Home Blog

“ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!”

ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?! , – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს.

წილოსანის თქმით, უკვე ერთი კვირაა ოპოზიცია და მათი აქტივისტები ზიზღს ავლენენ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო.

„ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ!
საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!
უკვე ერთი კვირაა თვალს ვადევნებთ რამხელა აგრესიას და ზიზღს ავლენთ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო. რამ შეგაძულათ ასე საკუთარი მოსახლეობა? რამ შეგაშინათ ასე საკუთარი ხალხის?
დღეს, თქვენგან განსხვავებით, მშვიდობიანი მიზნით შეიკრიბება უამრავი ადამიანი! მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ერის წინაშე უდიდესი დანაშაული მიგიძღვით და ამ ადამიანების დიდი ნაწილი სრულ ტერორში გყავდათ თქვენი მმართველობის დროს, ჩვენ მაინც ცივილიზებულად მოგექცევით და თქვენსავით კაციჭამიები არასდროს გავხდებით!“ – წერს წილოსანი.

ოსალოდნელია ძლიერი ქარი, წვიმა და ელჭექი – ამინდი მკვეთრად იცვლება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 3 აპრილის დღის ბოლომდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ქარის გაძლიერება.

„მოსალოდნელმა წვიმებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები გამოიწვიოს. ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში შესაძლებელია ზვავების ფორმირება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება (საფრთხის დონე საშუალო)“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

3 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ნაკლებად იურთიერთეთ უფროსობასთან და ხელმძღვანელ პირებთან. სჯობს, თავი შეიკავოთ მოლაპარაკებებისგან, თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, საკუთარ თავზე აიღეთ ინიციატივა და იმოქმედეთ თქვენი უფლებების ფარგლებში.

კურო

კარგი დღეა ახალი სამსახურის მოსაძიებლად. შესაძლოა, იპოვოთ სტაბილური სამუშაო კარგი ანაზღაურებით, თუმცა,  ამ ყველაფერს თქვენი აქტიურობა სჭირდება, გადაავლეთ თვალი სოციალურ ქსელებსა და დასაქმების გვერდებს, ვინც ეძებს, ის პოულობს!

ტყუპები

მოთმინებით დაელოდეთ თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას და ხელოვნურად ნუ დააჩქარებთ პროცესებს, ამგვარად, უფრო ეფექტურად მიაღწევთ დასახულ მიზანს.

კირჩხიბი

თავი შეიკავეთ ისეთი გადაწყვეტილებების მიღებისგან, რომელიც თქვენს სამსახურთან არაა დაკავშირებული. დაკავდით პირადი საქმეების გაანალიზებით და მოგვარებით, ერიდეთ ნეგატიური ადამიანებთან კონტაქტს.

ლომი

შესაძლოა, მოულოდნელად გაჩუქონ თანხა ან მიიღოთ პრემია, ბონუსი სამსახურიდან, ნუ შეეცდებით, უმალვე მიაშუროთ მაღაზიებს, დაიცავით ბალანსი და ზომიერება.

ქალწული

შესაძლოა, აღმოჩნდეთ უჩვეულო სიტუაციაში და გაგიჭირდეთ სწორი მიმართულების პოვნა. სასურველია, არასტანდარტულად იმოქმედოთ, რათა მაქსიმალური სარგებელი მიიღოთ სამყაროს ბოძებული შანსით.

სასწორი

მთავარია, მოინდომოთ და მცირეოდენი შემოქმედებითი მუხტის შეტანით თქვენს საქმიანობაში, შეძლებთ ყველაზე უსახური პროექტის განუმეორებელი ფორმით წარმოჩენას და აღიარების მოპოვებას.

მორიელი

თავი შეიკავეთ სერიოზული საქმეებისა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისგან, ასევე, საქმიან დოკუმენტებთან მუშაობა, სჯობს, სამომავლოდ გადადოთ. სასურველია, ეს დღე პირად ურთიერთობებს დაუთმობთ.

მშვილდოსანი

სასურველია, შეცვალოთ ჩვეული სამოქმედო განრიგი და ურთიერთობების მეტად, განმტკიცებაზე იზრუნოთ, გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე და წინდახედულობა საეჭვო ადამიანებთან, რათა თავიდან აიცილოთ უსიამოვნებები.

თხის რქა

შეეცადეთ, იყოთ გახსნილი და გულწრფელი დამოკიდებულებით მიიზიდოთ გარშემომყოფთა ყურადღება, ამგვარად, არა მარტო მოკავშირეებს შეიძენთ, არამედ, ფრთებს შეასხამთ თქვენს სურვილებს.

მერწყული

თუ მოინდომებთ და ძალისხმევას არ დაიშურებთ, იამაყებთ თქვენი დღევანდელი გონიერებითა და შრომის შედეგებით. შეეცადეთ, მეტად იზრუნოთ ახალი პროექტის განვითარებასა და გაფართოებაზე.

თევზები

შინ თუ გარეთ იმოქმედეთ დელიკატურად და ნუ შეეცდებით, სხვათა ჭკუის სწავლებას. უმჯობესია, თქვენი საქმიანობით უჩვენოთ ყველას მაგალითი და შეინარჩუნოთ კარგი ურთიერთობები.

იმ წლებში, როცა თითქოს კრიმინალურ სამყაროს ებრძოდა სააკაშვილის რეჟიმი, სწორედ ამ სამყაროს წარმომადგენლების მეშვეობით საპატიმროებში ტერორს ახორციელებდა – სოზარ სუბარი

2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგ სხდომაზე, სადაც საკუთრების უფლების დარღვევისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები განიხილებოდა, კომისიის მდივანმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა სოზარ სუბარმა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს საპატიმროებში პატიმართა რაოდენობასა და იქ არსებულ პირობებზე ისაუბრა.

მისივე თქმით, მაშინ როცა იმდროინდელი ხელისუფლება ირწმუნებოდა, რომ ბრძოლა ჰქონდა გამოცხადებული კრიმინალურ სამყაროსთან, პატიმრებზე ტერორი სწორედ ამ სამყაროს წარმომადგენლების მეშვეობით ხორციელდებოდა.

„იმ წლებში, როცა იმდროინდელი ხელისუფლება თითქოს ებრძოდა „კრიმინალურ სამყაროს“, სწორედ მათი ხელით ტერორს ახორციელებდა სხვა პატიმრებზე.

2004 წლის დასაწყისში იყო 6 ათასი პატიმარი. რამდენიმე წელიწადში კი, პატიმართა რაოდენობამ გადააჭარბა 24 ათასს, ანუ პატიმართა რაოდენობა რამდენიმე წელიწადში ექვსჯერ გაიზარდა. მაგალითად, მეხუთე საპყრობილეში იყო საკნები, სადაც 18 ან 20 საწოლი იდგა და 120-125 პატიმარი ჰყავდათ შესახლებული. ამ საკანში იყო ღია საპირფარეშო, არ იყო განიავების და დაბანის საშუალება,“ – განაცხადა სოზარ სუბარმა.

მან აღნიშნული რეპლიკა მას შემდეგ გააკეთა, რაც ჯემალ წიკლაურმა ე.წ. „შავი სამყაროს“ წარმომადგენლების მხრიდან მასზე ზეწოლაზე ისაუბრა. ჯემალ წიკლაურმა კომისიის სხდომაზე განაცხადა, რომ საკნის ე.წ. „მაყურებლები“ მასზე ზეწოლას ახორციელებდნენ, რომ ხელი მოეწერა სახელმწიფოსთვის ქონების გადაცემაზე.

„მაგარ ბიჭებს“ რომ ვეძახით, ზოგი საკნის მაყურებელი იყო, რომლებიც ზეწოლას ახდენდნენ ჩემზე, რომ როგორმე მომეწერა ხელი იმ დოკუმენტზე, რომლითაც ჩემს ქონებას სახელმწიფოს გადავცემდი. თავისუფლებაზე გამოსვლის შემდეგ, როცა მათ შევხვდი, ვკითხე, რას მერჩოდით-თქო და მიპასუხეს, ასე რომ არ მოგქცეოდით, კარცერიდან თავს არ გამოგვაყოფინებდნენო“, – განაცხადა წიკლაურმა.

საპროტესტო აქციების დროს დაკავებული პირების ოჯახის წევრები საზოგადოებრივ მოძრაობას ქმნიან

საპროტესტო აქციების დროს დაკავებული პირების ოჯახის წევრები საზოგადოებრივ მოძრაობას ქმნიან.

როგორც პატიმრების ოჯახის წევრების ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული, ისინი უკანონო პატიმრის გათავისუფლებას და ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების დანიშვნას მოითხოვენ.

„ჩვენი შვილები, დები და მეგობრები არიან სინდისის პატიმრები. ისინი დააკავეს მხოლოდ იმიტომ, რომ მშვიდობიანად აპროტესტებდნენ ხელისუფლების უკანონო ქმედებებს, არჩევნების გაყალბებას, დემოკრატიული პრინციპების ფეხქვეშ გათელვას და ქვეყნის პროდასავლური კურსიდან გადახვევას. მათი დაკავება არის პოლიტიკური რეპრესიების ნაწილი, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების დაშინებასა და ხმის ჩახშობას.

ჩვენ, სინდისის პატიმრების მშობლები და ოჯახის წევრები ვქმნით საზოგადოებრივ მოძრაობას სინდისის პატიმრების თავისუფლებისთვის და ვაცხადებთ შემდეგს:

გვინდა დავიწყოთ წინადადებით, 2008 წლის აგვისტოს ომი დაიწყო რუსეთმა, აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა. მადლობა ყველა ჯარისკაცს, გენერალს და საქართველოს შეიარაღებულ ძალებს, ვინც წვლილი შეიტანა ჩვენი ქვეყნის დაცვისა და სულისკვეთებისთვის. ჩვენ ქედს ვიხრით ჩვენი თავდადებისთვის და ბრძოლისთვის. შესაბამისად, არავის მივცემთ უფლებას, რომ ეჭვი შეიტანონ თქვენს სულისკვეთებაში და პატრიოტიზმში. დავიცავთ საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის მებრძოლ შვილებს და ყველა იმ ადამიანს, ვინც იბრძვის იდეისთვის და არ დავუშვებთ მათ უდანაშაულოდ ციხეში დარჩენას. ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ ბოლომდე ვიბრძოლებთ მათი გათავისუფლებისთვის. მოვითხოვთ ყველა უკანონო პატიმრის გათავისუფლებას, ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების დანიშვნას, სადაც ხალხი თავისუფლად გადაწყვეტს საკუთარი ქვეყნის მომავალს.

დღეს ჩვენ ვიწყებთ ახალ, წინააღმდეგობის მოძრაობას, რომელიც იქნება მტკიცე და შეუპოვარი. გთხოვთ შემოგვიერთდით ამ ბრძოლაში და ერთად დავიცვათ ჩვენი ქვეყნის მომავალი. ვიკრიბებით 8 აპრილს, მემორიალთან და ვათენებთ ღამეს ერთად”, – ნათქვამიაპატიმრების ოჯახის წევრების ერთობლივ განცხადებაში.

პატიმრების ოჯახის წევრები მოუწოდებენ ოპოზიციურ პარტიებს, „ყოველგვარი წინაპირობის გარეშე გაერთიანდნენ“.

„მოწოდება ეხება პოლიტიკურ პარტიებს, ყველა პროდასავლურ და პროევროპულ პარტიას მოვუწოდებთ, ყოველგვარი წინაპირობის გარეშე გაერთიანდნენ მთავარი სამი მიზნის გარშემო – ახალი არჩევნები, პოლიტიკური და სინდისის პატიმრების გათავისუფლება და ბოიკოტი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს”, – ნათქვამია პატიმრების ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ტრამპმა კაბინეტის წევრებს აცნობა, რომ ილონ მასკი მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გადადგება

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავის შიდა წრეს, მათ შორის კაბინეტის წევრებს აცნობა, რომ მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ილონ მასკი უახლოეს კვირებში გადადგება.

ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „პოლიტიკო“ ავრცელებს.

როგორც მედიასაშუალებას ტრამპის ამდინისტრაციასთან დაახლოებულმა სამმა წყარომ ანონიმურობის პირობით განუცხადა, პრეზიდენტი კმაყოფილია ილონ მასკისა და მისი დეპარტამენტის მუშაობით, თუმცა ბოლო დღეებში ორივემ გადაწყვიტა, რომ დროა, მასკი ბიზნესს დაუბრუნდეს და საკუთარ თავზე მხარდამჭერი როლი აიღოს.

ადამინისტრაციის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა „პოლიტიკოსთან“ საუბარში თქვა, რომ მასკი სავარაუდოდ შეინარჩუნებს მრჩევლის არაფორმალურ როლს და გააგრძელებს თეთრ სახლში ზოგჯერ გამოჩენას.

„პოლიტიკოს“ წყაროების ცნობით, მასკის წასვლა სავარაუდოდ დაემთხვევა მისი „სპეციალური სახელმწიფო მოხელის“ სტატუსის 130-დღიანი ვადის ამოწურვას. აღნიშნული სტატუსი მას დროებით ათავისუფლებს ზოგიერთი ეთიკური ნორმისგან და ინტერესთა კონფლიქტის წესებისგან. 130-დღიანი პერიოდი მაისის ბოლოს ან ივნისის დასაწყისში იწურება.

გაზის მიწოდება 7 600 აბონენტს შეუწყდება – “თბილისი ენერჯი” განცხადებას ავრცელებს

გაზის მიწოდება 7 600 აბონენტს შეუწყდება – “თბილისი ენერჯი” განცხადებას ავრცელებს

დღეს, 20:32

 

271

  

სამგორის რაიონში გაზმომარაგების ქსელის რეკონტრუქციის გამო გაზის მიწოდება 7600 აბონენტს შეუწყდება.

ქსელის რეკონსტრუქციის გამო, 4 აპრილს 09:00 საათიდან 13:00 საათამდე გაზის მიწოდება სამგორის რაიონში დროებით შეწყდება შემდეგ მისამართებზე:

მოსკოვის გამზ. 19, 33, 33-2, 33-3, 33-4, 33-5, 34, 35, 35-2, 35-3, 35-4, 36, 36ა, 36ბ, 36გ, 36დ, 36ე, 36ვ, 36ზ, 37-2, 37-3, 38ა, 38, 39, 39-2, 39-3, 40, 40ა, 40ბ, 41-1, 41-2, 42, 43, 43-2, 43-3, 44, 45, 46, 46ა, 47, 48, 48ა, 48ბ, 49, 50ა-1, 50ა-2, 52ა, 96, 98/38, 187, 38, 38/1, 38ბ, მოსკოვის გამზირის კვ. II-ში მდებარე კორპ. 1, 2, 3, კვ. IV-ში მდებარე კორპ. 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, კვ. V-ში მდებარე კორპ. 1, 2, 3, 4, 5, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, მოსკოვის გამზირის V კვარტლის I კომპლექსის # 1, # 2, # 3, # 4 კორპუსების, მოსკოვის გამზ. 19-ის მიმდებარედ მდებარე ,,ეკა ფარულავა”-ს, ქინძმარაულის ქ. 2, 2ა, 4, ქინძმარაულის II შ. 1, ქინძმარაულის II შ. 2, ქინძმარაულის II შეს. 2ა, ქინძმარაულის II შ. 3, ქინძმარაულის II შეს. 4, 5ა, 6, 6ა, 6ბ, 7, 8, 8ბ, 8გ, 8დ, 9, ქინძმარაულის II შ. 11, ქინძმარაულის II შ. 12, ქინძმარაულის II შეს. 8ბ-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის, ქინძმარაულის ქ. 5-ში შპს ,,დეველოპერ 22”-ს საცხოვრებელი კორპუსის, ქინძმარაულის II შეს. 4-ში მდებარე შპს ,,თმგ გრუპი”-ს, ქინძმარაულის ქ. 15-ში მდებარე სს ,,ინდუსტრია 21”-ის საცხოვრებელი კორპუსების, ქინძმარაულის ქ. 5-, ნაკვ. 003/073-ში მდებარე შპს ,,დეველოპერი 22”-ს, ქინძმარაულის ქ. 15-ში (ზურაბ იარაჯულის ქ. 35) მდებარე სს ,,ინდუსტრია 21”-ის საცხოვრებელი კორპუსის, ქინძმარაულის შეს. 5-ში (II შეს. 17) მდებარე შპს ,,ანკო სამგორი”-ს საცხოვრებელი კორპუსის, კაიროს ქ. 20, 22, 22ა, 26-34 (26/34), 34, 38 (იგივე გრიგოლ ლორთქიფანიძის ქუჩა), კაიროს ქ. 42-ში მდებარე შპს ,,ბგპ”-ს საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობას, ასევე II ნავთლუღის მე-2 ქუჩის, II ნავთლუღის მე-3 ქუჩის, II ნავთლუღის მე-4 ქუჩის, II ნავთლუღის მე-5 ქუჩის, II ნავთლუღის მე-6 ქუჩის, ენუქიძის, ელენე მეტრეველის, აზა ადამიას, ზურაბ იარაჯულის, ნანა სამარგულიანის, კაიროს ქუჩისა და ჩიხის, გრიგოლ ლორთქიფანიძის ქუჩაზე მცხოვრებ კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილს, ასევე მოსკოვის გამზ-ზე, სამრეწველოს დას-ში, ქინძმარაულის ქუჩასა და შესახვევებში მცხოვრებ კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილს.

აგრეთვე გაზმომარაგება შეუწყდება შემდეგ მსხვილ და მცირე კომერციულ ობიექტებს:

სკოლა # 124, სკოლა # 83, შპს ,,ჯი თი ელექტრონიქსი”, ფ/პ ევგენი დვალი, შპს ,,საამო”, ,,ივანე კუპატაძე”, შპს ბ&მ კომპანი”, ,,გაიოზ გაგნიძე”, შპს ,,პროგრესი”, შპს ,,კრისტალ ბილდინგი”, შპს ,,ტოიოტა კავკასია”, სს ,,ორბი 91”, შპს ,,მგ-ოფისი”, შპს ,,ომზაკო”, სს ,,საქართველოს რკინიგზა”, ,,ვლადიმერ მამულაშვილი”, ,,ფიქრია ჩახნაშვილი”, შპს ,,კ-მოტორსი”, შპს ,,მეტალ ინვესტ ჯგუფი”, შპს ,,კამელინი”, შპს ,,საქსპეცტრანსი”, შპს ,,ალექსანდრე”, შპს ,,ბათ გლასი”, შპს ,,ლუკ ტრანსი”, თავდაცვის სამინისიტრის ობიექტი, შპს ,,უშბა დისტილერი”, შპს ,,პროგრესი”, შპს ,,ჯი დი ჯი გრუპი”, შპს ,,ევროპა”, შპს ,,ემეს მოტორსი”, შპს ,,კვაირი”, შპს ,,ფუდოლიზ”, სს ,,მრეწვრკინიგზა”, ბექა ლონდარიძე, შპს ,,მათემარ”, შპს ,,გზაჯვარედინი”, ზვიად კვირიკაძე, სს ,,ასფალტ-ბეტონი”, შპს ,,ალიანსი”, შპს ,,ოცნება”, შპს ,,სტარლეტ ჯგუფი”, შპს ,,ქენდი”, შპს ,,ავტოგრაფი”, შპს ,,მშენებელი 2017”, ,,ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა”, შპს ,,ლორგო”, შპს ,,ლიბო ემ კომპანი”, შპს ,,თ.ბ.კ. ლინკ”, გელა ადუაშვილი, შპს ,,ბდკო”, შპს ,,კაირო”, რევაზ ხუციშვილი, შპს ,,ტიფლის ტექსტილე” და შპს ,,დგამი“, შპს ,,ევროცემენტი“.

გაზმომარაგება აღდგება იმავე დღეს, 4 აპრილს 13:00 სთ-დან 21:00 საათამდე.

“გთხოვთ, იყოთ ყურადღებით და არ დატოვოთ გაზის ონკანები ღია მდგომარეობაში”, – აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში. 

,,როგორც სხვა სანქციებს, აღნიშნულ სანქციებსაც ნულოვანი შედეგი აქვს”- მათიკაშვილი

„რა მძიმე მოსასმენია, ქვეყანა, რომელიც დემოკრატიული ღირებულებების კუთხით ლიდერად უნდა ითვლებოდეს და იყოს საკმაოდ მაღალი სტანდარტის, აკეთებს განცხადებებს, რომლებიც არა თუ სცილდება დემოკრატიულ სტანდარტს, არამედ აბსოლუტურად დაუსაბუთებელი და ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშეა“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ მიხეილ ჩინჩალაძისა და ლევან მურუსიძის მიმართ სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, როგორც სხვა სანქციებს, აღნიშნულ სანქციებსაც ნულოვანი შედეგი აქვს.

„მტკიცებულებების გარეშე როცა თავს უფლებას აძლევს, დიდი ბრიტანეთის კონკრეტულმა უწყებამ რაიმე ფორმით მიიღოს გადაწყვეტილება, ესეც მიუთითებს იმ ძალიან მძიმე მდგომარეობაზე, რა მდგომარეობაშიც დღეს „დიფ სთეითი“ იმყოფება.

ამ კუთხითაც ნათელია, რომ უარგუმენტო და არაფრის მომცემმა ე.წ. სანქციებმა, რომლებიც ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ადმინისტრაციისგანაც ისმოდა, ვერანაირი შედეგი ვერ მოიტანა, ამ შემთხვევაშიც ამას აქვს ნულოვანი გავლენა და შედეგი ადასტურებს იმ გარემოებას, რომ სამწუხაროდ, დემოკრატიული პრინციპით მტკიცებულების მოპოვების სტანდარტისგან საერთოდ დაცლილია არა მხოლოდ ეს განცხადება, არამედ ის უმეტესი წიაღსვლები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის მიმართ მიმდინარეობს“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.

globalnews.ge-ს ინფორმაციით, სახელმწიფო დეპარტამენტში საქართველოსთან დაკავშირებულ კითხვას წერილობით უპასუხეს

სააგენტო globalnews.ge-ს ინფორმაციით, მათ მიერ საქართველოს შესახებ დასმულ კითხვაზე სახელმწიფო დეპარტამენტისგან წერილობითი პასუხი მიიღეს.

როგორც globalnews.ge წერს, სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერს, ტემი ბრუსს globalnews.ge-ს ჟურნალისტმა ბრიფინგზე შემდეგი შეკითხვით მიმართა: „გქონდათ თუ არა რაიმე კომუნიკაცია საქართველოში მმართველ პარტიასთან? და თუ ასეა, შეგიძლიათ, გაგვიზიაროთ, რა ტიპის კომუნიკაცია არსებობს ახლა თქვენ შორის? როგორც იცით, საქართველოში ძალიან მძიმე ვითარებაა, ქართველი ხალხი და საერთაშორისო საზოგადოება არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. დაკავებულები არიან აქციების მშვიდობიანი მონაწილეები, ასევე, ამჟამად ციხეში დამოუკიდებელი ჟურნალისტი იმყოფება. სწორედ ამ გარემოებების გათვალისწინებით, როგორია თქვენი ხედვა საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით?“.

globalnews.ge-ს ინფორმაციით, სახელმწიფო დეპარტამენტისგან მიღებულ პასუხში ნათქვამია, რომ განაგრძობენ მიდგომის შეფასებას საქართველოს მიმართ.

„ჩვენ განვაგრძობთ ჩვენი მიდგომის შეფასებას საქართველოს მიმართ ამერიკული ინტერესების წინსვლისთვის. აშშ-მა ნათლად დააფიქსირა ის ნაბიჯები, რომელთა გადადგმაც საქართველოს მთავრობას შეუძლია, რათა აჩვენოს, რომ სერიოზულად არის განწყობილი აშშ-თან ურთიერთობის გაუმჯობესებისთვის. რაც შეეხება „ქართული ოცნების“ მთავრობის მიერ განხორციელებულ განგრძობით ანტიდემოკრატიულ ქმედებებს – როგორც ვიცე-პრეზიდენტმა ვენსმა მიუნხენში აღნიშნა, დემოკრატიული მანდატის მოპოვება ვერ მოხდება მოწინააღმდეგეების ცენზურით ან ციხეში ჩასმით, ასევე ვერ მოიპოვებთ მას, ძირითადი ელექტორატის პოზიციის უგულვებელყოფით, თუ ვინ უნდა გახდეს ჩვენი საერთო საზოგადოების ნაწილი. შეერთებული შტატები 33 წლის განმავლობაში საქართველოსა და ქართველი ხალხის პარტნიორია და ამ ხნის განმავლობაში ძლიერი მხარდამჭერი საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხებში“, – ნათქვამია globalnews.ge-ს მიერ გავრცელებულ კომენტარში.

რამდენიმე დღის წინ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ტემი ბრიუსმა საქართველოს შესახებ კითხვაზე პასუხისგან თავი შეიკავა. მისი თქმით, დაუბრუნდებოდა და პასუხი ექნებოდა.

„მომხმარებელთა მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს მოგაწოდოთ ამომწურავი ინფორმაცია”- „ყვარლის ბაგა“

„ყვარლის ბაგა“ ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ ფერმა ძროხებს აკრძალული ქათმის ნაკელით კვებავდა.

კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ისრაელში არსებული პრაქტიკის გათვალისწინებით 2018-2019 წლებში კვების რაციონს დაემატა გადამუშავებული ქათმის ნარჩენი თუმცა მას შემდეგ, რაც აღმოჩენილი იქნა ანტიბიოტიკების კვალი, ის რაციონიდან ამოიღეს. ამასთან, კომპანიის ინფორმაციით, წუნდებული რძე წარმოებაში არ ჩაშვებულა და დაუყოვნებლივ გაანადგურეს.

„მომხმარებელთა მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს მოგაწოდოთ ამომწურავი ინფორმაცია.

„ყვარლის ბაგა“ 2014 წლიდან ყოველდღიურად აწვდის ნედლ რძეს „სანტეს“ (რძის პროდუქტების გადამამუშავებელი მსოფლიო გიგანტის, „ლაქტალისის“, შვილობილი კომპანია). მოგვიანებით, მყიდველთა სიას დაემატნენ „სოფლის ნობათი“ ,(კვების ინდუსტრიაში მომუშავე ამერიკული უმსხვილესი კომპანიის, „პეპსიკოს“ შვილობილი), „აგროჰაბი“ (ყველასთვის კარგად ნაცნობი ადგილობრივი ბრენდი) და „რძის ლაბორატორია“ (არანაკლებ პოპულარული ადგილობრივი ბრენდი).

ყველა, ზემოთ ჩამოთვლილ, კომპანიასთან დღემდე გრძელდება თანამშრომლობა და თითოეული დაადასტურებს (ლაბორატორიულადაც) „ყვარლის ბაგას“ მიერ მოწოდებული ნედლი რძის უმაღლეს ხარისხს. უფრო მეტიც, ჩვენ ვამაყობთ და მრავალი უცხოელი ექსპერტიც აღნიშნავს, რომ „ყვარლის ბაგას“ რძის ხარისხი აღემატება ბევრი დასავლური, ქვეყნის, მწარმოებლის რძის ხარისხს.

2015-2020 წლებში „ყვარლის ბაგას“ მართავდა ისრაელიდან მოწვეული ვეტერინარიის პროფესორი, რომლის გადაწყვეტილებით, ისრაელში არსებული პრაქტიკის გათვალისწინებით 2018 -2019 ფერმის კვების რაციონს დაემატა გადამუშავებული ქათმის ნარჩენი. აღსანიშნავია, რომ ეს იყო საკვებ-დანამატი (მაღალი ხარისხის პროტეინის წყარო) და არა ძირითადი ინგრედიენტი.

ქათმის ნარჩენების ძროხის საკვებ დანამატად გამოყენების დასაშვებობას ადასტურებს ცხოველთა კვების რესურსების ონლაინ მონაცემთა ბაზაც ➡ იხილეთ ლინკი: https://www.feedipedia.org/node/66

ანტიბიოტიკების კვალის აღმოჩენისთანავე, დავიწყეთ მოკვლევა და დამოუკიდებელი ლაბორატორიების (როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო) მიერ მოწოდებული დასკვნის მიღებისთანავე, რომლითაც დადასტურდა „ჩირინას“ პროდუქციაში ანტიბიოტიკის არსებობა, 2019, წელს „ჩირინასთან“ თანამშრომლობა შეწყდა და „ყვარლის ბაგას“ კვების რაციონში ქათმის ნარჩენები აღარ გამოყენებულა.

ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ წუნდებული რძე არ ჩაშვებულა არც შპს „ყვარლის ბაგა“-ს და არც სხვა რომელიმე შემსყიდველის წარმოებაში, იგი განადგურებულ იქნა და სწორედ რძის დანაკარგით და მეურნეობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებას ითხოვს შპს „ყვარლის ბაგა“ შპს „ჩირინა“-სგან.

„ყვარლის ბაგა“ ღიაა კომუნიკაციისთვის და მზად არის ნებისმიერ დაინტერესებულ მხარეს მიაწოდოს დამატებითი ინფორმაცია“, – ნათქვამია „ყვარლის ბაგას“ განცხადებაში.

რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის სრულფასოვანი ავიამიმოსვლა პირველი მაისიდან დაიწყება

რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის სრულფასოვანი ავიამიმოსვლა პირველი მაისიდან დაიწყება.

ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველმა მოადგილემ, სერგეი კირიენკომ განაცხადა.

„პირველი მაისიდან სოხუმის აეროპორტში განხორციელდება სრულფასოვანი ავიამიმოსვლა“, – აღნიშნა მან.

30 წლის განმავლობაში პირველად სოხუმის აეროპორტმა საცდელი რეისი მოსკოვიდან თებერვლის დასაწყისში მიიღო.

2023 წლის ოქტომბერში აფხაზეთის რეგიონის საოკუპაციო რეჟიმმა რუსულ კომპანია „ინფრასტრუქტურნოე რაზვიტიესთან“ აეროპორტის რეკონსტრუქციის შესახებ შეთანხმება გააფორმა.

,,ცირკში სიარულის ასაკიდან დიდი ხანია გამოვედი – თავი საბავშვო ბაღში მეგონა”- ირაკლი ოქრუაშვილი

არანაირი საპარლამენტო კომისია არ არსებობს, ისევე, როგორც არ არსებობს არანაირი პარლამენტი – ცირკში სიარულის ასაკიდან დიდი ხანია გამოვედი , – ამის შესახებ ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა მაგისტრანტი მოსამართლის წინაშე დაკითხვის შემდეგ განაცხადა.

ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებით, მას პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე გამოცხადების ვალდებულება არ ჰქონდა, რადგან არ ჩაბარებია კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის დაბარებაზე.

„თავი მეგონა საბავშვო ბაღში – „რა სიტყვებით მოვიხსენიე მიხეილ ქარელი სოციალურ ქსელში“. „მეკუთვნის თუ არა კონკრეტული გვერდი სოციალურ ქსელში“, „რა პოსტები მქონდა გამოქვეყნებული ბოლო პერიოდში კომისიასთან დაკავშირებით“ და ანალოგიური არასერიოზული კითხვები იყო.

არანაირი ვალდებულება ე.წ. კომისიაში მონაწილეობის არ მქონია იმიტომ, რომ არ ჩამბარებია შესაბამისი წესით კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ჩემს დაბარებაზე. წულუკიანის წერილი არ ნიშნავს გადაწყვეტილებას. კომისიამ გადაწყვეტილება მიიღო, ჩემი საქმე გადაიგზავნა პროკურატურაში ერთსულოვნად, კენჭის ყრით. ანალოგიურად უნდა დავებარებინე მეც “, – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

ტრამპის სურვილი უკრაინაში ომი რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს, ეწინააღმდეგება უკრაინისა და რუსეთის ფრთხილ მიდგომებს

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სურვილი უკრაინაში ომი რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს დიპლომატიური მეთოდებით, ეწინააღმდეგება უკრაინისა და რუსეთის ფრთხილ მიდგომებს, – ამის შესახებ The Wall Street Journal-ის მასალაშია ნათქვამი.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ როგორც რუსეთის, ასევე, უკრაინის დიპლომატიური მანევრები მიუთითებს მათ მცდელობებზე, სრულად არ შეასრულონ აშშ-ის მოთხოვნები. უკრაინას სურს ომის დასრულება რუსეთის წინაშე კაპიტულაციის გარეშე და ამავდროულად ეკონომიკური დამოუკიდებლობის დათმობის გარეშე აშშ-ის მიერ დაწესებული მინერალური ხელშეკრულების ხელმოწერით.

იმავდროულად, რუსეთს ნებისმიერ ფასად სურს უკრაინაში დომინირება. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი ვერ მიიღებს შეერთებული შტატების წინადადებას ომის მოგვარების შესახებ და განაცხადა, რომ „ომის ძირითადი მიზეზები“ არ განიხილება.

დენიელ ფრიდმა, აშშ-ის ყოფილმა ელჩმა პოლონეთში აღნიშნა, რომ კიევს იმედი აქვს, რომ დროთა განმავლობაში ტრამპის ადმინისტრაცია გაიგებს რუსეთის დამოკიდებულებას მშვიდობის მიმართ და დაკარგავს მოთმინებას პუტინთან მიმართებაში.

„დრომ შეიძლება უკრაინის სასარგებლოდ იმუშაოს, თუ ტრამპი გააგრძელებს სწრაფი შეთანხმებისკენ სწრაფვას და პუტინი იქნება დაბრკოლება. თუ ტრამპი მიხვდება, რომ მოატყუეს, შეიძლება ცუდი რეაქცია ჰქონდეს“, – განაცხადა ყოფილმა ელჩმა.

უკრაინაში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა ჯონ ჰერბსტმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ უკრაინისგან განსხვავებით რუსეთი მუდმივად აფერხებს მოლაპარაკებებს.

„ისინი (უკრაინა) დათანხმდნენ ყველაფერს, რაც ტრამპმა შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით, მათ შორის საზღვაო ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, რაც დიდად არ შედის უკრაინის ინტერესებში“, – აღნიშნა ჰერბსტმა.

რუსული მხარე, მისი თქმით, პირიქით, არაერთხელ შეანელა პროცესი. აშშ-ის წინადადების საპასუხოდ ცეცხლის ყოვლისმომცველი შეწყვეტის შესახებ, რუსეთმა განაცხადა, რომ ჯერ ბევრი საკითხი უნდა გადაწყდეს. რაც შეეხება შავი ზღვის ზავს, პუტინმა განაცხადა, რომ პირობებს მხოლოდ გარკვეული სანქციების მოხსნის შემდეგ დაიცავენ.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ იმავდროულად, აშშ ახორციელებს ზეწოლას უკრაინაზე, ხელი მოაწეროს წიაღისეულის შეთანხმებას.