Warning: Undefined array key "cat_id" in /home/geotimesge/domains/geotimes.ge/public_html/moduls/news.php on line 10
Geotimes - სიახლეები
რუსებმა კრივი-რიჰს ბალისტიკური რაკეტებითა და დრონებით შეუტიეს, არის მსხვერპლი 16.08.2026 10:30

 

რუსულმა ძალებმა კრივი-რიჰზე ბალისტიკური რაკეტებისა და უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით შეტევა განახორციელეს, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა და 13 დაიჭრა , - ინფორმაციას უკრაინული მედია დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ალექსანდრ განჟაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ადგილობრივი დროით დილის 4:25 საათზე განჟამ განაცხადა, რომ დაბომბვის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ექვსი დაიჭრა.

NASA FIRMS-ის (ხანძრისა და თერმული ანომალიების მონიტორინგის სამსახური) თანამგზავრული მონაცემების თანახმად, უკრაინის სამთო და მეტალურგიული სექტორის უდიდესი საწარმო, „არსელორ მიტალი - კრივოი როგი" დაზიანდა.

 

 

ავტორ(ებ)ი :


ბოლო სიახლეები