10.09.2026 14:12
ტექნოლოგიები სწრაფად ვითარდება და ამ მიმართულებით თანამშრომლობის ფორმატები ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით პატარა ქვეყნებისთვის, რომლებსაც არ აქვთ ის შესაძლებლობები, რაც დიდ ქვეყნებს კოსმოსთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, სამიტის ფარგლებში, სამი დეკლრაცია იქნება მიღებული, რომელთაც საქართველო შეუერთდება.
„კიდევ ერთხელ გაჟღერდა რომ ეს საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია არა მარტო ევროპული არამედ გლობალური უსაფრთხოებისთვის, ასევე ეკონომიკური განვითარებისთვის. დღეს ტექნოლოგიები სწრაფად ვითარდება და ამ მიმართულებით თანამშრომლობის ფორმატები ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით პატარა ქვეყნებისთვის, რომლებსაც არ აქვთ ის შესაძლებლობები, რაც დიდ ქვეყნებს კოსმოსთან დაკავშირებით.
მნიშვნელოვანია დღეს გაჟღერებული მიდგომა, რომ უფლებები თანაბრად იყოს განაწილებული, ეს ეკუთვნის ყველას და არ არის ერთი ან ორი სახელმწიფოს საკუთრება. შესაბამისად მნიშვნელოვანია, რომ საქართველო არის ამ დისკუსიების ნაწილი. საქართველო არის მოწვეული სწორედ იმ პლატფორმაზე, რომელსაც დღეს ქმნის საფრანგეთის პრეზიდენტი. მნიშვნელოვანია ის განხილვები, რაც მოჰყვება ამ ღონისძიებას. დღეს აქ სამი დეკლარაცია იქნება მიღებული. სამივე დეკლარაციას საქართველო შეუერთდება და ეს არის ერთგვარი საწყისი კოსმოსის საკითხებზე თანამშრომლობის გლობალურ დონეზე, რომლის მონაწილეც არის ევროკავშირი", - განაცხადა ბოჭორიშვილმა.
ავტორ(ებ)ი :