Warning: Undefined array key "cat_id" in /home/geotimesge/domains/geotimes.ge/public_html/moduls/news.php on line 10
Geotimes - სიახლეები
სამართალდამცველებმა ძებნაში მყოფი სამი არასრულწლოვანი დააკავეს 28.06.2026 14:34

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად, არაერთგზის ჩადენილი ქურდობის ბრალდებით სამი არასრულწლოვანი დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულები თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე იძებნებოდნენ და მათ წინასწარი პატიმრობა დაუსწრებლად ჰქონდათ შეფარდებული.

უწყების ცნობით, არასრულწლოვნების მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების შედეგად, თბილისში მდებარე ერთ-ერთ სავაჭრო ობიექტს 60 000 ლარამდე ფინანსური ზარალი მიადგა. სამართალდამცველებმა ძებნილი არასრულწლოვანი პირები სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დააკავეს.

 

 

ავტორ(ებ)ი :


ბოლო სიახლეები