ორშაბათი, 23 ნოემბერი, 2026
GE EN RU
ვოლოდიმირ ზელენსკი – უსაფრთხოების გარანტიების შეთავაზების ნაცვლად, უფრო მარტივი უკრაინის ნატო-ში მიღება არ იქნება 23.11.2026 17:58

უკრაინის ნატო-ში სრულფასოვანი გაწევრიანება შესაძლოა უსაფრთხოების უზრუნველყოფის უფრო ეფექტიანი და საიმედო მექანიზმი იყოს, ვიდრე ალიანსის წესდების მეხუთე მუხლის მსგავსი გარანტიების შეთავაზება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბერლინში, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის 72-ე ყოველწლიურ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

„თუ უკვე სრულიად მისაღებად მიიჩნევა, რომ ამ ომის შემდეგ მშვიდობიანი ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი პირობა უკრაინისთვის უსაფრთხოების მტკიცე გარანტიებია, რასაც ზოგიერთი ახლა მეხუთე მუხლის მსგავს გარანტიებს უწოდებს, რატომ არ უნდა ვთქვათ ხმამაღლა ის, რაზეც ამდენი ადამიანი ფიქრობს? განა უფრო ეფექტიანი არ იქნებოდა უკრაინის უბრალოდ ნატო-ში მიღება? განა ეს ყველა ჩვენგანისთვის უკეთესი, განხორციელების თვალსაზრისით ნაკლებად ხარჯიანი და რეალური უსაფრთხოების დაცვისთვის უფრო საიმედო არ იქნებოდა?" - განაცხადა ზელენსკიმ.

 

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, მისი ქვეყანა დასავლეთთან საერთო ღირებულებებს იზიარებს და პარტნიორებთან თავდაცვის სფეროში მჭიდროდ თანამშრომლობს, მათ შორის ერთობლივ თავდაცვით შესაძლებლობებს იყენებს. მისივე შეფასებით, უკრაინის არმიის საბრძოლო გამოცდილება ნატო-ს კიდევ უფრო გააძლიერებდა.

 

ზელენსკის თქმით, კიევისთვის მნიშვნელოვანია მკაფიო პასუხების მიღება, თუ რომელი ქვეყნები დაეხმარებიან უკრაინას რუსეთის მხრიდან განმეორებითი თავდასხმის შემთხვევაში და კონკრეტულად რა ნაბიჯებს გადადგამენ პარტნიორები.

 

მისივე განცხადებით, უსაფრთხოების გარანტიების სისტემა ხანგრძლივი მშვიდობის დამყარებას უნდა უზრუნველყოფდეს და რუსეთის მხრიდან ახალი აგრესიის შესაძლებლობას გამორიცხავდეს.

 

ცნობისთვის, უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებისა და ომის დასრულების შემდეგ ქვეყნის უსაფრთხოების გარანტიების საკითხი სამშვიდობო მოლაპარაკებების ერთ-ერთი მთავარი თემაა. რუსეთი უკრაინის ალიანსში გაწევრიანებას კატეგორიულად ეწინააღმდეგება.

ამასთან, „ვაშინგტონ პოსტის" ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინი დახურულ მოლაპარაკებებში უკრაინისთვის ნატო-ს წესდების მეხუთე მუხლის მსგავსი უსაფრთხოების გარანტიების შეთავაზებას დათანხმდა.

 

ბოლო სიახლეები
PDF · ხუთტომეული გეოპოლიტიკური ნარკვევები თამაზ ტეტუნაშვილი, იოსებ მანჯავიძე შეძენა

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ