Home Blog

“ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!”

ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?! , – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს.

წილოსანის თქმით, უკვე ერთი კვირაა ოპოზიცია და მათი აქტივისტები ზიზღს ავლენენ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო.

„ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ!
საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!
უკვე ერთი კვირაა თვალს ვადევნებთ რამხელა აგრესიას და ზიზღს ავლენთ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო. რამ შეგაძულათ ასე საკუთარი მოსახლეობა? რამ შეგაშინათ ასე საკუთარი ხალხის?
დღეს, თქვენგან განსხვავებით, მშვიდობიანი მიზნით შეიკრიბება უამრავი ადამიანი! მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ერის წინაშე უდიდესი დანაშაული მიგიძღვით და ამ ადამიანების დიდი ნაწილი სრულ ტერორში გყავდათ თქვენი მმართველობის დროს, ჩვენ მაინც ცივილიზებულად მოგექცევით და თქვენსავით კაციჭამიები არასდროს გავხდებით!“ – წერს წილოსანი.

,,საქართველოს პრემიერთან კონსტრუქციული დისკუსია მქონდა”- ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, პია კაუმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ეხმაურება.

„დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან მქონდა კონსტრუქციული დისკუსია იმ სადავო კანონზე, რომელიც ეხება ორგანიზაციებს, რომლებიც იღებენ დაფინანსებას უცხოეთიდან. მოხარული ვარ, რომ მათ სურთ დიალოგში ჩაერთონ თავიანთ საერთაშორისო პარტნიორებთან, როგორიცაა ეუთოს გენერალური ასამბლეა“, – აღნიშნა პია კაუმამ.

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალუბნის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

სუს-ის ცნობით, აღნიშნული ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული „ცხელი ხაზი“.

„ინფორმაცია უკანონო დაკავების მორიგი ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს.

ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად.

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის საოკუპაციო ძალას“, – აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური უცნობი პირების მიერ მოქალაქეთა სატელეფონო ნომრების დამუშავების კანონიერებას შეისწავლის

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური უცნობი პირების მიერ მოქალაქეთა სატელეფონო ნომრების დამუშავების კანონიერებას შეისწავლის. ამის შესახებ განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ავრცელებს.

„სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციების თანახმად, ბოლო დღეების განმავლობაში, უცნობი პირები პირად სატელეფონო ნომრებზე უკავშირდებიან მოქალაქეებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური კომპეტენციის ფარგლებში შეისწავლის უცნობი პირების მიერ მოქალაქეთა სატელეფონო ნომრების დამუშავების კანონიერებას”, – წერია განცხადებაში.

ცნობისთვის, 7 მაისიდან მოქალაქეები სოციალურ ქსელში ავრცელებენ ინფორმაციას, რომ როგორც უცხო სახელმწიფოების, ისე ქართული ნომრებიდან მათთან შედის სატელეფონო ზარები, რომლებიც ე.წ. “რუსულ კანონს” უკავშირდება. პასუხის შემთხვევაში, ზარის ავტორი იყენებს სიძულვილის და შეურაცხმყოფელ ენას ზარის ადრესატის მისამართით.

 ,,საქართველოს ინტეგრაცია გაჩერდება და შეიძლება დეგრადირებაც დაიწყოს, თუ მთავრობა გონს არ მოეგება”- გიტანას ნაუსედა 

საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ უნდა ჩამოერთვას, ვინაიდან, ეს გულს დაწყვეტს სამოქალაქო საზოგადოებას, რომელიც ახლა ქუჩებშია და თავის პროტესტს გამოხატავს. შესაბამისი განცხადება ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

“კანდიდატის სტატუსი ევროპული ინტეგრაციის კიბის უბრალოდ ერთი ნაბიჯია. არა მგონია, რომ ახლა რამე უნდა დავაინიცირო, რაც საქართველოს უკან დაწევს, ვინაიდან, ეს ძალიან დაწყვეტს გულს სამოქალაქო საზოგადოებას, რომელიც ახლა ქუჩებში გამოდის და თავის პროტესტს გამოხატავს”, – განაცხადა ნაუსედამ.

ამავე დროს, ლიეტუვის პრეზიდენტის თქმით, საქართველოს პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მიღება უდრის “ქართულ სივრცეში რუსული კულტურის, რუსული მეთოდიკის გადატანას”.

“ეს საქართველოს უკან წევს მისი ევროპული ინტეგრაციის გზაზე. ამ მხრივ წინ წაწევით, ისინი რეალურად უკან დაიხევენ. ყველა ეს სიგნალი გაგზავნილ იქნა.

საქართველოს ინტეგრაცია გაჩერდება და შეიძლება დეგრადირებაც დაიწყოს, თუ მთავრობა გონს არ მოეგება”, – განაცხადა ნაუსედამ.

ამავდროულად, ლიეტუვის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება თავისას მიაღწევს.

“ისინი ერთგულნი არიან მსგავსი სახის მცდელობების წინააღმდეგ იბრძოლონ, ევროპა ამის გაკეთებაში უნდა დაეხმაროს. საქართველოს შანსი აქვს, საქართველოს დღეს აქვს შანსი.. ასე რომ, მივცეთ საქართველოს საშუალება იცხოვროს ისე, როგორც ცხოვრობს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საშუალება მივცეთ მის სამოქალაქო საზოგადოებას იმოქმედოს”, – განაცხადა ნაუსედამ.

 ,,ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს განვუმარტე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის შინაარსი და კონტექსტი ”- კობახიძე

ძალიან საქმიანი შეხვედრა მქონდა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან, პია კაუმასთან და სხვა წამყვან თანამდებობის პირებთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში წერს.

მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ საუბრის ძირითადი თემა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი იყო.

„ვისაუბრეთ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით. ასამბლეის პრეზიდენტს განვუმარტე კანონპროექტის შინაარსი და კონტექსტი. გამოვხატე მზაობა, ყურადღებით მოვისმინოთ და განვიხილოთ ყველა კონკრეტული სამართლებრივი შენიშვნა კანონპროექტთან დაკავშირებით, რისთვისაც შეგვიძლია, გამოვიყენოთ კანონის განხილვის შესაბამისი პროცედურა“, – აღნიშნავს ირაკლი კობახიძე.

საია განცხადებას ავრცელებს

“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” ე.წ. „რუსული კანონის“ წინააღმდეგ საპროტესტო აქციებში ჩართული პირებისა, უფლებადამცველების, ან მათი ოჯახის წევრების მისამართით განხორციელებულ სატელეფონო ზარებთან დაკავშირებით, რა დროსაც გამოყენებულია სიძულვილისა და შეურაცხმყოფელი ენა, განცხადებას ავრცელებს.

საია-ს განცხადებით, ზარები, სიხშირის, სისტემურობის, დავიწროებული, კონკრეტული ნიშნით გამოყოფილ ადრესატთა წრის გათვალისწინებით, აჩენს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ, შესაძლოა მონაცემთა დამუშავება კანონის დარღვევით, შესაბამისი სახელმწიფო უწყებების ბაზების გამოყენებით ხდება.

საია მოუწოდებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს, კომპეტენციის ფარგლებში დაინტერესდნენ ამ მოვლენით და შეისწავლონ.

„2024 წლის 7 მაისიდან აქტიურად მიმდინარეობს როგორც უცხო სახელმწიფოების, ისე ქართული ნომრებიდან, რუსული კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებში ჩართული პირებისა და უფლებადამცველების (ან მათი ოჯახის წევრების) მისამართით სატელეფონო ზარების მიღება. პასუხის შემთხვევაში, ზარის ავტორი იყენებს სიძულვილის და შეურაცხმყოფელ ენას ზარის ადრესატის მისამართით.

ეს ზარები, სიხშირის, სისტემურობის, დავიწროებული, კონკრეტული ნიშნით გამოყოფილ ადრესატთა წრის გათვალისწინებით, აჩენს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ, შესაძლოა მონაცემთა დამუშავება კანონის დარღვევით, შესაბამისი სახელმწიფო უწყებების ბაზების გამოყენებით ხდება.

მოვუწოდებთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს, ლელა ჯანაშვილს, და, ასევე, მოცემულ საკითხზე სამსახურის შესაბამის პასუხისმგებელ პირებს, შეასრულონ კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობა, დაინტერესდნენ ამ მოვლენით, კომპეტენციის ფარგლებში შეისწავლონ, და საზოგადოებას აცნობონ, სახელმწიფო უწყების, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის, პოზიცია”, – წერია განცხადებაში.

,,მონაცემთა ბაზიდან ქართული საზოგადოება გაიგებს ვინ ძალადობს საქართველოზე და მის სუვერენიტეტზე” – მაჭარაშვილი

„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანის, დეპუტატ გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, ყველა მოძალადე ადამიანი, რომელიც იდენტიფიცირებული იქნება ძალადობრივ აქციებში, იმ ვებგვერდზე გამოჩნდება, რომლის შექმნის შესახებაც დღეს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მხრიდან დაანონსდა.

გურამ მაჭარაშვილმა ისაუბრა „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც, პარტიული სტრუქტურების მეშვეობით შეიქმნება მონაცემთა ბაზა, სადაც თავს მოიყრის ინფორმაცია ყველა იმ პირის შესახებ, რომელიც ძალადობასა და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში არის ჩართული.

„არაერთხელ ვთქვით, ძალადობა მიუღებელია ყველა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, მაინც მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. ვნახეთ პირდაპირ ძალადობრივი აქციები – ქვების სროლა, ცეცხლის წაკიდება, კარის დანგრევა, შეურაცხყოფა, მათ შორის პოლიციელებზე თავდასხმა და ა.შ. რასაც საერთო არაფერი აქვს მშვიდობიან აქციასთან. ამავდროულად, ქართული საზოგადოებისთვის შეურაცხმყოფლად ატყუებენ ხალხს რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები და ამტკიცებენ, რომ აქციები მშვიდობიანია. ამიტომ, ყველა ის მოძალადე ადამიანი, რომელიც იდენტიფიცირებული იქნება ძალადობრივ აქციებში, გამოჩნდება იმ ვებგვერდზე, რაც ყველაზე მთავარია, თავისი მტკიცებულებების დართვით. შესაბამისად, ამ ვებგვერდიდან ქართული საზოგადოება გაიგებს, ვინ ძალადობს საქართველოზე და მის სუვერენიტეტზე, ვინ ემხრობა უცხოურ ძალას, რომელსაც ამ ქვეყნის სუვერენიტეტის შეზღუდვა სურს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

სუს-ი ინფორმაციას ავრცელებს

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული ტრისტან მუშკიაშვილი და ვალერი თეთრუაშვილი თავისუფალი არიან და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან.

სუს-ის ინფორმაციით, ამ ეტაპზე უკანონო პატიმრობაში რჩება მათთან ერთად დაკავებული კიდევ ერთი პირი, რომლის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად მიმდინარეობს აქტიური მუშაობა.

„აღნიშნული პირების უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა როგორც საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) უშუალო ჩართულობით მოქმედი „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ისე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა რელევანტური ინსტრუმენტი. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება ინფორმაციას მუდმივ რეჟიმში აწვდიდა საერთაშორისო პარტნიორებს.

საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას.

ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად”, – წერია ინფორმაციაში.

300 000 კაცი შაჰ-აბასმა ვერ გადაასახლა საქართველოდან და ბიძინა ივანიშვილი ძალით როგორ მოიყვანდა რუსთაველზე?-დაჩი ცაგურია

„სატელეფონო ზარები რა მოსატანია იმ  პროვოკაციებთან შედარებით, რაც სააკაშვილის რეჟიმი გეგმავდა და გეგმავს დღემდე. ყოფილი პრეზიდენტისა და გვარამიას სატელეფონო ჩანაწერს შეგახსენებთ, რომელშიც სააკაშვილი სიტუაციის მეტი დრამატიზებისთვის პირდაპირ ითხოვდა გვარამიასგან მსხვერპლს და აქვე დასძენდა, რომ სასურველი იქნებოდა მსხვერპლი ყოფილიყო ფეხმძიმე ქალი. ძალიან მეშინია კვლავ მსგავსი გეგმები არ ჰქონდეთ თავში, იმიტომ რომ ეს ბნელი ძალა, დღეს, ყველაფერზეა წამსვლელი“-აცხადებს „ჯორჯიან თაიმსთან საუბარში სააკაშვილის ხელისუფლების  პოლიტპატიმარი დაჩი ცაგურია.

-შეძლებს თუ არაქართული ოცნებამესამე მოსმენითაც დაამტკიცოსუცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებკანონი და პროტესტის რა შესაძლებლობა რჩებათ რუსთაველზე მდგომ სტუდენტებსა და მათ გვერდით მდგომ ოპოზიციურ ძალებს? ახსოვს თუ არა საზოგადოებას ,,ნაციონალური მოძრაობის დროინდელირეპრესიები, როდესაც ხელისუფლების მოწინააღმდეგე ყველა აქტივისტსა და პოლიტიკოსს როგორ ურეკავდნენ და აშანტაჟებდნენ სააკაშვილის ხელისუფლების ძალოვანი უწყებები. ,,ჯორჯიან თაიმსიდაჩი ცაგურიას ესაუბრა:

ბატონო დაჩი, დღეს ოპოზიციონერი პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ ,,ქართული ოცნებისაქტივისტები და ძალოვანი უწყებები მათზე სატელეფონო შანტაჟს ახორციელებენ, რეკავენ მათი ოჯახის წევრებთან და უშვერი სიტყვებით ემუქრებიან პოლიტიკური აქტივობის გამო. ,,ნაციონალური მოძრაობის“ 2003-2012 წლების  პოლიტიკა ამ შემთხვევაშიც წარმატებით გრძელდება?

-2007 წლის 7 ნოემბრამდე ცოტა ხნით ადრე სააკაშვილის ხელისუფლებამ დაიწყო მოწინააღმდეგეთა აქტიური განეიტრალების პოლიტიკა. ღამის 2-3 საათზე, ჩვენს და ჩვენი ოჯახის წევრების ტელეფონებზე შემოდიოდა ფარული ნომრებიდან ზარები, რომლებიც უმოწყალოდ გვაგინებდნენ და ჩვენგან მოითხოვდნენ არ გავსულიყავით საპროტესტო აქციებზე, წინააღმდეგ შემთხვევაში ლიკვიდაციით გვემუქრებოდნენ. სწორედ ამ პერიოდში ხელისუფლებამ შექმნა ტროლების და ბოტების ჯგუფები, ინტერნეტფორუმები, სადაც მათთვის საჭირბოროტო საკითხებს განიხილავდნენ მათივე დაქირავებული თანამშრომლები და ყველა ალტერნატიული აზრის მქონე ადამიანს აბულინგებდნენ. ახლა ოპოზიციის წევრები აცხადებენ, რომ ,,ქართული ოცნება“ ახორციელებს მათზე სატელეფონო შანტაჟს. დღევანდელი შანტაჟი, როდესაც ოპოზიციონერ ლიდერს დაბარებული ჰყავს ოპერატორი, მერე მას პირდაპირ ეთერში ურეკავს ვიღაც გამოუცნობი პირი და აგინებს უშვერი სიტყვებით, რასაკვირველია ისევ ,,ნაციონალური მოძრაობის ხელწერაა და არა მგონია მათ გარდა ვინმეს თავში მოსვლოდა მსგავსი რამ, მით უმეტეს, რომ ყველა ლიდერის პირადი ნომერი, ოჯახის წევრების სატელეფონო ნომრების ჩათვლით, სწორედ ,”ნაციონალურ მოძრაობას” აქვს.

არის თუ არა სხვა სერიოზული პროვოკაციების შანსიც დედაქალაქის მთავარ მოედანზე?

-სატელეფონო ზარები რა მოსატანია იმ  პროვოკაციებთან შედარებით, რაც სააკაშვილის რეჟიმი გეგმავდა და გეგმავს დღემდე. ყოფილი პრეზიდენტისა და გვარამიას სატელეფონო ჩანაწერს შეგახსენებთ, რომელშიც სააკაშვილი სიტუაციის მეტი დრამატიზებისთვის პირდაპირ ითხოვდა გვარამიასგან მსხვერპლს და აქვე დასძენდა, რომ სასურველი იქნებოდა მსხვერპლი ყოფილიყო ფეხმძიმე ქალი. ძალიან მეშინია კვლავ მსგავსი გეგმები არ ჰქონდეთ თავში, იმიტომ რომ ეს ბნელი ძალა, დღეს, ყველაფერზეა წამსვლელი. ადამიანის მსხვერპლად შეწირვა პოლიტიკური ზრახვებისთვის მათთვის არაფერია. გვახსოვს რუსთაველზე ცემაში მოკლული ადამიანები, როგორ შემოაწყვეს სახურავებზე!

გარდა ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული აქციების დარბევებისა, აუცილებლად უნდა გავიხსენოთ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ განხორციელებული რეპრესიები ყველა იმ ადამიანზე, ვინც ღიად აპროტესტებდა ხელისუფლების მოქმედებებს

-2008 წლის ომში, როგორც გვახსოვს, ქართული ჯარის მთავარსარდლებად გვევლინებოდნენ კაიფში მყოფი კეზერაშვილი და თბილისის მერი გიგი უგულავაც კი. ყველა მათგანი ბრძანებებს გასცემდა. აგვისტოს ომში სასტიკი მარცხის შემდეგ ხელისუფლებამ საკუთარი უსუსურობის გამართლება ჯარზე ჯოხის გადატეხით სცადა. დაიწყეს დეზერტირების ძებნა ქართულ ჯარში და ყველაფრის მათთვის გადაბრალება მაშინ, როდესაც ხელისუფლების წარმომადგენლებს წითელ ხიდზეც კი ვერ პოულობდნენ, ისე ტოვებდნენ ომში მყოფ ქვეყანას. სააკაშვილი მაშინვე მიხვდა, რომ უკმაყოფილო ჯარი საშიში იყო მისი მთავრობისთვის. ამიტომაც სამი სამსხვერპლო ზვარაკი შეარჩიეს ჯარის ერთხელ და სამუდამოდ დასაშინებლად: როინ შავაძე- ბათუმში, დავით ცინდელიანი-სვანეთში და ქარდავა-სამეგრელოში. მათი სამაგალითო დასჯით ხელისუფლების ყველა მოწინააღმდეგეს განუცხადეს, რომ თუ ვინმე გაბედავდა ,”ნაციონალური მოძრაობის” კრიტიკას, მათაც იგივე ბედი ელოდათ.

სამწუხაროდ, დღეს რუსთაველზე დგანან ახალგაზრდები, რომლებსაც სააკაშვილის დროინდელი რეპრესიები არ ახსოვთ

-სწორედ მათ კიდევ ერთხელ შევახსენებ რა მოხდა 2008 წელს. ომიდან ბათუმში დაბრუნებული შავაძე ღიად აკრიტიკებდა და პირდაპირ ლანძღავდა ვანო მერაბიშვილსა და დავით კეზერაშვილს ქართული მიწების დაკარგვისა და დახოცილი ბიჭების გამო. ყველას უყვებოდა, როგორ მიატოვა ხელისუფლებამ ომში მყოფი ჯარი და თავის გადასარჩენად ქვეყნიდან გაქცევა სცადა. სწორედ 2008 წლის 14 აგვისტოს, როცა გორის გზა ჯერ კიდევ გადაკეტილი იყო რუსი სამხედროების მიერ და შავაძის თბილისში ჩამოყვანა გამორიცხული იყო, ის ბათუმიდან ქობულეთში ჩაიყვანეს, მანამდე ისე სცემეს, რომ მოტეხეს ფეხი, ნეკნები და ლავიწის ძვალი, დააყენეს ფეხმოტეხილი კაცი ქობულეთის ქარსაფარ ზოლთან და უბრძანეს გაიქეციო. შავაძე, რასაკვირველია, ასეთ მდგომარეობაში ვერსად გაიქცეოდა, ამიტომაც დიდხანს ვერ დაელოდებოდნენ და გზის მეორე მხარეს დაყენებულ ჯარისკაცებს უბრძანეს ესროლათ შავაძისთვის. 60 ტყვიით ჩაცხრილეს ოფიცერი, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლებას ღიად დაუპირისპირდა. მოგვიანებით ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ნარკოტიკების მოხმარების გამო ცდილობდნენ შავაძის დაპატიმრებას, სამხედროსას, რომელიც იქამდე საქართველოს სახელით ყველა მისიაში მონაწილეობდა და ყველა იცნობდა, როგორც კარგი ფიზიკური მომზადების მქონე ოფიცერს. რაც შეეხებათ ცინდელიანს და ქარდავას, ისინი ზღვაში გაიყვანეს, თავში ტყვიის გასროლით მოკლეს, შემდეგ სიმძიმეები მოაბეს და გვამები ზღვაშივე ჩაძირეს, რათა მათი კვალიც არ დარჩენილიყო სადმე. ,”ნაციონალური მოძრაობა” ასე ექცეოდა ყველას, ვინც მათ პოლიტიკურ ხელისუფლებას ეწინააღმდეგებოდა. როდესაც კობა დავითაშვილმა დოკუმენტური ჩანაწერები გამოუქვეყნა ყოფილ თანაგუნდელებს და მას, მართლაც, დიდი სკანდალი უნდა მოჰყოლოდა, ამ მოვლენის გადასაფარად 4 აჭარელი ბიჭი ჩაცხრილეს სამგორის მეტროსთან, რომლებიც, ვითომ, რუსთავის ციხის ასაღებად მიდიოდნენ. ასეთი ტრაგიკული  სპექტაკლები სააკაშვილის ხელისუფლების დროის თანმდევი ატრიბუტი იყო 9 წლის განმავლობაში. ამ რეჟიმის ნარჩენები დღეს ოპოზიციაში არიან გადაბარგებული და არც ახლა იტყვიან უარს სისხლიან ტრაგედიებზე, რადგან მათი დევიზი უცვლელია: ჩვენს შემდეგ ქვეყანაში ქვა ქვაზეც ნუ დარჩენილაო!

აქვს ხელისუფლებას იმის რესურსი, რომ არ დაუშვას სისხლიანი პროვოკაციები რუსთაველზე?

-ვაფრთხილებ ოპოზიციას: დღეს ამ ქვეყანას შევარდნაძის დროინდელი უსუსური მთავრობა აღარ მართავს, რომლის გადატრიალება და ჩამოგდება მარტივად იყო შესაძლებელი. ფრთხილად იყვნენ, თორემ როგორც საზოგადოებისგან, ისე ხელისუფლებისგან მიიღებენ ძალზე მკაცრ პასუხს. დღეს თუ ვინმეს ჰგონია, რომ საზოგადოება გვარამიას და შავი ნოდარის მსგავსი მენტალობის  წევრებითაა დაკომპლექტებული, ძალიან ცდება. არც თარგამაძეები, უგულავები და გაბუნიები შეადგენს უმრავლესობას. დღეს რომ უკრაინის ომში მებრძოლი ადამიანები მოჰყავთ სამაგალითოდ ამ ბავშვებისთვის, არავის დაავიწყდეს 13 თვე და 13 დღე როგორ გაუტეხლად იდგა აფხაზეთში ქართული ჯარი და ქართველი მოხალისეები, კეტებით რომ წავიდნენ იქ და ცარიელი ხელებით იდგნენ რუსული ჯარის წინააღმდეგ. ამ უსამშობლო ადამიანებს არავითარი წარმოდგენა არა აქვთ პატრიოტულ განცდაზე. პირველივე მოსახვევში რომ უღალატა სამშობლოს და ხან ჰოლანდიის, ხან ამერიკის და ახლა უკრაინის მოქალაქე რომ ჰგონია თავი, იმ სააკაშვილს გვიყენებენ მაგალითად? ქვეყანა მათთვის დღემდე საკუთარი ეგოს დასაკმაყოფილებელი არეალია. კარგად გვახსოვს, როგორ აპირებდა გიგი თევზაძე ,”ახალი ქართველის” გამოზრდას, მათსავით უსამშობლოსა და უთვისტომოს, ხოლო ქვეყნის პრეზიდენტი როგორ მიერეკებოდა ბავშვებს ბუჩქნარებისკენ… რასაც ახლა საქართველოში ვხედავთ, ასეთი აგრესიული უმცირესობა ყველა ქვეყანაში და ყოველ დროს არსებობდა. მათ ყველგან აქვთ გამოხატვის და სიტყვის თქმის თავისუფლება, თუმცა არ უნდა დავივიწყოთ, რომ გამოხატვის თავისუფლების გამო სააკაშვილის რეჟიმი ქუჩებში ხოცავდა მშვიდობიან მომიტინგეებს, რომლებიც შტურმით პარლამენტის აღებას არ აპირებდნენ. არც ერთი ფოთოლი არ ჩამოგვიგდია მრავალათასიან მიტინგებზე.  დღეს ხომ ამ ახალგაზრდებს ამერიკა დემოკრატიის სავანე ჰგონიათ? ჰოდა გაიხსენონ რა უქნა სახელმწიფომ თეთრ სახლში შეჭრილ მოქალაქეებს, რომლებიც დღემდე ციხეში სხედან. აირჩიეთ ევროპის ნებისმიერი ქვეყანა და იქ სახეში შეაფურთხეთ პოლიციელს. ნახეთ, რა პასუხს მიიღებთ ნებისმიერ ასეთ შემთხვევაში. თურმე წყლის ჭავლით დემონსტრაციის დაშლა სისასტიკე ყოფილა ქართული პოლიციის მხრიდან! არც ორიოდე დღის წინ ამერიკაში მომხდარი სტუდენტური დარბევა დაგავიწყდეთ, როდესაც კამპუსებში შეუვარდნენ “ჰამასის”  მომხრე სტუდენტებს. მერე კარგად დაფიქრდით და დასკვნები თავადვე გამოიტანეთ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ქვეყანაში მზადდება სერიოზული შეიარაღებული პროვოკაცია, რომლისთვისაც ძალოვანი ორგანოები მზად არიან

-ცოტა შორიდან დავიწყებ. გახსოვთ, უკრაინის ომის დაწყების პირველ ეტაპზე ოპოზიციამ რა ამბავი ატეხა პარლამენტში, რომ ქართველი მოხალისეებისთვის სახელმწიფომ არ გამოყო თვითმფრინავი, მათ ბრძოლის ველზე გადასაფრენად? რა პროვოკაციას უწყობდნენ მაშინ ქვეყანას? ჰოდა დღეს სწორედ ეს ადამიანები დგანან მიტინგზე ხელისუფლების წინააღმდეგ და დღესაც ისინი გეგმავენ სახელისუფლო გადატრიალებას. არ გახსენდებათ ოქრუაშვილის და ბარამიძის მსგავსი ცვედნები, ვითომ უკრაინაში მებრძოლები, ფრონტის ხაზიდან ახალთახალი სამხედრო ფორმებით რომ  პოზირებდნენ? ეს ადამიანები ითხოვენ საკუთარი სამშობლოს დასანქცირებას, რომელიც რუსეთთან მწვანილით ვაჭრობს მაშინ, როცა ყოველ დღე მთელი მსოფლიო იღებს მილიონობით დოლარის ღირებულების მეტალსა და ურანს რუსეთიდან. მავნებელი ოპოზიცია ხმის ჩახლეჩამდე მოუწოდებს ევროპელ კოლეგებს სავიზო რეჟიმი გაუუქმონ საქართველოს და ჩამოართვან ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. მითხარით, ამ ადამიანებს როგორ შეიძლება სამშობლო უყვარდეთ? გულწრფელად მინდა მივმართო ახალგაზრდებს დაფიქრდნენ, თუნდაც საიდან მოდის ის უზარმაზარი ფული, რომელიც რუსთაველის აქციების დროს იხარჯება? თუ მართლა ვინმეს ჰგონია, რომ ლუიზას “პერაშკების” იმედზე დგანან იქ ადამიანები?

რით დასრულდება მოვლენები რუსთაველზე?

-რასაკვირველია, კანონი დამტკიცდება. რასაკვირველია, იქ მდგომ ახალგაზრდებს დროებით იმედგაცრუება გაუჩნდებათ, შემდეგ კი დაფიქრდებიან და მიხვდებიან, რომ საქართველო არ არის ბანანის რესპუბლიკა და აქ ხელისუფლების შეცვლა რევოლუციური გზით ვეღარ განხორციელდება. იქნება არჩევნები და ძალიან მალე გაირკვევა, ვის უჭერს მხარს მოსახლეობა, სად არის ღირსება და თავმოყვარეობა და სად გვარამია-მელაძისნაირთა თავაშვებულობა.

ხომ არ ფიქრობთ, რომ ამ აქციების შედეგად ხელისუფლებამ დაკარგა მომხრეთა გარკვეული ნაწილი?

-თუ ვინმე ფიქრობს, რომ დღეს რუსთაველზე შეკრებილი ადამიანები რადიკალურად შეცვლიან საარჩევნო სურათს, ძალიან ცდებიან. ოპოზიციამ ისიც კი თქვა, რომ ,,ქართულმა ოცნებამ“ 300 000 ადამიანი ძალით მოიყვანა რუსთაველზე. 300 000 ადამიანის გადასახლება შაჰ-აბასმა ვერ მოახერხა საქართველოდან და ბიძინა ივანიშვილი როგორ მოახერხებდა მათ რუსთაველზე მიყვანას? ვინ ვის მხარესაა და ვინ რა ძალას უჭერს მხარს საქართველოში, არჩევნების შემდეგ გამოჩნდება. რასაც არჩევნების შემდეგ ოპოზიცია მოიგებს, კარგად დაითვალოს!

“როცა პოლიცია კანონის შესაბამისად დაიწყებს აქციის მონაწილეთა ძალადობრივი ქმედებების აღკვეთას, გამოყენებული იქნება მკაცრი ზომები” – შსს

ვაფრთხილებთ აქციის ყველა მონაწილესა და ორგანიზატორს, იმ დროს, როცა პოლიცია კანონის შესაბამისად დაიწყებს აქციის მონაწილეთა ძალადობრივი ქმედებების აღკვეთას, გამოყენებული იქნება მკაცრი ზომები, ისევე, როგორც ამერიკასა და ევროპის წამყვან ქვეყნებშია მიღებული, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, თეიმურაზ კუპატაძემ განაცხადა.

„გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია იმ საერთაშორისო საპოლიციო ღონისძიებების პრაქტიკის შესახებ, რომელთა გამოყენებითაც როგორც ევროპის წამყვან ქვეყნებში, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებში პოლიციის მიერ ხდება შეკრება-მანიფესტაციის დროს მასების მართვა და საჭიროების შემთხვევაში კანონით დადგენილი სპეციალური საშუალებების გამოყენება.

ბოლო პერიოდში, სხვადასხვა პოლიტიკური ლიდერისა და აქციის ორგანიზატორების მხრიდან, მედიასაშუალებებსა და სოციალურ ქსელებში გავრცელდა არაერთი დეზინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს სამართალდამცველებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალას გადაამეტეს და განახორციელეს კანონსაწინააღმდეგო ქმედებები.

გვსურს ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ პოლიცია შეკრება-მანიფესტაციების დროს, ყოველთვის მოქმედებს საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით. შინაგან საქმეთა სამინისტროში შემუშავებული ინსტრუქციები, რომელიც არეგულირებს შეკრება-მანიფესტაციების მართვას, სრულ შესაბამისობაშია ეუთო/ოდირის სახელმძღვანელო პრინციპებთან. შესაბამისად, სამართალდამცველების მხრიდან სპეციალური ღონისძიებების განხორციელება ხდება საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისად, თანმიმდევრულად და განვითარებული მოვლენების საპასუხოდ, ანალოგიურად მოქმედებდა პოლიცია ბოლო პერიოდში მიმდინარე აქციების დროსაც.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლებს, დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ფარგლებში, სხვადასხვა საერთაშორისო სწავლებაში აქვთ მონაწილეობა მიღებული და ისინი გადამზადებულნი არიან საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

მათ საერთაშორისო დონის სწავლებები გავლილი აქვთ როგორც საქართველოში, ასევე, გერმანიაში, ბულგარეთში, ნიდერლანდებში, იტალიაში, საფრანგეთსა და თურქეთის რესპუბლიკაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს გადამზადება გავლილი აქვთ: კრიზისულ სიტუაციაზე რეაგირებისა და მოლაპარაკებების, შეკრებისა და მანიფესტაციის ეფექტიანი მართვისა და საჯარო დემონსტრაციების დროს საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფის მიზნით ძალის გამოყენების შესახებ.

ეკიპირება, სპეციალური ტექნიკა, აღჭურვილობა და სპეციალური საშუალებები, რომელთაც შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები გამოიყენებენ, არის საერთაშორისო სტანდარტის და მათი უმეტესი ნაწილი შეძენილია ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში.

აქვე, გვსურს საზოგადოებას გავაცნოთ სხვადასხვა ქვეყანაში, სხვადასხვა დროს, ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების ამსახველი ვიდეომასალა.

განვითარებული სამყარო თანხმდება, რომ ნებისმიერ სახელმწიფოში მართლწესრიგის დაცვა არის პოლიციის უმთავრესი ამოცანა და ეს კადრებიც ადასტურებს იმას, რომ ყველა ქვეყანაში პოლიციას აქვს უფლება კანონის შესაბამისად იმოქმედოს და უფლებამოსილების ფარგლებში, საზოგადოებისთვის ხშირად მიუღებელი და უმკაცრესი ზომები გამოიყენოს.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ბოლო პერიოდში საქართველოში, კერძოდ, თბილისში მიმდინარე შეკრება-მანიფესტაციები არაერთხელ გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონმდებლობით მიღებულ ზომებს. ვნახეთ შტურმი საკანონმდებლო ორგანოზე, პიკეტირების მცდელობა პარლამენტზე და ასევე, ძალადობის არაერთი შემთხვევა სამართალდამცველების მისამართით.

ეს კადრები არა მარტო ქართული მედიის, არამედ მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში მოხვდა და ჩემი ევროპელი კოლეგებიც დამეთანხმებიან, რომ ეს იყო პროპორციული ძალა და საკმაოდ ლმობიერი ქმედებები, რაც ქართველმა სამართალდამცველებმა გამოიყენეს.

ვაფრთხილებთ აქციის ყველა მონაწილესა და ორგანიზატორს, იმ დროს როდესაც პოლიცია კანონის შესაბამისად დაიწყებს აქციის მონაწილეთა ძალადობრივი ქმედებების აღკვეთას, გამოყენებული იქნება მკაცრი ზომები, ისევე, როგორც ამერიკისა და ევროპის წამყვან ქვეყნებშია მიღებული“, – აღნიშნა კუპატაძემ.

ვლადიმერ პუტინმა საქართველოსა და მოლდოვას გამარჯვების დღე მიულოცა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საქართველოსა და მოლდოვის ხალხებს გამარჯვების დღე მიულოცა, – ამის შესახებ განცხადება კრემლის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

„დიდ სამამულო ომში გამარჯვების 79-ე წლისთავთან დაკავშირებით, ვლადიმერ პუტინმა მისალოცი გზავნილები აზერბაიჯანის, სომხეთის, ბელარუსის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთის, უზბეკეთის, აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის ლიდერებს და ასევე, საქართველოსა და მოლდოვის ხალხებს გაუგზავნა“, – ნათქვამია განცხადებაში.

„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი საერთო ისტორიის დამახინჯების ან დავიწყების ნებისმიერი მცდელობა შეწყდეს და, რა თქმა უნდა, ყურადღებით შეინარჩუნოთ და შემდეგ თაობებს მეგობრობისა და ურთიერთდახმარების დიდებული ტრადიციები გადასცეთ, რომლებიც ჩვენს მამებსა და ბაბუებს მძიმე სამხედრო განსაცდელების ღირსეულად გაძლებასა და ნაციზმის განადგურებაში დაეხმარა“, – აცხადებს ვლადიმერ პუტინი.

ვლადიმერ პუტინმა „რწმენა გამოთქვა, რომ დიდი სამამულო ომის დროს დამყარებული ძმური მეგობრული კავშირები ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის ურთიერთობების განვითარებისთვის საიმედო საფუძვლად დარჩება“.

 დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6797 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6797 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6797 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6800 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0003 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8812 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8848 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0036 ლარი შეადგინა.