Warning: Undefined array key "cat_id" in /home/geotimesge/domains/geotimes.ge/public_html/moduls/news.php on line 10
Geotimes - სიახლეები
ხუთშაბათი, 10 სექტემბერი, 2026
GE EN RU
ირაკლი კობახიძე – საშუალება მქონდა, მესაუბრა რამდენიმე ქვეყნის ლიდერთან სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის საქართველოში არსებულ ვითარებაზე, მაქსიმალურად ვიყენებთ ასეთ ფორმატებს მსგავსი საუბრებისთვის 10.09.2026 13:11

ჩვენთვის მნიშვნელოვანია კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ საერთაშორისო სამიტზე მოსაზრებების მოსმენა, რათა სამომავლოდ ქვეყანამ ჩამოაყალიბოს სწორი პოზიცია ყველა საკითხთან დაკავშირებით და მიიღოს გადაწყვეტილებები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

 

კობახიძემ მადლობა გადაუხადა საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მოწვევისთვის.

 

„სამიტი ეხება გლობალური უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვან თემას. საქართველო არის ჩართული სხვადასხვა საერთაშორისო პლატფორმაზე შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებაში. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამ სამიტზე მოსაზრებების მოსმენა, რათა სამომავლოდ ქვეყანამ ჩამოაყალიბოს სწორი პოზიცია ყველა საკითხთან დაკავშირებით და მიიღოს გადაწყვეტილებები. მე მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს ამ სამიტზე მოწვევისთვის,

 

გუშინაც მქონდა საშუალება, მესაუბრა რამდენიმე ქვეყნის ლიდერთან სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, ბუნებრივია, მაქსიმალურად ვიყენებთ ასეთ ფორმატებს მსგავსი საუბრებისთვის", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები