Warning: Undefined array key "cat_id" in /home/geotimesge/domains/geotimes.ge/public_html/moduls/news.php on line 10
Geotimes - სიახლეები
ხუთშაბათი, 10 სექტემბერი, 2026
GE EN RU
"გერმანია მთვარეულივით  უფკრულისაკენ მიდის"-The Daily Telegraph 04.09.2026 21:50

ბრიტანულ გაზეთ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით "გერმანია მთვარეულივით  უფკრულისაკენ მიდის" (ავტორი - ულფ პოშარდტი), რომელშიც გაანალიზებულია გერმანიაში შექმნილი პოლიტიკური სიტუაცია: ექვს სექტემბერს საქსონია-ანჰალტის მხარეში ადგილობრივი არჩევნები უნდა ჩატარდეს, რომელშიც, დიდი ალბათობით, რადიკალური პარტია „ალტერნატივა გერმანიისათვის“ გაიმარჯვებს. მაგრამ რა მოჰყვება „ალტერნატივის“ ისტორიულ გამარჯვებას?

 

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:


ანგელა მერკელი გვაფრთხილებდა, მაგრამ ჩვენ, გერმანელები, მოვლენებს მზად არ შევხვდით. როგორც აღმოჩნდა, ჩვენ საოცრად ვერაფერი ვერ ვისწავლეთ მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში დაშვებულ შეცდომებზე. ფედერაციული რესპუბლიკის დიდი ლიდერები წარსულში დარჩნენ - ისევე როგორც იმ თაობის წარმომადგენლები, რომლებიც ომის დროს ან უშუალოდ ომის წინ დაიბადნენ - პოლიტიკიდან წასულები არიან.

 

სექტემბრის დასაწყისის გერმანიის პოლიტიკური ლანდშაფტი ყველაზე დიდ რყევას განიცდის 1946 წლიდან. საზოგადოებაში განხეთქილებაა და იმის ნაცვლად, რომ ერთმანეთის მიმართ კომპრომისებზე დათანხმდნენ, ორივე დაპირისპირებულმა მხარემ გადაწყვიტა, რომ კონფრონტაცია გაამწვავონ.

 

რა გველოდება წინ? ვატყობ, რომ ძალიან ცუდი სიტუაცია იქნება: არჩევნებმა, რომლებიც მალე ბერლინში, საქსონია-ანჰალტში და მეკლენბურგ-პომერანიაში უნდა ჩატარდეს, შეიძლება ქვეყნის არასტაბილური პარტიული სისტემის კრახი გამოიწვიოს.

 

2005 წლიდან გერმანიის პოლიტიკური კოორდინატები თანმიმდევრულად მარცხნივ იხრებოდა - ანგელა მერკელი რომელიც უპირატესად კონსერვატიულ ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირს წარმოადგენდა, სიტყვით სოციალ-დემოკრატებს უპირისპირდებოდა, საქმით კი თითქმის ყველა მათ პოზიციას იზიარებდა. კანცლერობის პერიოდში, თავისი „ყოვლისმცოდნე“ მრჩევლებთან კონსულტაციების შედეგად, ანგელა მერკელმა მემარჯვენეობაში თითქმის ვაკუუმი შექმნა - მან მათგან დისტანცირება ამჯობინა და ფიქრობდა, რომ მისი პარტია აღქმული იქნებოდა როგორც უფრო ცენტრისტული და თანამედროვე.

 

უნდა ვაღიაროთ, რომ ეს სტრატეგია ქრისტიან-დემოკრატიული კავშირისათვის ხელისუფლების შესანარჩუნებლად თავდაპირველად მომგებიანი აღმოჩნდა - მის გარეშე ვერცერთი სამთავრობო კოალიცია ვერ ყალიბდებოდა. შესაბამისად, კანცლერი ქვეყანას კი არ მართავდა, არამედ უბრალოდ, მოვლენებზე რეაგირებდა - იმ დროის და იმ გეგმების შესაბამისად, რომლებსაც მრჩეველ-სოციოლოგები ადგენდნენ.

 

თავისი შექმნიდან 10 წლის შემდეგ მემარჯვენე პოპულისტური „ალტერნატივა გერმანიისათვის“ (AfD) დღეს ყველაზე ძლიერ პარტიად ითვლება ფედერალურ დონეზე და პოპულარობით მნიშვნელოვნად წინ უსწრებს როგორც ქრისტიან-დემოკრატიული კავშირისა და ქრისტიან-სოციალური კავშირის ბლოკს (ქდკ/ქსს), ასევე გერმანიის სოციალ-დემოკრატიულ პარტიას.

 

დაიკავა რა სოციალ-დემოკრატიული პოზიციები, ქდკ/ქსს-ის ბლოკმა გვერდზე გასწია ნამდვილი სოციალ-დემოკრატები და იმავდროულად მისი პოლიტიკური იდენტურობაც დაამსხვრია. ამჟამად სოციალ-დემოკრატიულ პარტიას, რომელიც ყოფილ სოციალისტურ გერმანიაში (გდრ-ში) კომუნისტური იდეოლოგიის მქონე მმართველ პარტიას წარმოადგენდა, კოალიციის შექმნა მხოლოდ თავისნაირ მემარცხენეებთან თუ შეუძლია.

 

საქსონია-ანჰალტში, სადაც კვირას, 6 სექტემბერს, სამხარეო არჩევნები უნდა ჩატარდეს, „ალტერნატივა გერმანიისათვის“ თავისი უდიდესი ტრიუმფის ზღურბლზე იმყოფება. პარტიამ, რომელსაც ქარიზმატული ლიოდერი ჰყავს, შეძლო საზოგადოების გულში ღრმად ჩაწვდომა - უეჭველია, ალბათ, იმიტომ, რომ ამჟამინდელი ფედერალური მთავრობა სულ უფრო და უფრო ნაკლებად პოპულარული ხდება, ვიდრე ნებისმიერი სხვა ხელისუფლებაში მის მოსვლამდე.

 

ქდკ/ქსს-ის ბლოკის მხარდამჭერები გულში ფარულად იმედოვნებენ, რომ საქსონია-ანჰალტში „ალტერნატივა“ მართლაც გაიმარჯვებს და იცით, რატომ? იმიტომ, რომ ქრისტიან-დემოკრატები თავიდან აიცილებენ დიდ პრობლემას - მათ აღარ დაჭირდებათ ყველა მემარცხენე პარტიის მიმხრობა კოალიციის შესაქმნელად „ალტერნატივის“ წინააღმდეგ. ნებისმიერი პოლიტიკური კონსენსუსი და თანამშრომლობა AfD-სთან როგორც ფაშიზმის რეციდივთან გამორიცხულია.

 

მაგრამ სამწუხაროდ, „ბრანდემაუერის“ („გამყოფი კედლის“) სხვა მხარეს მდგომ უკიდურეს მემარჯვენე ძალებში, რომლებიც ომისშემდგომი გერმანიისათვის ყველაზე სულელურ პოლიტიკურ კონსტრუქციას წარმოადგენს, უმეტესობა მემარჯვენე-კონსერვატიულია. ისინი აქტიურობით ვერ შეედრებიან „ალტერნატივას“, რომელიც საკუთარ თავს ნაციონალ-რევოლუციონერს უწოდებს. AfD-ის წევრები კულტურულ-ამტიმოდერნისტულ კამპანიას ატარებენ მმართველი პოლიტიკური ძალის წინააღმდეგ და აძლიერებენ ფანტაზიებს „რეემიგრაციის“ შესახებ, ყოველი იმ დამატებითი მხარდაჭერის კვალობაზე, რასაც ისინი გამოკითხვების დროს აღწევენ. მილიონობით მოქალაქის განმეორებითი ემიგრაცია (ანუ თავშესაფრის მთხოვნელებისა და არალეგალური მიგრანტების დეპორტაცია) კი პრაქტიკაში არ განხორციელდება და თუ იძულებით გატარდება, მან შეიძლება სამოქალაქო ომი გამოიწვიოს.

 

რა თქმა უნდა, ქრისტიან-დემოკრატები აცნობიერებენ თავიანთ შეცდომებს: პარტიის შიგნით ის ადამიანები, ვინც ამასწინანდელ არჩევნების დროსაც კრიტიკულად აფასებდნენ მუშაობას, ახლა ფიქრობენ, თუ როგორ მოიშორონ თავიდან არაკომპეტენტური კანცლერი ფრიდრიხ მერცი.

 

მწერალ ქრიტოფერ კლარკს თავის წიგნში „მთვარეულები“ კარგად აქვს აღწერილი, თუ როგორ კატასტროფებამდე მიიყვანეს [გერმანელმა ამბიციურმა ადამიანებმა] ევროპა მე-20 საუკუნეში. წიგნი დღესაც აქტუალურია: „მთვარეულები“ გერმანიაში დღესაც ცხოვრობენ. არცერთ პოლიტიკურ ბანაკს არ სურს დაინახოს თავისი მოქმედების შედეგები. ისინი უფსკრულისაკენ მთვარეულებივით მიდიან, არ სწავლობენ შეცდომებზე. ორივე „პოლიტიკური მატარებელი“ ერთმანეთისაკენ მზარდი სიჩქარით მიჰქრის და არცერთმა „მემანქანემ“ არ იცის, როგორ აიცილოს თავიდან კატასტროფა.

 

გერმანიაში განწყობები ისეთი დაძაბულია, რომ კიდევ ერთ ისლამისტურ გამოხტომას, არჩევნების გაყალბებას და კოალიციების შექმნას ხალხის ნების გარეშე შეიძლება საქმე იქამდე მიიყვანოს, რომ მყიფე სტატუს-ქვომ კრახი განიცადოს.

 

საკმარისია ერი ნაპერწკალი, რომ ქვეყანამ იფეთქოს - იმიტომ, რომ ნათელია ხალხს რაც სურს - უმეტესობას მემარჯვენე ცენტრისტული მთავრობის შექმნა უნდა. თუ ქდკ/ქსს ამას შეეწინააღმდეგება, მისი დაცემა გარდაუვალია, როგორც ეს მათ კოლეგებს მოუვიდათ ჯერ იტალიაში, შემდეგ კი საფრანგეთში.

 

საშუალო კლასის „მთვარეულებმა“ ძალიან გვიან გააცნობიერეს, რომ ამ კატასტროფამდე მიგვიყვანა მათმა უარმა საზოგადოების თვალსაზრისის გაზიარების მიმართ - ეგონათ, რომ ეკონომიკური ზრდისა და აყვავების წლები მუდმივად გაგრძელდებოდა. ისინი, რომლებსაც ხმამაღალი ყვირილი უყვართ და სხვების მოსმენა არ სურთ, ქვეყნის საჭესთან აღმოჩნდნენ.

 

და ახლა ყველაფერი სერიოზული კრახისკენ მიდის. როცა გერმანია ირყევა, ევროპაც ირყევა. არის ნიშნები, რომ ქარიშხალი საფრანგეთშიც ჩნდება: ჟან-ლიუკ მელანშონი, სოციალ-ნაციონალისტური ანტისიონისტი, პარიზისაკენ მარშისათვის ემზადება.

 

ევროპული რყევები შეიძლება დიდ ბრიტანეთზეც აისახოს. ადრეც ვთქვი და კიდევ ერთხელ ვიტყვი: ჩვენ გვჭირდება  საკუტარ თავში დარწმუნებული კონსერვატიული ბრიტანეთი და არა მემარცხენეები, ლეიბორისტების მეთაურობით. გვჭირდება იმიტომ, რომ ევროპა სტაბილური იყოს - საღი აზროვნებით, თავისუფლებით და ეკონომიკური ზრდით.

 

 

წყარო:

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები