Warning: Undefined array key "cat_id" in /home/geotimesge/domains/geotimes.ge/public_html/moduls/news.php on line 10
Geotimes - სიახლეები
რომის პაპი ლეო XIV: მოვუწოდებ საერთაშორისო საზოგადოებას, იმუშაოს ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მისაღწევად, სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის დასამყარებლად 16.08.2026 18:48

რომის პაპმა მკაცრად დაგმო დასავლეთ სანაპიროზე პალესტინელების წინააღმდეგ მიმდინარე ძალადობა და საერთაშორისო საზოგადოებას სასწრაფო ქმედებებისკენ მოუწოდა, - წერს მედია.

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში პაპი აცხადებს, რომ რეგიონში ხანგრძლივი და სამართლიანი მშვიდობის უზრუნველსაყოფად აუცილებელია "ორი სახელმწიფოს პრინციპის" რეალიზება და დიპლომატიური ძალისხმევის გააქტიურება.

"კვლავ განვაახლებ ჩემს მოწოდებას დასავლეთ სანაპიროზე პალესტინელ მშვიდობიან მოსახლეობაზე მიმდინარე ძალადობის დასრულების შესახებ და სასწრაფოდ მოვუწოდებ საერთაშორისო საზოგადოებას, იმუშაოს ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მისაღწევად, სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის დასამყარებლად," - აცხადებს რომის პაპი ლეო XIV. 22

ავტორ(ებ)ი :


ბოლო სიახლეები