Warning: Undefined array key "cat_id" in /home/geotimesge/domains/geotimes.ge/public_html/moduls/news.php on line 10

Warning: Undefined array key 0 in /home/geotimesge/domains/geotimes.ge/public_html/moduls/news.php on line 105

Warning: Trying to access array offset on value of type null in /home/geotimesge/domains/geotimes.ge/public_html/moduls/news.php on line 105
Geotimes - სიახლეები
კვირა, 8 ნოემბერი, 2026
GE EN RU
"ვერ შედგა მშვიდობიანი დამხობა, მაგრამ დარწმუნებით შემიძლია, გითხრათ, რომ შედგა მშვიდობიანი დაშლა''- შს მინისტრი 05.10.2025 12:40

ვერ შედგა მშვიდობიანი დამხობა, მაგრამ დარწმუნებით შემიძლია, გითხრათ, რომ შედგა მშვიდობიანი დაშლა, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გეკა გელაძემ განაცხადა.

მინისტრმა ინგოროყვას კლინიკაში დაშავებული პოლიციელები მოინახულა.

„მინდა, თითოეულ პოლიციელს, რომელიც გუშინდელ აქციაში მონაწილეობდა, მადლობა გადავუხადო. საკმაოდ მაღალი სტანდარტით გამოყენებულ იქნა პროპორციული ძალა. მინდა, ასევე, საზოგადოებამ იცოდეს, რომ ნებისმიერ კანონდარღვევაზე იქნება უმკაცრესი რეაგირება. ვერ შედგა მშვიდობიანი დამხობა, მაგრამ დარწმუნებით შემიძლია, გითხრათ, რომ შედგა მშვიდობიანი დაშლა.

გამოძიება დაწყებულია ჯგუფური ძალადობის ორგანიზებით. ხუთი ადამიანი არის დაკავებული. ამ წუთებშიც მიმდინარეობს ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებები და შესაბამისად ყველა პიროვნების იდენტიფიცირების შემდეგ მიეცემა ყველა შესაბამის სამართლებრივ პროცესებში“, – განაცხადა გელა გელაძემ.

PDF · ხუთტომეული გეოპოლიტიკური ნარკვევები თამაზ ტეტუნაშვილი, იოსებ მანჯავიძე 230 ₾ 200 ₾ ნახვა