Home Blog

“ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!”

ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?! , – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს.

წილოსანის თქმით, უკვე ერთი კვირაა ოპოზიცია და მათი აქტივისტები ზიზღს ავლენენ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო.

„ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ!
საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!
უკვე ერთი კვირაა თვალს ვადევნებთ რამხელა აგრესიას და ზიზღს ავლენთ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო. რამ შეგაძულათ ასე საკუთარი მოსახლეობა? რამ შეგაშინათ ასე საკუთარი ხალხის?
დღეს, თქვენგან განსხვავებით, მშვიდობიანი მიზნით შეიკრიბება უამრავი ადამიანი! მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ერის წინაშე უდიდესი დანაშაული მიგიძღვით და ამ ადამიანების დიდი ნაწილი სრულ ტერორში გყავდათ თქვენი მმართველობის დროს, ჩვენ მაინც ცივილიზებულად მოგექცევით და თქვენსავით კაციჭამიები არასდროს გავხდებით!“ – წერს წილოსანი.

21 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერ­ძი

გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის შემ­დეგ, არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ და­ი­ხი­ოთ უკან, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში ვერ მი­აღ­წევთ თქვენს მი­ზანს.

კურო

და­უ­კავ­შირ­დით მხო­ლოდ მათ, ვინც ნამ­დვი­ლად სა­სი­ა­მოვ­ნოა თქვენ­თვის, მაგ­რამ უმ­ჯო­ბე­სია, უგუ­ლე­ბელ­ყოთ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც უარ­ყო­ფით ემო­ცი­ებს იწ­ვე­ვენ თქვენ­ში.

ტყუ­პი

იყა­ვით უკი­დუ­რე­სად ფრთხი­ლად და ნუ მის­ცემთ თავს ცდუ­ნე­ბას დიდი მო­გე­ბით ან მაც­დუ­რი პო­ზი­ცი­ით, – სა­ვა­რა­უ­დოდ, ყვე­ლა “მაც­დუ­რი” შე­თა­ვა­ზე­ბა აღ­მოჩ­ნდე­ბა მო­ტყუ­ე­ბა.

კირჩხი­ბი

საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის მი­მართ გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა მთვა­რის გავ­ლე­ნის შე­დე­გია, ამი­ტომ ამა­ზე არც ფიქ­რი და არც ნერ­ვი­უ­ლო­ბა არ არის სა­ჭი­რო. ხვალ ყვე­ლა­ფე­რი უკე­თე­სად იქ­ნე­ბა.

ლომი

ვინ­მეს­თან კონ­ფლიქ­ტის თა­ვი­დან აცი­ლე­ბის სა­უ­კე­თე­სო გზაა მი­ნი­მუ­მამ­დე შე­ამ­ცი­როთ ურ­თი­ერ­თო­ბა მას­თან: ამის გა­კე­თე­ბა შე­იძ­ლე­ბა რთუ­ლი იყოს, მაგ­რამ სხვაგ­ვა­რად უსი­ა­მოვ­ნო სა­უბ­რებ­სა და კონ­ფლიქ­ტებს ვერ გა­ექ­ცე­ვით.

ქალ­წუ­ლი

დღეს გა­გი­ად­ვილ­დე­ბათ ან­და­ზის – “ჩემი ენა ჩემი მტე­რია” – მნიშ­ვნე­ლო­ბის გა­გე­ბა: ზედ­მე­ტის თქმით ად­ვი­ლად შექ­მნით მტერს იმ ადა­მი­ან­ში, რო­მელ­საც გუ­შინ მე­გობ­რად თვლი­დით, ამი­ტომ ჯო­ბია გა­ჩუმ­დეთ.

სას­წო­რი

აზრი აქვს, მო­უს­მი­ნოთ გარ­შე­მო მყოფ­თა, გან­სა­კუთ­რე­ბით ახ­ლო­ბელ­თა კო­მენ­ტა­რებს, მა­ში­ნაც კი, თუ ისი­ნი არა­სა­ხარ­ბი­ე­ლო აღ­მოჩ­ნდე­ბი­ან: ისი­ნი შე­ი­ცავს სი­მარ­თლის მარ­ცვალს, რო­მე­ლიც გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია.

მო­რი­ე­ლი

ნაც­ნო­ბის ქმე­დე­ბამ შე­იძ­ლე­ბა შეც­ვა­ლოს თქვე­ნი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მის მი­მართ: არ ინერ­ვი­უ­ლოთ ამის გამო – კარ­გია, რომ ეს ახლა გა­მოვ­ლინ­და და არა თქვენ­თვის ყვე­ლა­ზე შე­უ­ფე­რე­ბელ და შე­საძ­ლოა სა­ხი­ფა­თო მო­მენ­ტშიც კი.

მშვილ­დო­სა­ნი

დღეს, ისე­ვე რო­გორც ნე­ბის­მი­ერ სხვა დროს, არ არის რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი უფ­რო­სებ­თან კა­მა­თი – ისი­ნი მა­ინც დარ­ჩე­ბი­ან თა­ვი­ანთ აზ­რზე და თქვენ დღე­ი­დან მათ­თვის გახ­დე­ბით სკან­და­ლუ­რი ადა­მი­ა­ნი.

თხის რქა

ორ მხა­რეს შო­რის კონ­ფლიქ­ტში, რომ­ლე­ბიც თქვე­ნი ოჯა­ხის წევ­რე­ბი არი­ან, ერთ-ერ­თის და­და­ნა­შა­უ­ლე­ბით ყვე­ლას გა­ა­ნა­წყე­ნებთ, ამი­ტომ ეცა­დეთ იყოთ ნე­იტ­რა­ლუ­რი.

მერ­წყუ­ლი

უმ­ჯო­ბე­სია საქ­მი­ა­ნი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი რამ­დე­ნი­მე დღით გა­და­დოთ: პარტნი­ო­რებ­თან შე­თან­ხმე­ბა დღეს მა­ინც ვერ მო­ხერ­ხდე­ბა, რა­მაც შე­საძ­ლოა უარ­ყო­ფი­თად იმოქ­მე­დოს თქვენს ფი­ნან­სურ და პრო­ფე­სი­ულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე.

თევ­ზე­ბი

ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ოთ იმას, თუ რას, რო­გორ და ვის ეუბ­ნე­ბით: უყუ­რა­დღე­ბო, უხე­ში, უაზ­რო სი­ტყვით შე­გიძ­ლი­ათ გული ატ­კი­ნოთ საყ­ვა­რელ ადა­მი­ანს.

სიბიგა: მომდევნო დღეები გვიჩვენებს, არის თუ არა რუსეთი მშვიდობის მიმართ სერიოზულად განწყობილი

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიგამ განაცხადა, რომ ე.წ. „სააღდგომო ზავის“ ფონზე უკრაინა კვლავ ელოდება რუსეთის პასუხს 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის წინადადებაზე. ამის შესახებ მან X-ზე დაწერა

სიბიგამ აღნიშნა, რომ 19-20 აპრილის განმავლობაში რუსეთმა მართლაც შეამცირა სამხედრო აქტივობა, მაგრამ  უკრაინის პოზიციებზე შეტევას აგრძელებს, რაზეც უკრაინა სარკისებურად რეაგირებს.  

„თუმცა, მთავარი საკითხი ის არის, რომ გუშინ უკრაინამ შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის გახანგრძლივება შუაღამის შემდეგ. ჩვენ მზად ვართ 30-დღიანი სრული ცეცხლის შეწყვეტისთვის, თუ რუსეთი საპასუხო ნაბიჯებს გადადგამს“, – ხაზგასმით აღნიშნა მან.

საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, მოსკოვს ჯერ არ გაუკეთებია კომენტარი კიევის წინადადებაზე.

„რუსეთის ქმედებები შუაღამის შემდეგ, ხვალ და კვირის განმავლობაში გამოავლენს რუსეთის ნამდვილ დამოკიდებულებას აშშ-ის სამშვიდობო ძალისხმევისა და 30 დღის განმავლობაში ცეცხლის სრულად შეწყვეტის წინადადების მიმართ. ის გვაჩვენებს, რუსეთი სერიოზულად უყურებს მშვიდობას, თუ პუტინის გუშინდელი განცხადებები უბრალოდ მანიპულაციები იყო“, – დაასკვნა სიბიგამ.

რა უნდა ვიცოდეთ ბრწყინვალე შვიდეულის შესახებ და როგორ ვილოცოთ აღდგომიდან ამაღლებამდე

აღდგომის ბრწყინვალე შვიდეული გვირგვინდება კვირიაკით, რომელსაც ეწოდება კვირაცხოვლობა, ანუ ახალი კვირა, ანუ აღდგომის განახლება. ამ დღიდან მოყოლებული, ყოველი კვირა დღე აღდგომის დღესასწაულია.

დღეიდან, აღდგომის მეორე დღეს მორწმუნეებისთვის ბრწყინვალე შვიდეული, ანუ მსგეფსი დაიწყო. მისი თითოეული დღე განსაკუთრებული მადლითაა აღსავსე.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათს საფლავთა კურთხევას აღნიშნავს.

ამ დღეს მორწმუნეები მიცვალებულთა საფლავებზე გადიან, რათა უფლის აღდგომა მათაც ახარონ. ტრადიციის მიხედვით, მათ თან პასკა და წითელი კვერცხები მიაქვთ.

ბრწყინვალე შვიდეულის ყოველ დღეს ტაძრებში სადღესასწაულო ლიტურგია სრულდება და მორწმუნეებს ზიარების მიღების შესაძლებლობა აქვთ.

ბრწყინვალე შვიდეულში ყველა საეკლესიო წესს განსაკუთრებული ელფერი აქვს.

წირვა-ლოცვა მხოლოდ ამ კვირისთვის დამახასიათებელი რიგით სრულდება, განსხვავებულია მიცვალებულის წესის აგება, ცვლილებაა ყოველდღიურ ლოცვებშიც.

ბრწყინვალე შვიდეულში არ იკითხება ფსალმუნები, პარაკლისები, დაუჯდომელი ლოცვები, ხოლო დილა-საღამოს ლოცვების ნაცვლად იკითხება პასექის ჟამნი.

ამ კვირაში ზიარებისათვის მომზადებაც შემსუბუქებულია: მარხვის დაცვა არაა საჭირო, ხორცის მიღება თვით ზიარების წინ დღესაც კი შეიძლება.

იცვლება მისალმების წესიც: აღდგომიდან 40 დღის განმავლობაში ქრისტიანები შეხვედრისას „გამარჯობის“ ნაცვლად ერთმანეთს ახარებენ: „ქრისტე აღსდგა“ — „ჭეშმარიტად!“ „ჭეშმარიტად აღსდგა!“ „ჭეშმარიტად აღსდგა ქრისტე!“

აღდგომის ბრწყინვალე შვიდეული გვირგვინდება კვირიაკით, რომელსაც ეწოდება კვირაცხოვლობა, ანუ ახალი კვირა, ანუ აღდგომის განახლება. ამ დღიდან მოყოლებული, ყოველი კვირა დღე აღდგომის დღესასწაულია.

კვირაცხოვლობას ტაძრებში დაჭრილი არტოსი – საგანგებოდ გამომცხვარი პური რიგდება, რომელიც აღდგომის დღიდან მთელი ბრწყინვალე შვიდეულის მანძილზე ეკლესიებში კანკელის წინ პატარა მაგიდაზე დევს და დიდი მადლით იმოსება. მორწმუნეები მას განსაცდელისას, სულიერი და ხორციელი უძლურების დროს იღებენ.

,,პუტინის „ზავი“ შიმშილობის გამოცხადებასა და კანფეტის ფარულად ჭამას ჰგავს”- ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იან ლიპავსკიმ განაცხადა, რომ არ უნდა ენდონ რუსეთის განცხადებას უკრაინაში სავარაუდო „ცეცხლის შეწყვეტის“ შესახებ. ამის შესახებ მან CNN Prima NEWS-ის ეთერში განაცხადა. 

ლიპავსკიმ გააკრიტიკა რუსეთის მიერ კრემლის მმართველის ვლადიმერ პუტინის მიერ გამოცხადებული „სააღდგომო ზავის“ შეუსრულებლობა.

„ეს იგივეა, რაც შიმშილობის გამოცხადება საუზმესა და ლანჩს შორის და ფარულად კანფეტის ჭამა“, – აღნიშნა ჩეხეთის დიპლომატიის ხელმძღვანელმა.

„ჩვენ ვხედავთ, რომ დაბომბვა გრძელდება. უკრაინა იტყობინება, რომ იყო არაერთი დაბომბვა, ამიტომ ამ გზით გამოცხადებული ცეცხლის შეწყვეტა უფრო მედია ტრიუკია, ვიდრე რეალობა“, – დასძინა მან.

ლიპავსკიმ ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი უარს ამბობს 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე, რასაც უკრაინა უკვე დათანხმდა.

„პუტინი ამას არასოდეს დათანხმებია და დაიწყო სხვა პირობების წამოყენება. ჩვენ უნდა შევხედოთ რეალობას და არა სიტყვებს“, – განაცხადა მინისტრმა და აღნიშნა, რომ თუ რუსეთს „არ სურდა“ ომი, „მას არც დაიწყებდა“.

„ამიტომ, ახლა ერთადერთი შანსია, რომ უკრაინამ შეძლოს საკუთარი თავის წარმატებით დაცვა, რათა რუსეთმა სამხედრო გზით ვერ მიაღწიოს თავის მიზნებს“, – განაცხადა ჩეხმა დიპლომატმა.

ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატზე ორმა ქართველმა იასპარეზა

20 აპრილს მოლდოვაში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნული ნაკრების ორი წევრი, ზაზა ლომთაძე და ლონგინოზ ბრგვაძე გამოვიდნენ.

ლომთაძემ ატაცში 165/170/173 კგ. დაძლია და მე-5 ადგილზე გავიდა, ბრეგვაძემ კი თავი 167/172 კილოგრამს გაართვა და პირველ დისციპლინაში გამოსვლა მეექვსე პოზიციაზე დაასრულა.

ლომთაძემ აკვრაში დაძლეული 205 და 213 კილოგრამით მე-4 ადგილი დაიკავა, ხოლო ორჭიდში მოგროვილი 386 კილოგრამით ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა მე-6 ადგილზე დაასრულა.

ბრეგვაძემ აკვრაში 198/205 კგ დაძლია და მე-9 ადგილი დაიკავა, ხოლო ორჭიდში მოგროვილი 377 კილოგრამით მე-7 პოზიციაზე გავიდა.

მომავალ კვირას, აშშ-ის პრეზიდენტის გუნდი უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებისთვის ლონდონში გაემგზავრება – კიტ კელოგი

მომავალ კვირას აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გუნდი უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებისთვის ლონდონში გაემგზავრება, – ამის შესახებ Fox News-თან ინტერვიუში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კიტ კელოგმა განაცხადა.

კელოგის თქმით, პარიზში გამართული შეხვედრის დროს უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციები “საუბრობდნენ ცეცხლის შეწყვეტის პოტენციურ შესაძლებლობაზე”.

ლონდონში დაბრუნების მიზეზი კი კელოგის თქმით, შეთანხმებების დასრულებაა.

უკრაინის საგარეო უწყება კიევის რუსეთის ქალაქად მოხსენიების გამო, Fox News-სგან ბოდიშის მოხდას ითხოვს

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო Fox News-სგან ბოდიშის მოხდას ითხოვს იმ ფაქტის გამო, რომ გამოცემამ სააღგომო წირვის ტრანსლაციის დროს კიევი რუსულ ქალაქად მოიხსენია.

„თუ ეს შეცდომა იყო და არა განზრახ პოლიტიკური განცხადება, საჭიროა ბოდიში და გამოძიება იმის დასადგენად, თუ ვინ დაუშვა შეცდომა“, – წერს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი გეორგი ტიხი სოციალურ ქსელში.

Fox News-ზე, კიევში მიმდინარე სააღდგომო წირვის ტრანსლირებისას, გამოჩნდა წარწერა „კიევი, რუსეთი“, რომელიც ეთერში რამდენიმე წუთის განმავლობაში დარჩა.

რუსებმა დაბომბვა და დრონების გამოყენება გაახშირეს – პუტინი ან სრულად ვერ აკონტროლებს თავის არმიას ან რუსეთის მიზანი ომის დასრულება არაა და მათ მხოლოდ მედიაში მომგებიანი პიარი სჭირდებათ – ვოლოდიმირ ზელენსკი

ფრონტზე, 20 აპრილის დილის 10 საათიდან, რუსების მიერ დაბომბვის სიხშირე და „კამიკაძე“ დრონების გამოყენების რაოდენობა გაიზარდა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეიარაღებული ძალების მთავარსარდალის მოხსენებაზე დაყრდნობით განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთის არმიის მხრიდან მხოლოდ FPV-ფრონების გამოყენება გაორმაგდა. სამხედროების ცნობით, საოკუპაციო ძალები ყველაზე აქტიურ ოპერაციებს პოკროვსკის და სევერსკის მიმართულებით ატარებენ.

12 საათის განმავლობაში რუსების მიერ 26 თავდასხმის ოპერაცია განხორციელდა.

„ვაფიქსირებთ რუსეთის მიერ აღდგომის მთელი პერიოდის განმავლობაში ცეცხლის სრული შეწყვეტის შესახებ საკუთარი დაპირების ყველა დარღვევას და მზად ვართ, ჩვენს პარტნიორებს მივაწოდოთ შესაბამისი ინფორმაცია. სინამდვილეში, ან პუტინი სრულად ვერ აკონტროლებს თავის არმიას, ან სიტუაცია ადასტურებს, რომ რუსეთში მათ ომის დასრულებისკენ რეალური სვლის მიზანი არ აქვთ და მათ მხოლოდ მედიაში მომგებიანი პიარი სჭირდებათ“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, გუშინ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა „სააღდგომო ზავის“ შესახებ გამოაცხადა, რომელიც ითვალისწინებდა უკრაინაში ყველა სამხედრო მოქმედების შეწყვეტას 19 აპრილის საღამოდან 21 აპრილის შუაღამემდე.

ისრაელს სხვა არჩევანი არ აქვს, გარდა იმისა, რომ ღაზაში ბრძოლა გააგრძელოს – ბენიამინ ნეთანიაჰუ

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელს სხვა არჩევანი არ აქვს, გარდა იმისა, რომ ღაზას სექტორში ბრძოლა გააგრძელოს.

მისივე თქმით, ისრაელი არ დაასრულებს ომს „ჰამასის“ განადგურებამდე, მძევლების გათავისუფლებამდე და იმის უზრუნველყოფამდე, რომ ღაზას ტერიტორია ისრაელისთვის საფრთხეს არ წარმოადგენდეს, – ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.

პრემიერ-მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ ისრაელი უზრუნველყოფს იმას, რომ ირანს ბირთვული იარაღი არასდროს ჰქონდეს. გამოცემის ცნობით, პრემიერ-მინისტრმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ღაზას ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ისრაელის საჰაერო დარტყმებმა 48 საათში 90-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის ქალები და ბავშვები, იმსხვერპლა.

აღდგომის დღესასწაულს ვულოცავ მთელ საქართველოს, ეს დღე ბოროტებაზე რწმენის გამარჯვების სიმბოლოა და მჯერა, ის კიდევ უფრო მეტ კეთილდღეობას მოგვიტანს -ალექსანდრე წულაძე

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი ალექსანდრე წულაძე საზოგადოებას აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს.

„აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ვულოცავ ჩვენს მასწავლებლებს, მოსწავლეებს, მშობლებს, სკოლების თანამშრომლებს, სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებს, მეცნიერებსა და მთელ საქართველოს.

ქრისტიანული სამყაროსთვის ეს დღე ბოროტებაზე რწმენის გამარჯვების სიმბოლოა და მჯერა, რომ ის კიდევ უფრო მეტ სიკეთესა და კეთილდღეობას მოგვიტანს.

ყველას ვუსურვებ მხნეობასა და სულიერ სიმტკიცეს, ჩვენს ქვეყანას კი – ერთობასა და მშვიდობას!“ – ნათქვამია მინისტრის მილოცვაში.

დღეს სიკეთის, იმედის და სულიერი ამაღლების დღესასწაულია! განსაკუთრებით ვულოცავ პოლიტპატიმრებსა და მათ ოჯახებს! სულის სიმტკიცეს და გამარჯვებას ვუსურვებ თითოეულ პატრიოტს! – მამუკა ხაზარაძე

ქრისტე აღდგა! დღეს ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის სიკეთის, იმედის და სულიერი ამაღლების დღესასწაულია! – ამის შესახებ კოალიცია „ლელო – ძლიერი საქართველოს ლიდერი, მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ხაზარაძე აღნიშნავს, აღდგომის დღესასწაულს განსაკუთრებით ულოცავს პოლიტპატიმრებსა და მათ ოჯახებს.

„ქრისტე აღდგა! მუხრანის ღვთისმშობლის ტაძრიდან გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს! სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვების დღეს! დღეს ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის სიკეთის, იმედის და სულიერი ამაღლების დღესასწაულია! განსაკუთრებით მინდა მივულოცო ჩვენს თანამებრძოლ პოლიტპატიმრებსა და მათ ოჯახებს! სულის სიმტკიცეს, მხნეობასა და გამარჯვებას ვუსურვებ სამშობლოსთვის მებრძოლ თითოეულ პატრიოტს!”, – წერს ხაზარაძე სოციალურ ქსელში.

ირაკლი კობახიძე მართლმადიდებელ მოქალაქეებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მართლმადიდებელ მოქალაქეებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს. ირაკლი კობახიძე ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად წუხელ, სამების ტაძარში სააღდგომო ლიტურგიას დაესწრო.

“გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს”, – წერს კობახიძე სოციალურ ქსელში და იქვე აღნიშნავს: “სააღდგომო ლიტურგიას დავესწარი. საზეიმო წირვა, სამების საკათედრო ტაძარში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოსთან, მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად აღავლინა. საზეიმო წირვის დაწყებამდე, პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე მოვისმინეთ. ლიტურგიაზე ასევე იმყოფებოდნენ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, თბილისის მერი კახა კალაძე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები”, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.