Warning: Undefined array key "cat_id" in /home/geotimesge/domains/geotimes.ge/public_html/moduls/news.php on line 10

Warning: Undefined array key 0 in /home/geotimesge/domains/geotimes.ge/public_html/moduls/news.php on line 105

Warning: Trying to access array offset on value of type null in /home/geotimesge/domains/geotimes.ge/public_html/moduls/news.php on line 105
Geotimes - სიახლეები
კვირა, 13 სექტემბერი, 2026
GE EN RU
,,რუსეთი გააგრძელებს აფხაზეთის კომპლექსური სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ვალდებულებების შესრულებას''- პუტინი 05.04.2023 18:13

რუსეთი გააგრძელებს აფხაზეთის კომპლექსური სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ვალდებულებების შესრულებას, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რამდენიმე ქვეყნის ელჩებისგან რწმუნებათა სიგელების მიღების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

სხვადასხვა სახელმწიფოს წარმომადგენელთან ერთად, პუტინს რწმუნებათა სიგელი ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ელჩმაც გადასცა.

„აფხაზეთის რესპუბლიკა ჩვენი სტრატეგიული მოკავშირე და უახლოესი მეზობელია. მიმდინარე წელს ჩვენ აღვნიშნავთ ღირსშესანიშნავ თარიღებს – რუსეთის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების, დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებისა და მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების შეთანხმების ხელმოწერის 15 წლისთავს. რუსეთი გააგრძელებს თავის თავზე აღებული აფხაზეთის კომპლექსური სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ვალდებულებების შესრულებას“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები