Warning: Undefined array key "cat_id" in /home/geotimesge/domains/geotimes.ge/public_html/moduls/news.php on line 10
Geotimes - სიახლეები
ბერლინში, პრაიდის ღონისძიებაზე ხალხში ავტომობილის შევარდნის შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა 16 ადამიანი 26.07.2026 14:00

ბერლინში, ევროპის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ პრაიდის ღონისძიებაზე ავტომობილის ხალხში შევარდნის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 16 კი დაშავდა. ინციდენტი ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, ტიერგარტენის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

 

ბერლინის პოლიციის წარმომადგენლის განცხადებით, იდენტიფიცირებულია ეჭვმიტანილი, რომელიც, წინასწარი ინფორმაციით, ბერლინში მოქმედ ისლამისტურ წრეებთან არის დაკავშირებული. ეჭვმიტანილის დასაკავებლად მიმდინარეობს მასშტაბური ოპერაცია, რომელშიც 2200-ზე მეტი სამართალდამცველია ჩართული, მათ შორის სხვა ფედერალური მიწებიდან ჩასული პოლიციელებიც.

 

ინციდენტის შემდეგ ტიერგარტენის პარკის ტერიტორია მთლიანად გადაიკეტა. პოლიციის განცხადებით, მტკიცებულებების დეტალური შესწავლის მიზნით საგამოძიებო სამუშაოები გაგრძელდება.

 

შემთხვევის ადგილზე მივიდა ბერლინის მერი კაი ვეგნერი, რომელმაც განაცხადა, რომ ეს არის „თავდასხმა თავისუფალ და ღია საზოგადოებაზე".

 

„ბერლინი თავისუფლების ქალაქია და დღეს სწორედ ამ თავისუფლებას დაესხნენ თავს", - განაცხადა ვეგნერმა.

 

მომხდარი დაგმო გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმაც. მისი თქმით, შინაგან საქმეთა მინისტრთან ერთად ყველაფერს გააკეთებს, რათა დანაშაული სრულად იყოს გამოძიებული და დამნაშავეები კანონის სრული სიმკაცრით დაისაჯონ.

 

Christopher Street Day ევროპის ერთ-ერთი ყველაზე დიდი LGBTQ+ Pride-ის ღონისძიებაა, რომელშიც ყოველწლიურად ასიათასობით ადამიანი მონაწილეობს. წლევანდელი აღლუმი ბრანდენბურგის კარიბჭესთან დაგეგმილი კონცერტით უნდა დასრულებულიყო, თუმცა ინციდენტის გამო ორგანიზატორებმა ღონისძიება შეწყვიტეს და მოქალაქეებს ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდეს.

 

ბერლინში Christopher Street Day პირველად 1979 წელს გაიმართა.

 

ავტორ(ებ)ი :


ბოლო სიახლეები