Warning: Undefined array key "cat_id" in /home/geotimesge/domains/geotimes.ge/public_html/moduls/news.php on line 10
Geotimes - სიახლეები
რუსულმა ძალებმა კიევზე იერიში მიიტანეს - მაღალსართულიან შენობებში ხანძარი გაჩნდა 26.07.2026 10:17

 

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ცნობით, 26 ივლისის ღამეს რუსეთმა კიევს შეუტიეს, დესნიანსკის, შევჩენკოვსკის და სოლომიანსკის რაიონებში ხანძარი გამოიწვია. 

უკრაინული მხარის ცნობით, დესნიანსკის რაიონში საწყობი დაიწვა, ავტოსადგომზე კი 10 მსუბუქი ავტომობილი და ერთი სატვირთო მანქანა.

შევჩენკოვსკის რაიონში ოთხსართულიანი შენობა დაიწვა, სოლომიანსკში კი, არასაცხოვრებელ შენობაში გაჩნდა ხანძარი. 

ხანძარი ლიკვიდირებული, დაშავებულები არ არიან. 

ასევე, კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ შევჩენკოს რაიონში დრონის ფრაგმენტები 18-სართულიან საცხოვრებელ კორპუსს დაეცა, რის შედეგადაც მე-7 და მე-8 სართულებზე ხანძარი გაჩნდა.

 

 

 

ავტორ(ებ)ი :


ბოლო სიახლეები