Home Blog

“ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!”

ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?! , – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს.

წილოსანის თქმით, უკვე ერთი კვირაა ოპოზიცია და მათი აქტივისტები ზიზღს ავლენენ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო.

„ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ!
საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!
უკვე ერთი კვირაა თვალს ვადევნებთ რამხელა აგრესიას და ზიზღს ავლენთ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო. რამ შეგაძულათ ასე საკუთარი მოსახლეობა? რამ შეგაშინათ ასე საკუთარი ხალხის?
დღეს, თქვენგან განსხვავებით, მშვიდობიანი მიზნით შეიკრიბება უამრავი ადამიანი! მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ერის წინაშე უდიდესი დანაშაული მიგიძღვით და ამ ადამიანების დიდი ნაწილი სრულ ტერორში გყავდათ თქვენი მმართველობის დროს, ჩვენ მაინც ცივილიზებულად მოგექცევით და თქვენსავით კაციჭამიები არასდროს გავხდებით!“ – წერს წილოსანი.

“ფაქტობრივად, სრულდება თავისუფალი ვაჭრობის,იგივე “ფრითრეიდერობის” ეპოქაც და არც ის იქნება გასაკვირი, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციამ თავისი არსებობაც დაასრულოს” –გიორგი ცუცქირიძე

“საფონდო ბირჟის კრახი ხდება მაშინ, როდესაც აქციების ფასები მოულოდნელად ეცემა გლობალური პრობლემების, ფინანსური არასტაბილურობის ან ინვესტორების პანიკის გამო.
აშშ-ის აქციები ეცემა სავაჭრო ომის შიშით ტრამპის ახალი ტარიფების გამო”, – ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტი, გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.
 
“პრეზიდენტ ტრამპის მიერ დაწესებული ყოვლისმომცველი ტარიფები იმპორტირებულ საქონელზე, უფრო მაღალი და ფართოა, ვიდრე ამას პროგნოზირებდნენ. ყველა სახის საქონელზე მინიმუ’მ, 10 %-იანი, მანქანების იმპორტზე 25 %-იანი, ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებზე: ევროკავსირზე 20 %-იანი, იაპონიაზე 24 %, ინდოეთზე 26 %, ტაივანზე-32%, ტაილანდზე 36 % და ა.შ. ხოლო ჩინეთზე-34 %.
მოსალოდნელია, რომ ახალი იმპორტის გადასახადები გაზრდის ფასებს, შეანელებს ეკონომიკის ზრდას და გაზრდის უმუშევრობას აშშ-ში უკვე მიმდინარე წელს, ხოლო ბევრ აშშ -ის წამყვან სავაჭრო პარტნიორ ქვეყანას უბიძგებს რეცესიაში, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებს. მოლოდინებს ამძაფრებს საპასუხო ნაბიჯები ტარიფებზე. მართალია, აშშ-მ მოუწოდა სხვა ქვეყნებს არ გადადგან საპასუხო ნაბიჯები თუმცა ჩინეთმა უკვე შექმნა პრეცედენტი და აქეთ დაუწესა ამერიკულ საექსპორტო საქონელს ანალოგიური 34 %-იანი ტარიფები.
ტრამპის გუნდის განცხადებებით ტარიფების დაწესება განპირობებულია წამყვანი სავაჭრო პარტნიორ ქვეყნების მხრიდან “უსამართლო ვაჭრობის” დასასრულებლად და ადგილობრივი ბაზრის დასაცავად, რაც ადგილობრივი წარმოების სტიმულირებით უნდა მოხდეს და რამაც 2019 წელთან შედარებით, ნეხევარი მილიარდიდან ტრილიონამდე გაზრდილი სავაჭრო დეფიციტის მკვეთრი შემცირება უნდა გამოიწვიოს.
დეფიციტის შემცირება, თუნდაც 2019 წლის დონემდე ალბათ არ იქნება პრობლემური, თუმცა როგორ აისახება ეკონომიკაზე ეგ ცალკე საკითხია. ცნობილია, რომ დეფიციტის ზრდა პირდაპირ პროპორციულად გაზრდილი იმპორტის გამო, ახდენს დოლარის გადინებას ქვეყნის გარეთ. აშშ -ის გლობალური დომინირების დოქტრინა რუზველტიდან მოყოლებული სწორედ დოლარის გლობალურ დომინირებაზე დგას დღემდე, რითაც ინარჩუნებს საერთაშორისო სარეზერვო ვალუტის ფუნქციას. შემთხვევით კი არ იყო, როდესაც ტრამპი, გასულ წელს, დაემუქრა ბრიქსის ქვეყნებს 100 % იანი ტარიფების დაწესებით თუ ისინი დე-დოლარიზაციის გზას დაადგებიან.
თუ აქამდე მსოფლიოს საფინანსო სისტემა დე-ინდუსტრიალიზაციაზე და თავისებურ აუთსორსინგზე ანუ წარმოების განვითარებადი ქვეყნებში გადატანაზე იდგა, ჩვენ რეალურად ვიღებთ რე-ინდუსტრიალიზაციის დასასწყისს, რადგან სხვა ქვეყნებიც ეცდებიან იგივე გაიმეორონ.
ფაქტობრივად, სრულდება თავისუფალი ვაჭრობის იგივე “ფრითრეიდერობის” ეპოქაც და არც ის იქნება გასაკვირი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციამ თავისი არსებობაც დაასრულოს, რომელიც თავის დროზე სწორედ აშშ -ის ძალისხმევით შეიქმნა ინგლისთან ერთად.
მაგრამ არის ბევრი კითხვა, რამდენად შეძლებს აშშ ასე მომძლავრებულ ჩინეთთან სავაჭრო კონკურეციას, რადგან გარდა შედარებით იაფი მუშა ხელისა, ჩინეთი უკვე თავად აწარმოებს მაღალტექნოლოგიური პროდუქციის გამოშვებას, მანქანებით და კომპიუტერებით დაწყებული და სამხედრო-სამრეწველო, მათ შორის კოსმოსური ტექნოლოგიური წარმოებით დასრულებული.
უკრაინაში სამშვიდობო მოლაპარაკებები და ომის დასრულება, რაც ტრამპის მთავარი წინასაარჩევნო დაპირება იყო, უფრო შორეულ პერსპექტივად მოჩანს, ვიდრე თუნდაც მიმდინარე წელს მისი დასრულება. ამასთან, ჩინეთი ყველა ღონეს იხმარს ევროკავშირთან და სატარიფო ზონაში მოხვედრილ აზიის ქვეყნებთან ალიანსების გასაძლიერებლად და მალე შეიძლება ახალი სავაჭრო სტრატეგიული ალიანსებიც ვიხილოთ. ერთი ფაქტია, ერთპოლუსიანი მსოფლიოს დასასრული სულ უფრო რეალური ხდება.
რადიკალურ გარდაქმნებს სჭირდება დრო, რომელიც ფაქტორთა გამო, შეიძლება არც კი იყოს, რადგან პოლიტიკური საკითხებიდან, აშშ-ის ეკონომიკის მოსალოდნელი შენელება აუცილებლად აისახება საზოგადოებრივ განწყობებზე. რე-ინდუსტრიალიზაციას სჭირდება დრო და ის 1 ან 2 წელიწადში ასე მარტივად ვერ განხორციელდება. გარდა იმისა, რომ კონგრესის და სენატის შუალედური არჩევნები მომავალ წლიდან დაიწყება, არ დაგვავიწყდეს, რომ არც ლიბერალური პოლიტიკური ელიტები და ბიზნეს წრეები წასულა სადმე. უნდა ველოდოთ ტრამპის პოლიტიკის ღია კრიტიკის დაწყებას, რაც ტრადიციულად პრეზიდენტობის პირველი 100 დღის შემდეგ იწყება. ტრამპის დღევანდელ ოპოზიციას დემოკრატების სახით და გუშინდელ მმართველ წრეებს ე.წ დიიფ სტეიტად წოდებულს, არც ფინანსები აკლია, არც გავლენები და არც მედია საშუალებები ამერიკულ საზოგადოებაზე ზეგავლების მოსახდენად.
მართალია, დროს უკან ვერავინ დააბრუნებს, თუმცა მსოფლიოს ახალი კონფიგურაცია რით დასრულდება მხოლოდ ვარაუდების დონეზე შეიძლება მსჯელობა.
საქართველო თავის ხანგრძლივ ისტორიაში მერამდენედ შედის დიდი ცვლილებების ეპოქაში და იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ერის პოლიტიკური გონი ამ ამოცანას მეტ-ნაკლებად თავს გაართმევს”, – წერს ცუცქირიძე.

ნიკოლოზ სამხარაძე – იმედია, დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება განმარტავს, არს და მიზანს, რას ემსახურება გრანტი

იმედია, დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება განმარტავს, არს და მიზანს, რას ემსახურება გრანტი, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

„ალბათ, დიდი ბრიტანეთი პირველი მერცხალია. ალბათ, მალე, სხვებიც გამოჩნდებიან, რომლებიც მიხვდებიან, რომ საქართველოში შემდეგი არჩევნები რომელიც ჩატარდება, ეს არის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და აქედან გამომდინარე, ყველა უნდა მოემზადოს ადგილობრივი არჩევნებისთვის. არ ვიცი, ეს გრანტი ზუსტად რისთვის არის გამოყოფილი. იმედია, დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება განმარტავს, არს და მიზანს, რას ემსახურება“, – განაცხადა სამხარაძემ.

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს საგრანტო კონკურსს საქართველოში 2025 წლის ოქტომბრისთვის დაგეგმილი თვითმმართველობის არჩევნების მხარდასაჭერად. როგორც საგარეო უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისი (FCDO) იწვევს ქართულ არაკომერციულ ორგანიზაციებს, 2025 წლის 25 აპრილამდე წარადგინონ განაცხადები 2025 წლის ოქტომბერში დაგეგმილი ქართული მუნიციპალური არჩევნების ეფექტურ ჩატარებაში მხარდასაჭერად.

6 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

გამორიცხული არ არის, რომ ამ დღეს ძველი, კარგად დავიწყებული ვალი დაგიბრუნონ ან ძვირფასი საჩუქარი მიიღოთ. მოერიდეთ ცხარე და ცხიმიანი საკვების მიღებას, რადგან დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში შეიძლება კრიზისული პერიოდი დადგეს.

კურო

ეცადეთ, საკუთარი ილუზიების ტყვედ არ იქცეთ და თავი არ მოიტყუოთ. უახლოეს ხანებში მოსალოდნელია ფინანსური პრობლემები, ამიტომ ეცადეთ ცდუნებებს გაუმკლავდეთ და ფული გონივრულად ხარჯოთ. გამორიცხული არ არის ძველი გრძნობების განახლება.

ტყუპები

დილიდან გარშემო ყველაფერი გაღიზიანებთ. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობისას მოერიდეთ ზეწოლას და გადაჭარბებულ პრეტენზიებს. სავარაუდოდ, ახალ ბიზნესპარტნიორებს შეიძენთ და ეს კავშირი დიდხანს გაგრძელდება. ფრთხილად იყავით ავტომობილის მართვის დროს.

კირჩხიბი

ხელსაყრელი დღეა ნებისმიერი რთული აღქმის დაწყებისთვის. თუ მუცლის არეში დისკომფორტს გრძნობთ, გამორიცხეთ ხორცი მენიუდან და ბოსტნეულით ჩაანაცვლეთ. ანალიზის საშუალებით ვითარებაში გარკვევის მცდელობა უშედეგო იქნება.

ლომი

ეს დღე სავსეა სასიყვარულო განცდებით, იმედგაცრუებითა და ინტრიგებით. გირჩევთ მეტი ყურადღება მიაქციოთ პროფესიული პრობლემების გადაჭრას. სასურველია, რომ ადამიანებთან ურთიერთობაში კატეგორიულ მსჯელობს ერიდოთ. სხვადასხვა ბიზნესგარიგებებში წარმატება გელით.

ქალწული

ხელსაყრელი დღეა კოლეგებთან და ნათესავებთან ურთიერთობისთვის. შეიძლება ოჯახის რომელიმე წევრმა სახლში დაბრუნება დააგვიანოს და ბევრი ინერვიულოთ. მოერიდეთ სხვა ადამიანებზე უფროსობის სურვილს და მათში ნაკლის ძებნას, თორემ შეიძლება სრულიად მარტო დარჩეთ.

სასწორი

შეიძლება სასიცოცხლო და შემოქმედებითი ენერგიის დაქვეითება იგრძნოთ, თუმცა ნუ ინერვიულებთ, ეს დიდხანს არ გაგრძელდება. თქვენს თავშეკავებას საყვარელი ადამიანი უყურადღებოდ აღიქვამს, რამაც შეიძლება წყენა და გაუგებრობა გამოიწვიოს. გახსოვდეთ, რომ სამთავრობო უწყებებთან ურთიერთობის დროს სიმშვიდე უნდა შეინარჩუნოთ. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში პრობლემები გელით.

მორიელი

ამ დღეს რაც უფრო ნაკლებად იაქტიურებთ, მით უკეთესია. ფრთხილად იყავით და ნუ ენდობით მაცდურ შეთავაზებებს. ინტელექტუალური და შემოქმედებითი საქმიანობა ახალი იდეებით შთაგაგონებთ და წარმატებას მოგიტანთ. მოსალოდნელია ძველი გრძნობების განახლება.

მშვილდოსანი

ეს დღე განსაკუთრებით ხელსაყრელია შემოქმედი მშვილდოსნებისთვის. ალბათ დადგა დრო, რომ სიკეთით გადაუხადოთ ადამიანს, ვინც აქამდე უანგაროდ დაგეხმარათ. შესაფერისი დროა ბინაში რემონტისა და ავეჯის შესაძენად.

თხის რქა

ხელსაყრელი დღეა ახალი საქმის დაწყებისთვის. მეგობრებთან შეხვედრა საინტერესო საღამოს გპირდებათ. სამსახურში ჯილდოს მიიღებთ თუ საყვედურს, ეს მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული.

მერწყული

დროა, მიხვდეთ, რომ სამსახურის გარდა პირადი ცხოვრებაც არსებობს და თავი მთლიანად გრძნობებს მიუძღვნათ. თუ არ იზარმაცებთ, ამ დღეს შესანიშნავ შედეგს მიიღებთ. ბევრი მერწყული საბოლოოდ იპოვის იმას, რასაც დიდი ხანია ეძებს. სხვადასხვა ბიზნესგარიგებებში ფინანსური მოგება გელით.

თევზები

ეს დღე ხელსაყრელია როგორც გონებრივი, ისე ფიზიკური მუშაობისთვის. თქვენი მხრიდან მოჩხუბარი მხარეების შერიგების ყველა მცდელობა ცეცხლზე ნავთს დაასხამს. გირჩევთ, ნაკლები იაქტიუროთ – არახელსაყრელი დღეა რადიკალური ცვლილებებისთვის.

,,ჩემი აზრით, ევროპა და აშშ უნდა გადავიდნენ ნულოვან ტარიფებზე”- ილონ მასკი

აშშ-ის სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ილონ მასკი ევროკავშირსა და აშშ-ს შორის ნულოვან ტარიფებს იმედოვნებს.

„იმედი მაქვს, შეთანხმდებიან, რომ როგორც ევროპა, ისე შეერთებული შტატები, იდეალურ შემთხვევაში, ჩემი აზრით, უნდა გადავიდნენ ნულოვან ტარიფებზე, რაც ფაქტობრივად შექმნის თავისუფალი ვაჭრობის ზონას ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკას შორის,“ – თქვა მასკმა იტალიის ვიცე-პრემიერ მატეო სალვინისთან დისკუსიის დროს.

მასკმა ასევე აღნიშნა, რომ საჭიროა მეტი თავისუფლება ხალხისთვის, რათა მარტივად გადაადგილდნენ ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკას შორის, თუ მათ ეს სურთ.

„ეს ნამდვილად ვურჩიე პრეზიდენტს“, – ამბობს მასკი.

აშშ-ის სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ასევე აკრიტიკებს ევროპას მისი რეგულაციების გამო, რადგან მასკის აზრით, „ევროპა ცუდი ადგილია ახალი ბიზნესის დასაწყებად“.

გიორგი მამარდაშვილი „რეალთან“ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს

ლა ლიგის 30-ე ტურის დაპირისპირებაში გიორგი მამარდაშვილმა მე-13 წუთზე „ვალენსიას“ კარში დანიშნული პენალტის დროს ვინისიუს ჟუნიორის დარტყმული ბურთი მოიგერია.

გიორგიმ კიდევ რამდენჯერმე გადაარჩინა გუნდი – პირველ ტაიმში კილიან მბაპეს და ფრანის შეტევებს გადაეღობა, ხოლო შესვენების შემდეგ ჯუდ ბელინგემსა და ფედერიკო ვალვერდეს არ გაატანინა (სულ მატჩის განმავლობაში მამარდაშვილს 8 მოგერიება ჰქონდა).

ანალიტიკურმა პორტალებმა ქართველი მეკარე გამოარჩიეს და შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს – Whoscored-მა ქართველი მეკარის თამაში 8.4 ქულით შეაფასა, ხოლო Sofascore-მა და Flashscore-მა – 8,5 ქულით.

,,მონას დაძახებაზე ქართველ კაცს შესაბამისი რეაქცია ექნება”- ვატო შაქარიშვილი

ქაშუეთიდან გამოვედით ლოცვიდან, რომ მოვარდა ტელეფონმომარჯვებული და დაგვიწყო მოღალატეს, რუსის მონას ძახილი, – ამის შესახებ მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წარმომადგენელმა, ვატო შაქარიშვილმა პირველ არხს „მთავარი არხის“ ჟურნალისტის, გიორგი მამნიაშვილთან დაკავშირებით განუცხადა.

მისი თქმით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ტელეფონმომარჯვებული ახალგაზრდები დადიან და ადამიანებს შეურაცხყოფას აყენებენ.

„პირველი შემთხვევა არ არის, როცა ტელეფონ მომარჯვებული „ოლე ოლა“ ახალგაზრდები დადიან და ადამიანებს შეურაცხყოფას აყენებენ. მონას დაძახებაზე ქართველ კაცს ექნება შესაბამისი რეაქცია. ქაშუეთიდან გამოვედით ლოცვიდან, ზეთი არ მქონდა ზეთნაცხები ხელიდან შეშრობილი, რომ მოვარდა ტელეფონმომარჯვებული და დაგვიწყო მოღალატეს, რუსის მონას ძახილი და მოხვდა კბილებში. ეს იყოს მაგათთვის პროფილაქტიკური ხასიათის, რადგან უნდა დაასრულონ ეს. საზოგადოება ითმენს, კბილებით უჭირავს, რომ მსგავსი ფაქტები არ მოხდეს. ჩვენ არავის არ ვერჩით, არავის არ ვესხმით, ლოცვიდან ქაშუეთიდან გამოსულთან ასეთი პროვოკატორი, მანქურთი დემონი მოვიდა ტელეფონმომარჯვებული და ვურჩევ, რომ გამოაქვეყნოს ეს ვიდეო და დადოს საჯაროდ“, – განაცხადა შაქარიშვილმა.

ამასთან, შემთხვევის შესახებ ვატო შაქარიშვილმა სოციალურ ქსელშიც დაწერა.

„ქაშუეთიდან ლოცვიდან გამოსულს ტელეფონმომარჯვებული მანქურთი შემოგვხვდა მონა-მონას ძახილით და მიიღო კბილებში. იყოს ჭკუის სასწავლებელი, რომ აღარავის გაუბედოთ მსგავსი. ჩვენ არავის თავს არ ვესხმით, მეტიც ზედმეტად ბევრს ვითმენთ!!!
იცოდეთ, რომ შეურაცხყოფაზე რეაქცია აუცილებლად გვექნება“, – დაწერა შაქარიშვილმა.

„მთავარი არხის“ ჟურნალისტი გიორგი მამნიაშვილი ვატო შაქარიშვილსა და გოგა ხაინდრავას ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში მომხდარზე კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

„მთავარი არხის“ ჟურნალისტი გიორგი მამნიაშვილი ვატო შაქარიშვილსა და გოგა ხაინდრავას ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს

„მთავარი არხის“ ჟურნალისტი გიორგი მამნიაშვილი, რომელიც ვატო შაქარიშვილსა და გოგა ხაინდრავას ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს, ძველი თბილისის პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზეა გადაყვანილი.

ამის შესახებ მამნიაშვილმა ერთისაათის წინ სოციალურ ქსელში დაწერა.

მისივე თქმით, თავდასხმა ქაშუეთის ეკლესიასთან მოხდა.

„შემთხვევით დავინახე ვატო შაქარაშვილი და გოგა ხაინდრავა – ვიდეო ჩავრთე და ვუთხარი, რომ მონა იყო თავისი საქმიანობის გამო, ფონდების დაყადაღება ვიგულისხმე. ამის გამო გადავიდა ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე, რამდენჯერმე წიხლი დამარტყა და სახეში სილა გამაწნა ხუთ-ექვსჯერ. პოლიციამ როგორც კი დაინახა, მოვიდა. ეგენი რომ არ ყოფილიყვნენ, არ ვიცი, რა მოხდებოდა“, – განაცხადა მამნიაშვილმა, რომლის კომენტარსაც „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში მომხდარზე კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ევროპის ქალაქებში დონალდ ტრამპისა და ილონ მასკის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები გაიმართა

ევროპის ქალაქებში დონალდ ტრამპისა და აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ილონ მასკის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები იმართება.

გერმანიის ქალაქ ფრანკფურტში, დემონსტრაცია სახელწოდებით „ხელები შორს!“ „დემოკრატები საზღვარგარეთ“-ის მიერ იყო ორგანიზებული. აქცია გაიმართა ბერლინშიც, სადაც აქციის მონაწილეები Tesla-ს შოურუმთან მივიდნენ და გერმანიაში მცხოვრებ ამერიკელებს „ქაოსის დასრულებისკენ“ მოუწოდეს, ასევე საკუთარი ხელისუფლების მიმართ პროტესტისკენ მოუწოდებდნენ.

დონალდ ტრამპის წინააღმდეგ აქცია გაიმართა საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში, სადაც დაახლოებით 200 ადამიანი, ძირითადად ამერიკელები, პლას დე ლა რესპუბლიკაზე შეიკრიბდნენ.

დონალდ ტრამპისა და ილონ მასკის წინააღმდეგ პროტესტი გაიმართა სხვა ევროპულ ქალაქებშიც, მათ შორის ლონდონსა და ლისაბონში.

ბრიტანეთის დედაქალაქში რამდენიმე ასეული ადამიანი ტრაფალგარის მოედანზე შეიკრიბა, ისინი სკანდირებდნენ „ხელები შორს კანადისგან“, „ხელები შორს გრენლანდიისგან“ და „ხელები შორს უკრაინისგან“.

კოალიცია „ძლიერმა საქართველომ“ ცესკოს დადგენილების წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა

კოალიცია „ძლიერმა საქართველომ“ ცესკოს დადგენილების წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

როგორც იურისტმა თორნიკე ართქმელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ცესკოს დადგენილება, “კენჭისყრის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარების წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ“ სრულად უკანონოა და ეწინააღმდეგება საარჩევნო კოდექსს.

„2 დღის წინ, ცესკომ კანონსაწინააღმდეგო დადგენილება მიიღო, რითაც დამკვირვებლებს უკრძალავენ, რომ ვერიფიკაციის აპარატებს დააკვირდნენ და გადაუღონ ფოტო-ვიდეო, ასევე მათ აღარ ექნებათ შესაძლებლობა, რომ არჩევნებზე მისულ პირებს პირადობის მოწმობები შეუმოწმონ. ეს არის დასტური იმისა, თუ რასაც ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ვსაუბრობდით სიმართლეა – როგორ გაყალბდა 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნები. „ქართულმა ოცნებამ“ გამოიყენა უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების პირადი ნომრები. ცესკოს ეს დადგენილება სრულად უკანონოა და ეწინააღმდეგება საარჩევნო კოდექსს, რის გამოც, დღეს, ჩვენ სასამართლოს მივმართეთ“, – განაცხადა თორნიკე ართქმელაძემ.

შეგახსენებთ, ცესკოს დადგენილებით, არჩევნების დღეს, კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებისთვის რიგი შეზღუდვები დაწესდა, მათ შორის, სიახლეა ის, რომ დამკვირვებლები კენჭისყრის შენობაში ამომრჩევლისთვის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გამორთმევას ვერ შეძლებენ.

გარდა ამისა, იკრძალება ამომრჩევლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის, ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატზე გამოტანილი ამომრჩევლის მონაცემების, ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატიდან ამობეჭდილი ამომრჩევლის ვერიფიკაციის დამადასტურებელი ქვითრისა და ამომრჩევლის მიერ საარჩევნო ბიულეტენზე გაკეთებული არჩევანის ფოტოვიდეოგადაღება ან სხვაგვარი დამუშავება.

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად ლაშა გოგნიაშვილი დაინიშნა

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად პოლიციის პოლკოვნიკი ლაშა გოგნიაშვილი დაინიშნა.

ლაშა გოგნიაშვილი ამ დრომდე გურიის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის პოზიციას იკავებდა.

ლაშა გოგნიაშვილმა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის პოსტზე სულხან თამაზაშვილი ჩაანაცვლა, რომელიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე წარადგინეს.

,,საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეაზე შეხვედრები გვექნება ევროპელ კოლეგებთან – ვისაუბრებთ რეგიონში უსაფრთხოების გამოწვევაზე ” – შალვა პაპუაშვილი

საპარლამენტთაშორისო კავშირის 150-ე ასამბლეის ფარგლებში შეხვედრები გვექნება ევროპელ კოლეგებთან, ევროპული პარლამენტების წარმომადგენლებთან, საუბარი იქნება მიმდინარე უსაფრთხოების გამოწვევაზე, რაც რეგიონშია, –  ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

„საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია საპარლამენტთაშორისო კავშირის 150-ე ასამბლეაში მონაწილეობს. აქ, პარლამენტებიდან 130 ქვეყნის დელეგაცია არის წარმოდგენილი, 2000-მდე დელეგატია. ჩვენ ამ შესაძლებლობას ყოველთვის ვიყენებთ, რომ ერთ ადგილზე საშუალება გვქონდეს, ბევრ ჩვენს კოლეგას შევხვდეთ და ჩვენთვის მნიშვნელოვან საკითხებზე გავესაუბროთ. როგორც წესი, ჩვენს კოლეგა პარლამენტარებთან შეხვედრებისას ასეთ ფორმატებს, უპირველეს ყოვლისა, ვიყენებთ ხოლმე არაღიარების პოლიტიკის გასაძლიერებლად. ამჯერად შეხვედრები ევროპელ კოლეგებთან, ევროპული პარლამენტების წარმომადგენლებთან გვექნება. რა თქმა უნდა, საუბარი იქნება მიმდინარე უსაფრთხოების გამოწვევებზე, რაც რეგიონშია – იმ სამშვიდობო მიზნებზე, რაც, საბოლოო ჯამში, მნიშვნელოვანია, რომ უკრაინაში ომის დამთავრების მიმართულებით დასრულდეს. ასევე, იმ გამოწვევებზე ვისაუბრებთ, რაც დღეს არსებობს, რათა ეკონომიკურ თანამშრომლობას სწორი მიმართულება მიეცეს. განსაკუთრებით, იმის გათვალისწინებით, რომ ეს ასამბლეა უზბეკეთში, ტაშკენტში ტარდება, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, როგორც ტრანზიტული ქვეყნის როლის წინ წამოწევა თანამედროვე სამყაროში იმ ეკონომიკური, ახალი შესაძლებლობების გათვალისწინებით, რაც დღესდღეობით ისახება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, შეხვედრა ევროპელ კოლეგებთან, ასევე სხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან იქნება.

„მოხარული ვარ, რომ კიდევ ერთხელ შესაძლებლობა მექნება, უზბეკეთის პარლამენტის ხელმძღვანელობასთან შეხვედრის, ვისთანაც განსაკუთრებული თბილი ურთიერთობა გვაქვს. წინ საინტერესო ასამბლეა გველოდება. ასამბლეის წევრების წინაშე სიტყვით გამოსვლა მექნება. დარწმუნებული ვარ, ბევრი საინტერესო შეხვედრა იქნება. თავისთავად, საქართველოსა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობა ერთ-ერთი პრიორიტეტია. სულ ახლახან აზიის ქვეყნებში პრემიერ-მინისტრის ვიზიტი შედგა. მნიშვნელოვანია, ერთის მხრივ, არსებობდეს ის ტრადიციული მეგობრული ურთიერთობები, რაც ჩვენს ქვეყნებს შორისაა და თანამედროვეობაში უკვე საერთო ეკონომიკური ინტერესებია, სწორად განხორციელდეს, როგორც ეკონომიკურ-თანამშრომლობის თვალსაზრისით, ასევე საქართველოს, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი დერეფნის პოტენციალის სრულად რეალიზებისთვის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, საპარლამენტო დელეგაცია 5-8 აპრილს საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) 150-ე ასამბლეის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში გაიმართება.

უკრაინას არასდროს შეჰპირებიან, რომ ალიანსის წევრობა სამშვიდობო შეთანხმების ან ცეცხლის შეწყვეტის ნაწილი იქნებოდა – მარკ რუტე

ნატოს გენერალური მდივნის განცხადებით, უკრაინას არასდროს შეჰპირებიან, რომ ალიანსის წევრობა სამშვიდობო შეთანხმების ან ცეცხლის შეწყვეტის ნაწილი იქნებოდა, – განაცხადა მარკ რუტემ The New Voice of Ukraine-is ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

როგორც ალიანსის ხელმძღვანელმა აღნიშნა, 2024 წლის ვაშინგტონის სამიტზე წევრმა ქვეყნებმა განაცხადეს, რომ ნატოსკენ უკრაინის სვლა შეუქცევადია, თუმცა ეს ფორმულირება გრძელვადიან პერსპექტივას ეხებოდა. ზუსტად რა ვადებში მოხდება ნატოში უკრაინის გაწევრიანება, რუტეს თქმით, არავინ იცის.