Warning: Undefined array key "cat_id" in /home/geotimesge/domains/geotimes.ge/public_html/moduls/news.php on line 10
Geotimes - სიახლეები
ხუთშაბათი, 10 სექტემბერი, 2026
GE EN RU
ალექსანდარ ვუჩიჩმა სერბეთის პარლამენტი დაითხოვა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 25 ოქტომბერს დანიშნა 09.09.2026 17:45

სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა პარლამენტი დაითხოვა და ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 25 ოქტომბერს დანიშნა.

 

შესაბამის განკარგულებას ვუჩიჩმა დღეს მოაწერა ხელი.

 

სერბეთის პრეზიდენტმა გადაწყვეტილება მთავრობის 7 სექტემბრის შეთავაზების საფუძველზე მიიღო. სერბეთის პარლამენტის მორიგი არჩევნები 2027 წლის დეკემბერში იყო დაგეგმილი, თუმცა ხელისუფლებამ მათი ვადაზე ადრე ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო.

 მანამდე, 5 სექტემბერს სერბეთის მმართველი „პროგრესული პარტიის“ (SNS) საბჭომ ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი პარტიის საარჩევნო სიის პირველ ნომრად და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დაასახელა.

 

ცნობისთვის, ერთ წელზე მეტია, რაც სერბეთში ანტიკორუფციული საპროტესტო აქციები იმართება. 2024 წლის ნოემბერში ქალაქ ნოვი-სადის რკინიგზის სადგურზე ახლად გარემონტებული ბეტონის კონსტრუქცია ჩამოინგრა, რასაც 16 ადამიანი ემსხვერპლა. მოქალაქეები ტრაგედიის გამომწვევ მიზეზად ქვეყანაში არსებულ კორუფციასა და ნეპოტიზმს ასახელებდნენ და ხელისუფლების გადადგომას მოითხოვდნენ.

 

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები