Home Blog

“ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!”

ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?! , – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს.

წილოსანის თქმით, უკვე ერთი კვირაა ოპოზიცია და მათი აქტივისტები ზიზღს ავლენენ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო.

„ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ!
საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!
უკვე ერთი კვირაა თვალს ვადევნებთ რამხელა აგრესიას და ზიზღს ავლენთ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო. რამ შეგაძულათ ასე საკუთარი მოსახლეობა? რამ შეგაშინათ ასე საკუთარი ხალხის?
დღეს, თქვენგან განსხვავებით, მშვიდობიანი მიზნით შეიკრიბება უამრავი ადამიანი! მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ერის წინაშე უდიდესი დანაშაული მიგიძღვით და ამ ადამიანების დიდი ნაწილი სრულ ტერორში გყავდათ თქვენი მმართველობის დროს, ჩვენ მაინც ცივილიზებულად მოგექცევით და თქვენსავით კაციჭამიები არასდროს გავხდებით!“ – წერს წილოსანი.

8 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ამ დღეს გარემოებები ისე სწრაფად იცვლება, რომ მოულოდნელ პრობლემებზე სწრაფი რეაგირებისთვის უნდა მოემზადოთ. მთლიანობაში, ხელსაყრელი დღეა, რომელიც პოზიტიური ცვლილებების განხორციელების საშუალებას მოგცემთ. არსებობს შეცდომების გამოსწორების და შერიგების შანსი, რომელიც ხელიდან არ უნდა გაუშვათ.

კურო

დაწყებული საქმე ბოლომდე რომ მიიყვანოთ, დიდი ძალისხმევა უნდა გამოიჩინოთ. გარშემომყოფები თქვენს პროვოცირებას ცდილობენ და თქვენს ნერვებს გამუდმებით გამოცდას უწყობენ. გირჩევთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ და პროვოკაციებს არ აჰყვეთ. დიდი ძალისხმევის მიუხედავად, ზოგი პრობლემის გადაჭრას ვერ შეძლებთ. დღის მეორე ნახევარში ეცადეთ თქვენთვის დამახასიათებელი წინდახედულობა გამოიჩინოთ.

ტყუპები

ამ დღეს რთული ამოცანების გადაჭრას უნდა მოერიდოთ – ძალებს უნდა გაუფრთხილდეთ, რადგან კარგად ნაცნობი საქმეებიც კი ჩვეულებრივზე მეტ დროს წაგართმევთ. ვარსკვლავები გვირჩევენ, წვრილმანებზე არ ინერვიულოთ და დახმარებისთვის ოჯახის წევრებს ან მეგობრებს მიმართოთ.

კირჩხიბი

რთული და ემოციურად დაძაბული დღეა. მგზავრობა სამომავლოდ უნდა გადადოთ, რადგან გზაზე უსიამოვნებები გელით – შეიძლება დაგაგვიანდეთ, თანამგზავრებთან იჩხუბოთ ან საბუთები სახლში დაგავიწყდეთ. საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობაში უფრო გულწრფელი უნდა იყოთ და დაუფარავად უთხრათ ყველაფერი, რაც გაწუხებთ. ეს დაგეხმარებათ, რომ მოსალოდნელი კონფლიქტი თავიდან აიცილოთ.

ლომი

ამ დღეს ფინანსურ საკითხებს მეტი ყურადღება უნდა მიაქციოთ. გირჩევთ, თქვენს პირად და ოჯახურ ბიუჯეტს გადახედოთ და ხარჯები შეამციროთ. ვარსკვლავებ,ი გირჩევენ საგადასახადო დავალიანება შეამოწმოთ, რათა უსიამოვნებები თავიდან აიცილოთ. შეძენისთვის არახელსაყრელი დღეა, ამიტომ მაღაზიებში სიარულს უნდა მოერიდოთ.

ქალწული

ბევრი ქალწული ამ დღეს დაძაბულობას და გაურკვევლობას იგრძნობს. გირჩევთ, უარი თქვათ საეჭვო შეთავაზებებზე და ბიზნესში არ გარისკოთ. მეგობრული დამოკიდებულება უნდა გამოიჩინოთ მათ მიმართაც კი, ვინც არ მოგწონთ. არსებობს შეცდომების გამოსწორების შანსი, რომელიც ხელიდან არ უნდა გაუშვათ. ამ დღეს ახალი საქმის დაწყებას უნდა მოერიდოთ.

სასწორი

სასურველია, ამ დღეს აქტიურობა შეამციროთ და დამკვირვებლის პოზიციას დასჯერდეთ. ვარსკვლავები გირჩევენ, არაფერში ჩაერიოთ, რაც თქვენ გარშემო ხდება. უსიამოვნო სიურპრიზების მიუხედავად, ეცადეთ, დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანოთ. ყურადღება მიაქციეთ საკუთარ ჯანმრთელობას. ივარჯიშეთ და სუფთა ჰაერზე ისეირნეთ.

მორიელი

გირჩევთ, თქვენი პრინციპების, პარტნიორების ან მეგობრების ერთგული დარჩეთ. ახლა სიახლეებისა და ექსპერიმენტების დრო არაა. მოერიდეთ ისეთ კონფლიქტებში ჩარევას, რომლებიც თქვენ არ გეხებათ. ამის ნაცვლად, ეცადეთ თქვენი პროფესიული დონე გააუმჯობესოთ და ახალი უნარები შეიძინოთ – ისინი მალე კარიერული წინსვლისთვის დაგჭირდებათ.

მშვილდოსანი

ნუ მოგატყუებთ მოჩვენებითი სიმშვიდე თქვენ გარშემო. არ მოდუნდეთ და არჩეულ გზას არ გადაუხვიოთ. უსიამოვნო სიურპრიზების მიუხედავად, ვარსკვლავები გირჩევენ, დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანოთ. გირჩევთ, დაგეგმილი მოგზაურობა რამდენიმე დღით გადადოთ. დღის მეორე ნახევარში ოჯახის ხანდაზმულ წევრებს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ.

თხის რქა

წარმატებული და ნაყოფიერი დღეა. საშუალება გექნებათ, რომ თქვენი ინოვაციური იდეები განახორციელოთ, თუმცა, სწრაფ შედეგებს არ უნდა ელოდოთ. სავარაუდოდ, სასურველი შედეგის მისაღწევად რომელიღაც რესურსი ან მნიშვნელოვანი ინფორმაცია გაკლიათ.

მერწყული

ამ დღეს ტრავმის რისკი ახლავს, ამიტომ რასაც არ უნდა აკეთებდეთ, სიფრთხილე გმართებთ. ამ დღეს ყველა საქმე ჩვეულებრივზე ნელა მოგვარდება, ამიტომ ჯობს აქტიურობა და ფინანსური საქმეები სამომავლოდ გადადოთ ამის ნაცვლად, გამოყავით დრო საოჯახო საქმეებისთვის.

თევზები

ამ დღეს კრიტიკას განსაკუთრებით მძაფრად განიცდით და უწყინარ შენიშვნაზეც კი მწვავედ რეაგირებთ. ეცადეთ, ახლოს იყოთ მათთან, ვისაც ყველაზე მეტად ენდობით, ვინც ნებისმიერ სიტუაციაში მხარს გიჭერთ. მოერიდეთ კამათს და ურთიერთობების გარკვევას. დროა, თაროზე შემოდებული საქმეების დასრულებაზეც იფიქროთ.

თბილისში სამ ლოკაციაზე 11 მაისს „ევროპის მარში“ დაიგეგმა

11 მაისს, თბილისის სამ ლოკაციაზე „ევროპის მარში“ დაიგეგმა.

კერძოდ, მარშის მონაწილეები დედაქალაქის სამ ლოკაციაზე, რესპუბლიკის მოედანზე, მარჯანიშვილის მოედანსა და მეტრო 300 არაგველთან შეიკრიბებიან, საიდანაც მარშით ევროპის მოედნისკენ დაიძვრებიან.

როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, „ევროპის მარში“ სამივე ლოკაციაზე ერთდროულად, 19:00 საათზე დაიწყება.

„ევროპის მარში – ევროპის კვირაში. 11 მაისს, 19:00 საათზე, ვიკრიბებით 3 ლოკაციაზე: რესპუბლიკის მოედანი; მარჯანიშვილის მოედანი; მეტრო 300 არაგველი.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა შვედეთის საელჩოსთან ტელეკომპანია „ფორმულას“ გადამღებ ჯგუფზე და IDFI-ის დირექტორზე თავდასხმის საქმეზე გამოძიება დაიწყო

შვედეთის საელჩოსთან ტელეკომპანია „ფორმულას“ გადამღებ ჯგუფზე და „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) დირექტორ გიორგი კლდიაშვილზე თავდასხმის საქმეზე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო.

საქმე 154-ე მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა რაც ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლა გულისხმობს

შვედეთის საელჩოსთან ტელეკომპანია „ფორმულას“ გადამღებ ჯგუფსა და „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) დირექტორს, გიორგი კლდიაშვილს თავს დაესხნენ.

შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც გიორგი კლდიაშვილმა შვედეთის საელჩო დატოვა და ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებდა.

უცნობმა პირმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს უკავშირდება, წევრი ქვეყნები ერთსულოვნად იღებენ – პიტერ სტანო

ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს უკავშირდება, წევრი ქვეყნები ერთსულოვნად იღებენ, – ამის შესახებ ევროკომისიის პრესსპიკერმა და ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების წარმომადგენელმა, პიტერ სტანომ განაცხადა.

სტანოს კითხვა დაუსვეს ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჯოზეფ ბორელისადმი 31 ევროპარლამენტარის მიმართვასთან დაკავშირებით, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი. ჟურნალისტი დაინტერესდა, რამდენად შესაძლებელია კანდიდატის სტატუსის შეჩერება ტექნიკურად და ვის შეუძლია ამ გადაწყვეტილების მიღება.

„პირველ ყოვლისა, როგორც წესი, ჩვენ არ ვაკეთებთ კომენტარს სხვა პარტნიორების წერილებზე. რაც შეეხება პროცედურებს, ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს უკავშირდება, მიიღება ევროკავშირის წევრების მიერ ერთსულოვნად. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, როდესაც საქმე ეხება ინდივიდუალური ქვეყნების ევროკავშირში გაწევრიანების გზას, ნებისმიერი შემდგომი ნაბიჯის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ ერთსულოვნად. ეს არის ის, რაც ხდება ევროკომისიის რეკომენდაციის საფუძველზე. შემდეგ დისკუსიების საფუძველზე და იმ გადაწყვეტილების საფუძველზე, რომელსაც ერთსულოვნად იღებენ წევრი სახელმწიფოები“, – აღნიშნა პიტერ სტანომ.

„ევროპულმა სასამართლომ თქვა, რომ არსებით ნაწილში დარღვევა არ ყოფილა” – ბექა ძამაშვილი

ევროპულმა სასამართლომ სახელმწიფოს, არის ის, რომ გამოძიება დროულად დასრულდეს და მივიდეს კონკრეტულ შედეგებამდე, – განაცხადა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ბექა ძამაშვილმა 20 ივნისის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ.

„ევროპულმა სასამართლომ თქვა, რომ არსებით ნაწილში დარღვევა არ ყოფილა, საქმეში არ არის რაიმე ისეთი მტკიცებულება, რომელიც არსებითად მესამე მუხლს დაარღვევდა. მომჩივნებს მიენიჭათ კონკრეტული ფულადი კომპენსაცია. ასევე, რისკენაც მოუწოდა ევროპულმა სასამართლომ სახელმწიფოს, არის ის, რომ გამოძიება დროულად დასრულდეს და მივიდეს კონკრეტულ შედეგებამდე,“ – განაცხადა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ბექა ძამაშვილმა

სტრასბურგის სასამართლომ 20 ივნისის საქმეზე მოქალაქეების სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და ხელისუფლებას კომპენსაციის გადახდა დააკისრა.

,,13-15 მაისს ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თბილისს ვეწვევი ”- გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე

გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მაიკლ როთი სოციალურ ქსელში წერს, რომ 13-15 მაისს საქართველოს ეწვევა.

„13-15 მაისს ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თბილისს ვეწვევი, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს. ჩემთან ერთად იქნებიან ჩემი გამორჩეული კოლეგები ევროკავშირის წევრი სხვადასხვა ქვეყნებიდან. მოუთმენლად ველოდებით მთავრობის, პარლამენტის, ოპოზიციისა და გაბედული სამოქალაქო საზოგადოების წევრებთან შეხვედრას“, – წერს როთი.

ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინის ინაუგურაციაზე მიწვევა არ მიუღია

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ამბობს, რომ ვლადიმერ პუტინის ინაუგურაციაზე მიწვევა მოსკოვიდან არ მიუღია.

ინაუგურაციაზე დასწრების მიწვევა მივიღე თურქეთის პრეზიდენტისგან, მაგრამ არა რუსეთის პრეზიდენტისგან“, – აღნიშნა ნიკოლ ფაშინიანმა მედიისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე.

ფაშინიანის თქმით, პრესკონფერენცია რომელსაც ატარებდა არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე მოსკოვში გამართული ღონისძიება.

სომხეთის პრემიერმა ასევე თქვა, რომ არც 9 მაისს მოსკოვში დაგეგმილ აღლუმში აპირებს მონაწილეობის მიღებას.

„გასულ წელს გამართულ 9 მაისის ღონისძიებაში მონაწილეობა მივიღე და არ ვთვლი, რომ მასში მონაწილეობა ყოველ წელს უნდა მივიღო. თქვენ არ მოგეჩვენებათ უცნაურად, რომ სომხეთის ლიდერი ყოველ წელს ესწრებოდეს 9 მაისის აღლუმს?“, – იკითხა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.

,,ესენი არიან „ნაცმოძრაობის“ არამარტო წევრები, არამედ დამრიგებლებიც” – ვოლსკი

არც ერთი მათი ფორმულირება ობიექტური არ არის, – ამგვარად შეაფასა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ 31 ევროპარლამენტარის მიმართვა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეფ ბორელისადმი, სადაც ისინი საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის შეჩერებისა და ევროკავშირის დაფინანსების გადახედვისკენ მოუწოდებენ.

„ესენი არიან „ნაცმოძრაობის“ არამარტო წევრები, არამედ დამრიგებლებიც და საკმაოდ სერიოზულად ჩართული ადამიანები საქართველოს შიდა საკითხებში. რაც მთავარია, არც ერთი მათი ფორმულირება ობიექტური არ არის“, – განაცხადა ვოლსკიმ.

 ,,შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (SIDA) “საერთაშორისო გამჭვირვალობის” მთავარი დამფინანსებელია” – მარიამ ლაშხი

„წარმოიდგინეთ, რომ საქართველოს მთავრობა შვედეთში აფინანსებდეს ორგანიზაციას, რომელიც ულტიმატუმს წაუყენებს შვედეთის პარლამენტს, რომ მან მთავრობა გადააყენოს და ახალი მთავრობის ჩამოყალიბებაში საქართველოს მთავრობის მიერ დაფინანსებულ ამ ორგანიზაციას ჰქონდეს ვეტოს უფლება, ხოლო ულტიმატუმის შეუსრულებლობის შემთხვევაში წალეკვით დაემუქრება – ასე ეხმიანება უმრავლესობის წევრი მარიამ ლაშხი შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის მინისტრის იოჰან ფორსელის განცხადებას იმის შესახებ, რომ შეშფოთებულია „გამჭვირვალობის კანონპროექტით“.

მარიამ ლაშხის თქმით, შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (SIDA) “საერთაშორისო გამჭვირვალობის” მთავარი დამფინანსებელია და წელიწადში 1 000 000 ლარს აძლევს. სააგენტომაც და საელჩომაც კარგად იციან, რომ ამ ორგანიზაციას მკაფიო პოლიტიკური დღის წესრიგი და საარჩევნო მიზნები აქვს, მაგრამ სამწუხაროდ ფულის ხარჯვას არ უდგებიან პასუხისმგებლიანად, რაც საერთაშორისო ვალდებულებების დარღვევაა.

„წარმოიდგინეთ, რომ საქართველოს მთავრობა შვედეთში აფინანსებდეს ორგანიზაციას, რომელიც
– ულტიმატუმს წაუყენებს შვედეთის პარლამენტს, რომ მან მთავრობა გადააყენოს და ახალი მთავრობის ჩამოყალიბებაში საქართველოს მთავრობის მიერ დაფინანსებულ ამ ორგანიზაციას ჰქონდეს ვეტოს უფლება. ხოლო ულტიმატუმის შეუსრულებლობის შემთხვევაში წალეკვით დაემუქრება.

– არჩევნების დღეებში გაავრცელებს დადასტურებულ ტყუილს, თითქოს შვედეთის იუსტიციის სამინისტრო ყალბ პირადობის მოწმობებს ბეჭდავს, არჩევნების გასაყალბებლად.

– შვედეთის პარლამენტზე შექმნის დეზინფორმაციულ ანგარიშს.

– შვედეთის პარლამენტის წევრების წინააღმდეგ წამოიწყებს კამპანიას და მათ ფაშისტ გერმანელებს უწოდებს, ხოლო შვედურ კანონს ფაშისტური გერმანიის კანონს.

– შვედ მოსამართლეებს მაფიოზებს უწოდებს და მოითხოვს, რომ მოსამართლეების შერჩევაში შვედეთში საქართველოს ელჩმა მიიღოს მონაწილეობა.

შვედეთის ხელისუფლებას არაერთხელ რომ მიეთითებინა, რომ საქართველოს პასუხისმგებლიანად ეხარჯა ფული შვედეთში, არ წაეხალისებინა დეზინფორმაცია და რადიკალიზმი და საქართველოს ხელისუფლებას ამაზე ნული რეაგირება ჰქონოდა.
როგორ ფიქრობთ, შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის მინისტრი ასეთ ორგანიზაციას შვედურ სამოქალაქო საზოგადოებას, ხოლო საქართველოს მთავრობას მეგობარს უწოდებდა?

არადა საქართველოში ეს ხდება. შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (SIDA) “საერთაშორისო გამჭვირვალობის” მთავარი დამფინანსებელია და წელიწადში 1 000 000 ლარს აძლევს. სააგენტომაც და საელჩომაც კარგად იციან, რომ ამ ორგანიზაციას მკაფიო პოლიტიკური დღის წესრიგი და საარჩევნო მიზნები აქვს, მაგრამ სამწუხაროდ ფულის ხარჯვას არ უდგებიან პასუხისმგებლიანად, რაც საერთაშორისო ვალდებულებების დარღვევაა“, – წერს მარიამ ლაშხი Facebook-ზე.

,,აქციის ორგანიზატორებმა სასწრაფოდ უნდა მიმართონ პარტნიორებს, რომ კანადა გარუსებისგან იხსნან”- მამუკა მდინარაძე

კანადაში არათუ უცხოური გავლენის ინტერესების გამტარებლებს, არამედ პირდაპირ აგენტებს უწოდებენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმიანება კანადის მთავრობის ინიციატივას „უცხოური აგენტების რეესტრის” შექმნის შესახებ.

მდინარაძის განცხადებით, საქართველოში „გამჭვირვალობის კანონპროექტის” წინააღმდეგ მიმდინარე აქციის ორგანიზატორებმა პარტნიორებსაც უნდა მიმართონ, რათა „კანადა გარუსებისგან იხსნან.“

„ეს ძალიან ცუდი ამბავი რომ არ დაგვწეოდა, დღეს მეტი პოსტის დაწერას ნამდვილად აღარ ვაპირებდი. კანადაში არა თუ უცხოური გავლენის ინტერესების გამტარებლებს, არამედ პირდაპირ აგენტებს უწოდებენ!.. ვფიქრობ, აქციის ორგანიზატორებმა სასწრაფოდ უნდა მიმართონ პარტნიორებს, რომ კანადა იხსნან გარდაუვალი გარუსებისგან! რა გამჭვირვალობა და საგარეო ჩარევები, ამისი გატარება ნამდვილად არ შეიძლება!” – წერს მამუკა მდინარაძე.

 

ინფორმირებული მოსახლეობა ჩვენი საუკეთესო დაცვაა უცხოური ჩარევისგან – კანადის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრი

მედეგი და ინფორმირებული მოსახლეობა ჩვენი საუკეთესო დაცვაა უცხოური ჩარევისგან, – განაცხადა კანადის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრმა, დომინიკ ლებლანმა.

კანადის მთავრობამ კანონპროექტი წარადგინა, რომელიც მიზნად ისახავს კანადის პოლიტიკურ ცხოვრებაში უცხოური ჩარევის შეზღუდვას – დაწყებული სკოლის საბჭოებიდან და დამთავრებული თემთა პალატით.

უცხოელ აგენტთა რეესტრის შექმნა კანადის პრემიერ-მინისტრის, ჯასტინ ტრიუდოს დაპირება იყო, რომელიც მან შარშან დადო, მას შემდეგ, რაც მედიაში გავრცელდა ინფორმაცია კანადის არჩევნებში ჩინეთის ჩარევის მცდელობის შესახებ.

„კანონპროექტის უმეტესი ნაწილი მოითხოვს მათგან, ვინც მოქმედებენ უცხო ქვეყნების სახელით, რათა გავლენა მოახდინონ კანადის პოლიტიკაზე ან მთავრობაზე, დარეგისტრირდნენ ფედერალურ მთავრობაში. უცხოური აგენტების ასეთი რეესტრები არსებობს აშშ-სა და ავსტრალიაში“, – წერს CBC News-ი.

მათ, ვინც დაარღვევს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის ახალი რეესტრის წესებს, მილიონობით დოლარის ფინანსური ჯარიმა და პატიმრობა შეიძლება დაემუქროს.

კანონპროექტი ასევე დანაშაულად აქცევს უცხოური სუბიექტის ან მისი სანდო პირის მიერ სკოლის მმართველობაზე გავლენის მოხდენის მცდელობას, რასაც კანონმდებლობა განსაზღვრავს, როგორც ყველაფერს სკოლის საბჭოდან დაწყებული უნივერსიტეტებითა და სხვა უმაღლესი სასწავლებლებით დამთავრებული.

სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს

სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებით, დაუშვებელია და მიუღებელი განსხვავებული ან კრიტიკული მოსაზრებების ქონის გამო ადამიანებზე თავდასხმა.

შესაბამისი განცხადებით ომბუდსმენი ბოლო დღეებში მომხდარ ძალადობრივ ინციდენტებს ეხმაურება.

სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მოახდინოს თითოეული შემთხვევის დროული და ეფექტური გამოძიება და პასუხისმგებელი პირების მიმართ მკაცრი კანონიერი ღონისძიებების გატარება.

„გავრცელებული ინფორმაციით, დღეს, 7 მაისს ინტერვიუს მიცემის დროს თავს დაესხნენ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) აღმასრულებელ დირექტორს გიორგი კლდიაშვილს, ასევე, ტელეკომპანია „ფორმულას“ გადამღებ ჯგუფს.

კვირას, 5 მაისს თავს დაესხნენ და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს პედაგოგ ლადო აფხაზავას.

სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ დაუშვებელია და მიუღებელი განსხვავებული ან კრიტიკული მოსაზრებების ქონის გამო ადამიანებზე თავდასხმა.

მნიშვნელოვანია თითოეულ დასახელებულ შემთხვევაში საგამოძიებო უწყებებმა დაადგინონ ძალადობრივი ქმედებების მოტივი და მისი შესაძლო კავშირი თავდასხმების მსხვერპლების პროფესიულ საქმიანობასთან და კრიტიკული მოსაზრებების ქონასთან, რის დადასტურების შემთხვევაშიც ძალადობრივ ქმედებებს უნდა მიეცეს შესაბამისი სამართლებრივი შეფასება.

სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მოახდინოს თითოეული შემთხვევის დროული და ეფექტური გამოძიება და პასუხისმგებელი პირების მიმართ მკაცრი კანონიერი ღონისძიებების გატარება.

სახალხო დამცველის აპარატი ზედამხედველობას გაუწევს სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან განხორციელებულ რეაგირებას“,- ნათქვამია სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.