09.09.2026 17:16
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, მეუღლესთან, თამარ ბაგრატიონთან ერთად, ნორვეგიის მეფის, ჰარალდ V-ის სახელმწიფო დაკრძალვის ცერემონიას დაესწრო.
ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„საქართველოს პრეზიდენტმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების ლიდერებთან და სამეფო ოჯახების წარმომადგენლებთან ერთად პატივი მიაგო მეფე ჰარალდ V-ის ხსოვნას და საქართველოს სახელით კიდევ ერთხელ გამოხატა თანადგომა ნორვეგიის სამეფო ოჯახისა და ნორვეგიელი ხალხის მიმართ", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ავტორ(ებ)ი :