სამშაბათი, 24 ნოემბერი, 2026
GE EN RU
კოლუმბიაში დანაღმული ავტომობილის აფეთქების შედეგად 23 ადამიანი დაშავდა 24.11.2026 19:44

კოლუმბიაში, ქალაქ ვილიავენსიოში დანაღმული ავტომობილი აფეთქდა, რის შედეგადაც, სულ მცირე, 23 ადამიანი დაშავდა.

აფეთქება მეტას დეპარტამენტის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. ძლიერმა აფეთქებამ შენობა და ახლომდებარე ობიექტები დააზიანა. შემთხვევის ადგილზე დიდი ორმო გაჩნდა, ჩაიმსხვრა ფანჯრები და დაზიანდა შენობების ფასადები.

დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, მათ შორის არიან ადგილობრივი მცხოვრებლებიც.

თავდასხმის ორგანიზატორების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია. მომხდართან დაკავშირებით სამართალდამცველებმა გამოძიება დაიწყეს.

 

 

PDF · ხუთტომეული გეოპოლიტიკური ნარკვევები თამაზ ტეტუნაშვილი, იოსებ მანჯავიძე შეძენა

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ