Warning: Undefined array key "cat_id" in /home/geotimesge/domains/geotimes.ge/public_html/moduls/news.php on line 10
Geotimes - სიახლეები
გურჯაანში 38 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს 26.07.2026 15:29

 

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კოლაგში, 38 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს.

გარდაცვლილს საკუთარ საცხოვრებელ სახლში მეზობლებმა მიაგნეს.

ადგილობრივების ინფორმაციით, კაცი სახლში მარტო ცხოვრობდა.

რამდენიმე დღის განმავლობაში ის სოფელში არ გამოჩენილა და არც სატელეფონო ზარებს უპასუხა, რის შემდეგაც მეზობლებმა მიაკითხეს და გარდაცვლილი აღმოაჩინეს.

სოფელში ამბობენ, რომ  ცხედარს ძალადობის კვალი არ აღენიშნება.

ზუსტი გარემოებების დასადგენად, შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ.

 

 

ავტორ(ებ)ი :


ბოლო სიახლეები