები ძალიან გვადგება. თუ კი ონლაინ ყიდულობ ნივთს, შეგიძლია ნახო შენი ბარათის დეტალები საფულის მოძებნის გარეშე, ამისთვის დააჭირე ღილაკს “ბარათის დეტალები”. ან თუნდაც, ბარათი დაკარგე და არ გინდა რომ სხვამ გამოიყენოს, შეგიძლია მობაილბანკიდან დაბლოკო – ღილაკით “დაბლოკვა”. ხანდახან გვავიწყდება ბარათის პინკოდი, მაგრამ მობაილბანკით 3 თითის დაწკაპუნებაში შეგიძლია განაახლო და გააგრძელო ბარათის გამოყენება, ამისთვის გამოიყენე ღალკი “პინ კოდის აღდგენა”. ყველა ამ ღილაკს, მობაილბანკის მთავარი გვერდიდან ბარათს რომ აირჩევ, ბარათის ქვეშ იპოვი.

გაანაწილე ტრანზაქციები 

მობაილბანკი გაძლევს საშუალებას დააბრუნო ტრანზაქცია და შემდეგ გაანაწილო თვეებზე, მსგავსი პროდუქტი საქართველოს ბაზარზე მხოლოდ თიბისიში შეხვდებით. ტრანზაქციის განაწილების მეშვეობით, შეგიძლია აირჩიო ტრანზაქცია რომლის დაბრუნებაც გინდა, მონიშნო ღილაკი “ტრანზაქციის დაბრუნება”, მიჰყვე პროცესს და დაიბრუნო მთლიანი თანხა ანგარიშზე. გადასახადი კი განაწილდება მომდევნო თვეებზე. მობაილბანკში ტრანზაქციის განაწილების ფუნქციონალი გაძლევს საშუალებას ბოლო 2 კვირის განმავლობაში გადახდილი ტრანზაქცია (როგორც პარტნიორ, ისე არაპარტნიორ მაღაზიებში) უკან დაიბრუნო და მისი გადახდა 4 თვეზე გადაანაწილო. თვიური საპროცენტო განაკვეთი 1%.

გადმოწერე თიბისის მობაილბანკი და გაიმარტივე ყოველდღიურობა.

(R)

თიბისის მხარდაჭერით, მულტიფუნქციური კომპლექსი “სიმეტრია ჯიქია” შენდება

თიბისის მხარდაჭერით, საბურთალოზე მულტიფუნქციური კომპლექსი “სიმეტრია ჯიქია” შენდება.

კომპლექსი 3 მიმართულებას აერთიანებს: საცხოვრებელ და კომერციულ სივრცეებსა და ბიზნეს ცენტრს.

 კომპლექსი დაპროექტებულია ყოველდღიური საჭიროებების გათვალისწინებით სადაც ყველა დეტალზე ნაფიქრია. საცურაო აუზი, სპორტული დარბაზი, საკვები ობიექტები, მაღაზიები, საერთო სამუშაო სივრცეები და იზოლირებული ეზო მაცხოვრებლებისათვის, სადაც გათვალისწინებულია როგორც სპორტული მოედანი, ასევე ბავშვთა გასართობი სივრცე, ყოველდღიური ცხოვრებისთვის, მუშაობისა და დასვენებისთვის შესაბამის გარემოს შექმნის.

 საერთო სივრცეებს, ეზოს, მოედანს და მწვანე ტერასებს კომპლექსში 3000 მკვ.მ ფართობი უკავია.

 პროექტს სტრატეგიული ადგილმდებარეობა აქვს – საბურთალოს ოთხი ქუჩის – ქავთარაძის, სანდრო ეულის, პოლიტკოვსკაიასა და უნივერსიტეტის ქუჩების კვეთა, რაც საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს. უახლოესი მეტროს სადგური, პროექტიდან 150 მეტრში მდებარეობს.

 პროექტი  გამოირჩევა პრაქტიკული გეგმარებითა და ენერგოეფექტურობით, რაც მაქსიმალურ კომფორტს უზრუნველყოფს.

 პროექტის მშენებლობა 2027 წელს დასრულდება.

 „ჩვენთვის „სიმეტრია ჯიქია”, ადამიანსა და გარემოზე ნაფიქრი  კიდევ ერთი პროექტია. პროექტის ფუნქციურობიდან და მდებარეობიდან გამომდინარე მიგვაჩნია, რომ „სიმეტრია ჯიქიას” უდიდესი პოტენციალი აქვს ჩამოყალიბდეს ამ უბნის ე.წ. ჰაბად, სადაც ყველა ფუნქცია იქნება თავმოყრილი კარგი ცხოვრების, მუშაობისა და თუ დასვენებისათვის. გვიხარია, რომ პროექტ „სიმეტრია ჯიქიას” განვითარება გვიწევს ისეთ პარტნიორებთან ერთად, როგორიცაა „თიბისი ბანკი” და „კაპიტოლ მენეჯმენტი”. გვჯერა, რომ არსებული რესურსების გაერთიანებით შევქმნით ისეთ ფასეულ აქტივს, რომელიც ყველა ჩართული მხარისათვის სიმეტრიული სარგებლის მომტანი იქნება”, – უჩა ქართველიშვილი, „სიმეტრიას” დირექტორი.

 მოხარული ვარ, რომ “სიმეტრიას” და თიბისის პარტნიორობის ფარგლებში, იქმნება პროექტი, რომელიც მოსახლეობას, საცხოვრებლად, თანამედროვე დიზაინისა და სრულყოფილი ინფრასტრუქტურის მულტიფუნქციურ გარემოს შესთავაზებს. ჩვენთვის, როგორც 41%-იანი ბაზრის წილით, დეველოპერული და უძრავი ქონების სექტორის #1 მხარდამჭერისთვის, მნიშვნელოვანია სექტორის სწორად განვითარება, განსაკუთრებით ახლა, როდესაც უძრავი ქონების ბაზარზე მოთხოვნა სულ უფრო მზარდია”, – გიორგი დარჩიაშვილი – თიბისის მსხვილი და საშუალო კორპორატიული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის დირექტორი.

 კომპანია „სიმეტრია” 10 წელზე მეტია ქმნის ფასეულ უძრავ ქონებას საქართველოში.  დღეისათვის მის პორტფოლიოში მრავალი მნიშვნელოვანი პროექტია წარმოდგენილი, მაგალითად: Holiday Inn Express Tbilsi Avlabari – თბილისში; Best Western Kutaisi – პირველი ბრენდული სასტუმრო ქუთაისში; სავაჭრო ცენტრი „გლდანი მოლი”; საცხოვრებელი კომპლექსები – „სიმეტრია ვაკე” და „სიმეტრია ლისი”. ამ ეტაპზე დასრულების პროცესშია პრემიუმ კლასის საცხოვრებელი უბანი „სიმეტრია პარკი” მთაწმინდის რაიონში.

 „სიმეტრიას” მიზანია, საიმედო პარტნიორი გახდეს უძრავი ქონებით დაინტერესებული ადამიანებისთვის და მათთან ერთად შექმნას ისეთი აქტივები, საიდანაც ყველა სიმეტრიულ სარგებელს მიიღებს.

(R)

გამოცხადდა შავი ზღვისა და ზღვისპირა რეგიონის კვლევების საგრანტო კონკურსი  „შავი ზღვის ლურჯი განვითარება“

გამოცხადდა შავი ზღვისა და ზღვისპირა რეგიონის კვლევების საგრანტო კონკურსი  „შავი ზღვის ლურჯი განვითარება“

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი აცხადებს 2024 წლის შავი ზღვისა და ზღვისპირა რეგიონის კვლევების საგრანტო კონკურსს „შავი ზღვის ლურჯი განვითარება“

კონკურსის მიზანია ახალი ცოდნის შექმნა, ახალი იდეებისა და კონცეფციების, მოვლენებისა და ფაქტების, თეორიებისა და მოდელების თეორიული და ექსპერიმენტული შესწავლა-ანალიზი, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში ხელს შეუწყობს ქვეყანაში შავი ზღვისა და ზღვისპირა რეგიონის შემსწავლელი კვლევების განვითარებასა და სოციალურ-პოლიტიკურ, ეკონომიკურ, საზოგადოებრივ, კულტურულ და საინფორმაციო-ტექნოლოგიურ პროგრესს.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ ფონდის ვებგვერდზე : https://shorturl.at/gjpt4

თიბისი კონცეპტის და extra.ge-ის სააღდგომო შეთავაზება

25-დან 28 აპრილის ჩათვლით, თიბისი კონცეპტის ნებისმიერი ბარათით შოპინგისას, დაიბრუნეთ თანხის 20%, მაქსიმუმ 500 ლარი extra.ge –ზე.

ქეშბექთან ერთად, მომხმარებელს სააღდგომოდ, განსაკუთრებული ფასდაკლებებიც ელოდება.

დღესასწაულისთვის მოსამზადებლად, extra.ge-ზე ყველა ნივთის შეძენას შეძლებთ: ავეჯი, ტექნიკა, თავის მოვლის საშუალებები, სახლი და სხვა.

შეკვეთას მთელ საქართველოში უფასოდ მიიღებთ.

გარდა ამისა, შეთავაზება გავრცელდება extra.ge-ის სწრაფი მიწოდების სერვისზე – ექსტრა ექსპრესზე. შეკვეთას 6 კატეგორიიდან (მარკეტი, სილამაზე და თავის მოვლა, სათამაშოები, ტექნიკა, ცხოველთა მოვლა, მშობელი და ბავშვი) 35-50 წუთში მიიღებთ. ექსპრესით სარგებლობა კი თბილისში, მის შემოგარენსა და ბათუმშია შესაძლებელი.

თიბისი კონცეპტის ეს და სხვა შეთავაზებები იხილეთ ბმულზე –  https://tbcconcept.ge/

 

R

“ყველა ხარჯი, რომელსაც ყოფილ პრეზიდენტს ვედავებით, მისი პირადი კომფორტისთვის და ფუფუნებისთვის იყო გაწეული” – სააკაშვილის საქმის პროკურორი

ყველა ხარჯი, რომელსაც ყოფილ პრეზიდენტს ვედავებით, მისი პირადი კომფორტისთვის და ფუფუნებისთვის იყო გაწეული, არც ერთი ხარჯი საჯარო ინტერესისთვის არ იყო გაწეული, ასეთ ხარჯებს ბუნებრივია, ბრალდებულს არ ვედავებით, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილისა და თეიმურაზ ჯანაშიას საქმის პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმა განაცხადა.

როგორც ის განმარტავს, ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ სასამართლოში ჩვენების მიცემისას გამარტა, რომ პირადი ფუფუნების ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ უნდა გაიწეოდეს.

„დღეს დაცვის მხარის მოწმე დაიკითხა, როგორც წინა პროცესზე განვაცხადეთ, დღესაც იმავეს აღვნიშნავთ, დაცვის მხარეს ფაქტობრივად არარელევანტური მოწმეები მოჰყავს, აღნიშნული მოწმეები, არათუ დაცვის მხარის, არამედ, ბრალდების მხარის სასარგებლო პოზიციას აფიქსირებენ. დღევანდელმა მოწმემაც [გიორგი კაკაურიძემ] სრული კატეგორიულობით განმარტა, რომ პირადი ფუფუნების და კომფორტის ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ უნდა გაიწეოდეს, შესაბამისად, ეს ხარჯები უკანონოა. აღნიშნულმა მოწმემაც ბრალდების მხარის პოზიცია და ბრალდების მხარის არგუმენტი განამტკიცა.

საუბარი იყო ისეთ ხარჯებზე, რომელიც ყოფილი პრეზიდენტის დროს პირადი კომფორტისთვის და ფუფუნებისთვის გაიწეოდა, მოწმემ ამ პრაქტიკაზე ისაუბრა. საუბარია, არამხოლოდ შვილების სწავლის ხარჯებზე, არამედ, იახტით სარგებლობაზე, კოსმეტიკურ პროცედურებზე, რომელზეც ასიათასობით ლარია დახარჯული. ჩვენ ბუნებრივია, ბრალდებულს ამ ხარჯებზე ვედავებით, რომელიც პირადი კომფორტისთვის და ფუფუნებისთვის გაიწეოდა, ამ თანხების დახარჯვა დანაშაულებრივი იყო“, – განაცხადა ტყეშელაშვილმა.

კითხვაზე, ჯდებოდა თუ არა კონკრეტულ კრიტერიუმებში მიხეილ სააკაშვილის შვილის სწავლის დაფინანსება, პროკურორი პასუხობს, რომ „ეს ხარჯი უკანონოა“.

„ის, რომ პრეზიდენტის შვილები იყვნენ, კრიტერიუმი არ არის და რა თქმა უნდა, ეს ხარჯი უკანონოა და არ უნდა გაწეულიყო, ბუნებრივია, ამაზეც იყო კითხვები. ყველა ხარჯი, რომელსაც ყოფილ პრეზიდენტს ვედავებით, გაწეული იყო მისი პირადი კომფორტისთვის და ფუფუნებისთვის, არც ერთი ხარჯი გაწეული არ იყო საჯარო ინტერესისთვის, ასეთ ხარჯებს ბუნებრივია, ბრალდებულს არ ვედავებით“, – აცხადებს ტყეშელაშვილი.

ცნობისთვის, აღნიშნულ საქმეს, რომელსაც საზოგადოება ე.წ. პიჯაკების საქმედ იცნობს, მიხეილ სააკაშვილთან ერთად ბრალდებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თეიმურაზ ჯანაშიაც. პროკურატურა ბრალდებულებს საბიუჯეტო თანხის დიდი ოდენობით – 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვას ედავება.

“უკრაინას ექვსი თვეღა დარჩა – რუსეთი ამ ომს გამარჯვებით დაასრულებს” – რას წერს “დეილი ტელეგრაფი”

ბრიტანული გაზეთის „დეილი ტელეგრაფის“ (The Daily Telegraph) დღევანდელ, 25 აპრილის ნომერში, გამოქვეყნებულია სტატია/კომენტარი სათაურით „უკრაინას მხოლოდ ექვსი თვეღა დარჩა: როგორც ჩანს, ისევე როგორც წინა ომები, რუსეთმა უკრაინის ომიც წარუმატებლად დაიწყო, მაგრამ გამარჯვებით დაასრულებს, თავისი გაბედულობის წყალობით“ (ავტორი – რიჩარდ კემპი, სამხედრო ექსპერტი, გადამდგარი პოლკოვნიკი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

გასულ ზაფხულს იყო დიდი იმედები, რომ უკრაინის არმიის სრულმასშტაბიანი და, სავარაუდოდ, წარმატებული კონტრშეტევის შედეგად რუსეთის ჯარების ქვედანაყოფები  უკუგდებულნი იქნებოდნენ და ამრიგად, გამარჯვებისათვის ნიადაგს შექმნიდნენ. სამწუხაროდ, ასე არ მოხდა: წარმატების ნაცვლად, კონტრშეტევა პრაქტიკულად ჩაიშალა და უკრაინელებმა წინსვლა ვერ შეძლეს. კიევის ეს წარუმატებლობა მთლიანად იარაღისა და საბრძოლო მასალების მწვავე უკმარისობას დაბრალდა, რომლითაც დასავლეთმა უკრაინის არმიის ქვედანაყოფების ადექვატურად მომარაგება ვერ შეძლო. ასეთმა სიტუაციამ გამოიწვია ის, რომ ატლანტიკის ორივე მხარემ დუმილი ამჯობინა – იმიტომ, რომ ერთი მხრივ, თეთრ სახლს არ სურდა დაეფიქსირებინათ აშშ-ის პრეზიდენტის უსუსურობა – დროულად გაეტანა კონგრესში უკრაინისადმი დამატებით დახმარების პაკეტი, ხოლო მეორე მხრივ – ევროპული ქვეყნების წინააღმდეგობა უკრაინისადმი დახმარების გაფართოებისა და საკუთარი სამხედრო ბიუჯეტების ზრდის თვალსაზრისით.

უკრაინის არმიის დიდი დანაკარგებისა და საბრძოლო მასალების უკმარისობის ფონზე რუსეთის არმიამ მოახერხა და ხელში ჩაიგდო სტრატეგიული ინიციატივა საომარ მოქმედებათა მთლიან ზონაში. რუსები ნელ-ნელა წინ მიდიოდნენ და მიაღწიეს მართალია, არცთუ დიდ, მაგრამ სრულიად კონკრეტულ წარმატებებს – იძულებული გახადეს უკრაინა უკან დაეხია და რიგი დასახლებული პუნქტები დაეთმო, მათ შორის ქალაქი ავდეევკა. მოსკოვმა ასევე მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა უკრაინის კრიზისულ ინფრასტრუქტურას საჰაერო დარტყმების შედეგად.

ახლა როგორც აშშ-მა, ისე დიდმა ბრიტანეთმა გამოაცხადეს, რომ უკრაინას დამატებით მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევენ – მიაწოდებენ ჰაერსაწინააღმდეგო თვდაცვის სისტემებს, შორი მოქმედების დამრტყმელ რაკეტებს და სხვა საბრძოლო მასალას. თუ დაპირებულ იარარს მოკავშირეები უკრაინას დროულად მიაწოდებენ, მაშინ კიევი, სავარაუდოდ, შეძლებს ფრონტის ხაზის სტაბილიზებას და ზურგის კრიტიკული ინფრასტრუქრურის – ელექტროსადგურებისა და სამხედრო ობიექტების დაცვას. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ზაფხულში რუსეთის არმია, დიდი ალბათობით, მსხვილმასშტაბიან შეტევას დაიწყებს, უკრაინას მიწოდებული დახმარება ძალიან გამოადგება.

მაგრამ არსებობს ერთი ძალიან მნიშვნელოვანი „მაგრამ“:

მართალია, აშშ-სა და ევროპისაგან მიღებული დახმარების პაკეტები უკრაინისათვის ერთგვარი შველა იქნება – სულის მოთქმის შესაძლებლობა, მაგრამ 61 მილიარდი და თუნდაც მეტი ფული კიევს ინიციატივის ხელში ჩაგდებაში და შეტევის განხორციელებაში ვერ დაეხმარება. ამის ერთ-ერთ მიზეზს წარმოადგენს ის ფაქტი, რომ რუსეთს საჰაერო უპირატესობა აქვს ფრონტის ათასკილომეტრიანი ხაზის ბევრ მონაკვეთზე, ხოლო უკრაინის მიწისზედა ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის სისტემა არაადექვატურად მოქმედებს და ახლო მომავალში ასეთად დარჩება. კიდევ ერთი მიზეზია ის სამწუხარო რეალობა, რაც აშკარაა – ორწლიანი სისხლისმღვრელი ომით დაღლილი უკრაინა არ ფლობს საკმაო რაოდენობით ცოცხალ ძალას და, როგორც ჩანს, არ ჩქარობს მობილიზაციის შესახებ ახალი კანონის პრაქტიკულ რეალიზებას. შეიძლება ითქვას, რომ უკრაინის წინაშე მდგარი პრობლემატური ამოცანები თითქმის გადაულახავია.

როგორ მდგომარეობაშია ამჟამად რუსეთი?

იმ დროს, როცა უკრაინის ეკონომიკა თითქმის მთლიანად დანგრეულია, ხოლო ომით დაღლილი და სისხლგამშრალი არმია შევსებას საჭიროებს, რუსეთის ეკონომიკა სწრაფად ვითარდება და დღეისათვის ქვეყანას საბჭოთა პერიოდის შემდეგ პირველად ჰყავს მრავალრიცხოვანი და კარგად შეიარაღებული არმია, რომელიც მზად არის ვლადიმერ პუტინის ყველა დავალება შეასრულოს და კრემლის მიზნების განხორციელებას თავი შესწიროს. თუ ამ ზაფხულს მოსკოვი მნიშვნელოვანი წარმატებების მიღწევას მოახერხებს, ვთქვათ, აიღებს ხარკოვს – უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქს, მაშინ ზამთრის მოახლოების კვალობაზე, დიდად სამწუხარო ალბათობით, დასავლეთს სურვილი აღარ ექნება უკრაინისათვის დიდი ფულის ხარჯვა გააგრძელოს.

ასეთი დამამწუხრებელი და შავბნელი პროგნოზი გაუარესებული იქნება იმ დამატებითი გაურკვევლობითაც, რომელიც დაკავშირებულია საპრეზიდენტო და საპარლამენტო  არჩევნებით  აშშ-ში და დიდ ბრიტანეთში. როგორც ჩანს, ისევე ხდება, როგორც წინა ომებში ხდებოდა ხოლმე: რუსეთი ბრძოლებს წარუმატებლად იწყებს, მაგრამ წარმატებით ამთავრებს – ამ შემთხვევაში, ალბათ, იმის გამო, რომ რუსეთი მიზანმიმართულად, გაბედულად იბრძვის, უკრაინის დასავლელ მოკავშირეებს გაბედულება აკლიათ.

წყარო

თბილისში საერთაშორისო ეჯაილ სამიტის ჩატარებამდე ერთი დღე რჩება  

საერთაშორისო ეჯაილ სამიტამის ჩატარებამდე ერთი დღე რჩება. ხვალ თბილისში წლის ყველაზე მასშტაბური ეჯაილ ღონისძიება „International Agile Summit Vol. 3“ გაიმართება.

ღონისძიების ორგანიზატორი Agile Mentor -ია, რომელიც უკვე მესამედ მართავს ეჯაილ სამიტს საქართველოში, ხოლო თიბისი  მისი მუდმივი მხარდამჭერია, როგორც ტექნოლოგიური და ეჯაილ კომპანია.

ღონისძიების მიზანია,  გააძლიეროს ეჯაილ საზოგადოება  საქართველოში და ხელი შეუწყოს საქართველოს დამკვიდრებას ეჯაილის მსოფლიო რუკაზე.  ეჯაილი არის თანამედროვე მიდგომა, რომელიც ორგანიზაციებს სამუშაო პროცესების ეფექტურად მართვაში ეხმარება.  დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს მიდგომა, რადგან გარემო მუდმივად ცვალებადი და კომპლექსურია.

ეჯაილ სამიტზე, რომელიც სასტუმრო „ბილტმორში“ გაიმართება, მონაწილეებს საშუალება ექნებათ მოუსმინონ საინტერესო გამოსვლებს ეჯაილზე, დაესწრონ პანელურ დისკუსიებს, სადაც წამყვანი ქართული ეჯაილ ორგანიზაციების წარმომადგენლები ადგილობრივ ტრენდებს განიხილავენ,  დაუსვან  კითხვები ეჯაილ ინდუსტრიის გლობალურ ლიდერებს და გაიცნოთ ეჯაილ პრაქტიკოსები და დაინტერესებული პროფესიონალები სხვადასხვა სექტორიდან.

ინფორმაცია გამომსვლელებისა და აქტივობების შესახებ, იხილეთ აქ: International Agile Summit

ღონისძიებაზე დასასწრებ ბილეთებს შეიძენთ აქ: tkt.ge-ზე.

საერთაშორისო ეჯაილ სამიტის მხარდამჭერები არიან: ჯი პი აი ჰოლდინგი – ვენის სადაზღვევო ჯგუფი, Apeople,  ღონისძიების პარტნიორები: GeoSoft, IT აკადემია Step, Space International, HR ასოციაცია, GITA, EduTech, Develor.

R

 

 

 

უცხოელი აგენტების შესახებ კანონპროექტის მიღებით საქართველო ევროკავშირთან დამაშორებელ ნაბიჯს გადადგამს – რას წერს „დოიჩე ველე“

გერმანული სამაუწყებლო კომპანია „დოიჩე ველე“ (Deutsche Welle – „გერმანული ტალღა“) თავის ვებ-გვერდზე აქვეყნებს ინტერვიუს ბუნდესტაგის დეპუტატთან რობინ ვაგენერთან – „მწვანეთა“ პარტიის წარმომადგენელთან, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროს საქმიანობის კოორდინატორს წარმოადგენს სამხრეთ კავკასიის, ცენტრალური აზის ქვეყნებთან თანამშრომლობის საკითხებში – სათაურით „უცხოელი აგენტების შესახებ კანონპროექტის მიღებით საქართველო ევროკავშირთან დამაშორებელ ნაბიჯს გადადგამს“ (ესაუბრება ჟურნალისტი ნიკიტა ჟოლკვერი).

რობინ ვაგენერმა საუბრის დროს კრიტიკულად შეაფასა კანონპროექტის „უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ“ დებულებები და ხაზი გაუსვა იმას, თუ რა ნეგატიურ შედეგებს მოუტანს საქართველოს მისი მიღება – ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

– როგორ განიხილეს და შეაფასეს ბუნდესტაგის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე საქართველოსთან დაკავშირებული სიტუაცია – პირველ რიგში კი ის კანონპროექტი, რომლის მიღების პროცესი ამჟამად საქართველოს პარლამენტში მიმდინარეობს?

– მე რეგულარული ურთიერთობა მაქვს ქართველ პარტნიორებთან, ჩემი აზრი ამ კანონპროექტთან დაკავშირებით ადრეც გამოვთქვი და იგივეს გავიმეორებ. ეს არის ძალიან უცნაური დოკუმენტი. ბოლო წლებში საქართველომ მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია  ევროკავშირთან დაახლოებაში და წევრად მიღების კანდიდატის სტატუსი მიიღო… მაგრამ ისეთი კანონპროექტებით, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის წინააღმდეგ არიან მიმართული, მათ შორის „ლგბტ-საზოგადოების“ შეზღუდვისაკენაც, საქართველოს მთავრობა დღეს ნაბიჯს აშკარად არასწორი მიმართულებით დგამს და ისეთ სიგნალებს გზავნის, რომლებიც არ შეესაბამება პროგრესს და ევროკავშირთან დაახლოების კურსს. ჩვენ ასეთი სიტუაციით ძალიან შეშფოთებულნი ვართ და ამ ყველაფერს მხედველობაში ვიღებთ.

– გამოიხატა თუ არა ერთხმად ასეთი პოზიცია ბუნდესტაგის კომიტეტის სხდომაზე?

– დიახ, ასეთია ბუნდესტაგის ყველა ფრაქციის თვალსაზრისი. ნებისმიერ შემთხვევაში, კომიტეტის სხდომის დროს გამოთქმულმა აზრებმა ამგვარი შთაბეჭდილება დატოვა.

– თქვენ ახსენეთ ევროკავშირში მიღების კანდიდატის სტატუსი. როგორ შეაფასებდით იმ რისკს, რომ კანონპროექტის „უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ“ ძალაში შესვლის შემთხვევაში საქართველო კანდიდატი ქვეყნის სტატუსს დაკარგავს?

– მე ამ საკითხზე ფოკუსირებას არ მოვახდენ – დაკარგავს თუ არ დაკარგავს საქართველო კანდიდატის სტატუსს… ჩემი აზრით, საქმე იმაშია, თუ რამდენად რეალური იქნება ქვეყნის მიღების შემდგომი პროცესი. ევროკავშირი საქართველოსაგან ისეთი ნაბიჯების გადადგმას  ელოდება, რომლებიც ქვეყნის გაწევრიანების შემდგომ წინსვლას გულისხმობს. მე პირადად მგონია, რომ ასეთი კანონების მიღება წინსვლას ხელს არ შეუწყობს. ისინი სრულიად სხვა მიმართულებით სიარულს ნიშნავს და არ შეესაბამებიან ევროკავშირის საბაზო ფასეულობებს.

– რის გაკეთება შეუძლია გერმანიის მთავრობას, რომ თბილისი ევროპული ფასეულობების გზაზე დააბრუნოს?

– მე ვფიქრობ, რომ ერთი მხრივ, სწორი იქნება საქართველოს ისევ და ისევ მივანიშნოთ, რომ ჩვენ დაინტერესებულები ვართ მის გვერდით ვიყოთ ევროინტეგრაციის გზაზე.  გვინდა, რომ საქართველო ჩვენი პარტნიორი იყოს ევროკავშირის შემადგენლობაში და როგორც ვიცი, იგივე სურს საქართველოს მოსახლეობის უმეტესობას.

მეორე მხრივ, ასევე გვინდა მკაფიოდ განვაცხადოთ, რომ ევროკავშირი დემოკრატიული ფასეულობების მქონე მტკიცე [უნივერსალურ] გაერთიანებას წარმოადგენს და არ არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ მასში გაწევრიანების მსურველმა რომელიმე სახელმწიფომ მხოლოდ ის ფასეულობა ამოირჩიოს, რომელიც მას მოსწონს. ქვეყანა ევროკავშირის წევრი მხოლოდ იმ შემთხვევაში გახდება, თუ ის იზიარებს ორგანიზაციის ფუძემდებლურ პრინციპებს და ფასეულობებს. საქართველო კი თავისი ბოლო სადაო კანონპროექტებით, სვლას არასწორი მიმართულებით იწყებს.

ჩვენ ამის შესახებ მკაფიოდ ვეუბნებით საქართველოს ხელისუფლებას. ჩვენი პოზიცია განვმარტეთ როგორც გასულ წელს, ისე დღესაც, ყველა დონეზე. ახლა საბოლოო არჩევანი საქართველოს ხელისუფლებამ და მისმა მოქალაქეებმა უნდა გააკეთონ. სწორედ ამის მიანიშნებს ქუჩაში მასობრივად გამოსული ხალხი.

წყარო

მოამზადა – სიმონ კილაძემ

თიბისიმ მომხმარებელთა გამოცდილების გასაუმჯობესებლად სარესტორნო ბიზნესისთვის  QR-ით გადახდა დანერგა

თიბისიმ სარესტორნო ბიზნესში შეკვეთის გადახდის პროცესი გაამარტივა QR-ით გადახდების მეთოდით და მომხმარებლის გამოცდილება გაცილებით მოსახერხებელი და სასიამოვნო გახადა.  QR-ით გადახდისას, მომხმარებელს პროცესშივე, მარტივად შეეძლება საკუთარი შეკვეთის შემოწმება და შეკვეთის თანხისა და თიფის სასურველი ოდენობის დატოვება უნაღდო ანგარიშსწორებით.

 

QR-ით ანგარიშის გადახდა, კარგად აპრობირებული მეთოდია უცხოეთში, საქართველოში კი თიბისი არის პირველი, ვინც ჰორეკა სექტორში ჩართულ ბიზნესს ამ სერვისით სარგებლობას სთავაზობს.

 

პროცესი მარტივია: QR-ები განთავსებულია კვების ობიექტებში მაგიდებსა თუ გადახდის აპარატებთან.  როგორც კი მომსახურე პერსონალი გააფორმებს  შეკვეთას, მომხმარებელი მყისიერად შეძლებს საკუთარი შეკვეთის ნახვას, თიფის დატოვებასა და ლოდინის გარეშე ანგარიშსწორებას ნებისმიერი Visa ან Mastercard ბარათით, როგორც ქართული ასევე უცხოური. გადახდა შესაძლებელია როგორც Google და Apple pay-ს მეშვეობით, ასევე ბარათის მონაცემების შეყვანით ან თიბისის მობაილ ბანკით.

 

QR-ით გადახდა ხელმისაწვდომია ქართულ და ინგლისურ ენებზე. ამ სიახლის დანერგვით რესტორნები მიიღებენ მარტივ ანგარიშსწორებას, გააუმჯობესებენ მომხმარებლის გამოცდილებას, დაზოგავენ თანამშრომლების რესურსებს და გამოიმუშავებენ თიფების მეტ შესაძლებლობას. ბიზნესს გადახდების კონტროლი და რეპორტინგის შესაძლებლობა ექნებათ, როგორც ბიზნესმართვის სისტემაში ასევე თიბისის გადახდების სივრცეში – TBCPayments.ge. ყველა ტრანზაქცია ავტომატურად და მყისიერად აისახება სარესტორნო ბიზნესის მართვის პროგრამაში.

 

მსოფლიო პრაქტიკამ აჩვენა რომ, აღნიშნული პროდუქტი  ზრდის თიფების რაოდენობას, რადგან გადახდის დასრულებამდე მომხმარებელს QR სისტემა თავაზობს თიფის დატოვებას შეკვეთის 5%, 10% ან 15%-ის ოდენობით და ასევე სასურველი თანხის მითითებით. თიბისიში თიფების მიღება უფასოა- ტრანზაქციის საკომისიო შეადგენს 0%.

 

ამას გარდა, ეს იქნება უშეცდომო ანგარიშსწორება, რომელიც სრულად გამორიცხავს მომსახურე პერსონალის მანუალურ შეცდომას,  ტერმინალზე შეცდომით თანხის აკრეფას და გადახდას.

 

R

 

 

რუსთაველის ფონდმა  ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის  წარმომადგენლებს უმასპინძლა

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა თეიმურაზ დოჭვირმა ცნობილ ფიზიკოსს, ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის (CERN) CMS პროექტების დირექტორს, პროფესორ ტიციანო კამპორეზის, CERN -ში მოღვაწე ქართველ მეცნიერს – CMS ექსპერიმენტის ქართული ჯგუფის ლიდერს, პროფესორ ზვიად წამალაიძეს, ამავე ექსპერიმენტის წევრს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის უფროს მეცნიერ-თანამშრომელ ირაკლი ლომიძეს უმასპინძლა.

შეხვედრაზე განიხილეს თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობები. 2025 წლიდან ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციასა და რუსთაველის სამეცნიერო ფონდს შორის იგეგმება შეთანხმების გაფორმება, რომელიც ახალგაზრდა ქართველ მეცნიერებს, ინჟინერიისა და გამოყენებითი ფიზიკის, ბიომედიცინისა და სხვა მიმართულებით, მისცემს შესაძლებლობას, განახორციელონ სამეცნიერო კვლევები CERN -ის მსოფლიოს უდიდეს კვლევით ცენტრებსა და ლაბორატორიებში.

მხარეებმა ორი ქვეყნის მეცნიერებს შორის პარტნიორობის გაღრმავებისა და ერთობლივი კვლევების განხორციელების აუცილებლობაზე ისაუბრეს, დასახეს სამომავლო თანამშრომლობის გეგმები.

       შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა  დირექტორმა თეიმურაზ დოჭვირმა  ცნობილ ფიზიკოსს,  ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის (CERN)   CMS პროექტების დირექტორს,  პროფესორ ტიციანო კამპორეზის,   CERN -ში   მოღვაწე ქართველ მეცნიერს – CMS ექსპერიმენტის  ქართული ჯგუფის ლიდერს,   პროფესორ ზვიად წამალაიძეს, ამავე ექსპერიმენტის წევრს,  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის  კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის უფროს  მეცნიერ-თანამშრომელ  ირაკლი ლომიძეს   უმასპინძლა.

შეხვედრაზე  განიხილეს   თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობები.   2025 წლიდან ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციასა   და რუსთაველის სამეცნიერო ფონდს შორის იგეგმება  შეთანხმების გაფორმება, რომელიც  ახალგაზრდა ქართველ მეცნიერებს,  ინჟინერიისა და გამოყენებითი ფიზიკის, ბიომედიცინისა და სხვა  მიმართულებით,  მისცემს  შესაძლებლობას,   განახორციელონ  სამეცნიერო კვლევები   CERN -ის   მსოფლიოს უდიდეს კვლევით ცენტრებსა და ლაბორატორიებში.

მხარეებმა ორი ქვეყნის მეცნიერებს  შორის პარტნიორობის გაღრმავებისა და ერთობლივი კვლევების განხორციელების აუცილებლობაზე ისაუბრეს, დასახეს სამომავლო თანამშრომლობის გეგმები.