კვირა, 8 ნოემბერი, 2026
GE EN RU
პოლონეთის ქალაქ კრაკოვში მამაკაცმა ავტომობილიდან გამვლელების მიმართ ცეცხლი გახსნა, რასაც ხუთი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა ათამდე პირი 07.11.2026 23:44

 

პოლონეთის ქალაქ კრაკოვში სროლას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა. მთავარ მოედანზე თავდასხმის შედეგად დაშავებულია ათამდე ადამიანი, მათ შორის პოლიციელები.

პოლიციის დეპარტამენტი განცხადებაში აღნიშნავს, რომ ადგილობრივი დროით დაახლოებით 15:00 საათზე, მოედანზე შესულმა მამაკაცმა თავისი ავტომობილიდან გამვლელების მიმართ ცეცხლი გახსნა.

კიდევ ერთი განცხადების თანახმად, პოლიციამ თავდამსხმელი დაჭრა და ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი აცხადებს, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი მას კრაკოვში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით ინფორმაციას აწვდის.

„პოლიცია თავდასხმის წინაპირობებსა და ყველა გარემოებას იკვლევს", - ამბობს დონალდ ტუსკი.

 

 

PDF · ხუთტომეული გეოპოლიტიკური ნარკვევები თამაზ ტეტუნაშვილი, იოსებ მანჯავიძე 230 ₾ 200 ₾ ნახვა

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ