Warning: Undefined array key "cat_id" in /home/geotimesge/domains/geotimes.ge/public_html/moduls/news.php on line 10
Geotimes - სიახლეები
ირანმა სპარსეთის ყურეში აშშ-ის ბაზებზე დრონებით იერიში მიიტანა 24.07.2026 12:15

ირანმა სპარსეთის ყურეში აშშ-ის ბაზებზე დრონებით იერიში მიიტანა, - ამის შესახებ ინფორმაციას ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ფარსი" ქვეყნის ხელისუფლებაზე დაყდნობით ავრცელებს.

 

მათივე ცნობით, ირანის სამხედრო ძალების სამიზნე სამხრეთ ბაჰრეინში მდებარე „ისას" საჰაერო ბაზა და ცენტრალურ-აღმოსავლეთ იორდანიაში მდებარე Muwaffaq Salti Air Base-ის საჰაერო ბაზა გახდა.

 

ირანელი სამხედროების განცხადებით, ბაჰრეინში საწვავის ავზები, აღჭურვილობის საწყობები, ასევე ჯარისკაცების საცხოვრებელი ადგილები დაიბომბა.

 

ცნობისთვის, გასულ ღამეს აშშ-მა ირანი კიდევ ერთხელ დაბომბა. აშშ-ის ცენტრალური სარდლობის (CENTCOM) განცხადებით, მათ ირანის წინააღმდეგ დარტყმები განახორციელეს, რის მიზანსაც თეირანის დასუსტება და ირანის მიერ მეზღვაურებსა და კომერციულ გემებზე თავდასხმების შემცირებაა.

 

ავტორ(ებ)ი :


ბოლო სიახლეები