კვირა, 1 ნოემბერი, 2026
GE EN RU
მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები გერმანიაში - მომიტინგეები ფრიდრიხ მერცს გადადგომისკენ მოუწოდებენ 01.11.2026 00:00

 

31 ოქტომბერს გერმანიის რამდენიმე მსხვილ ქალაქში ათიათასობით ადამიანი, მეტწილად ახალგაზრდები ქუჩებში გამოვიდნენ, რათა გერმანიის კანცლერის ფრიდრიხ მერცის და მისი გუნდის პოლიტიკა გაეპროტესტებინათ. ამის შესახებ გერმანული მედია იუწყება. 

ცნობილია, რომ საპროტესტო აქციები ორგანიზებული იყო მოძრაობა Gen Z hat genug!-ის მიერ.

მომიტინგეთა ყველაზე დიდი რაოდენობა, დაახლოებით 5 000 ადამიანი, ბერლინში შეიკრიბა. შტუტგარტის ქუჩებში დაახლოებით 3 000 ადამიანი გამოვიდა, ხოლო ჰამბურგში - 2 000-ზე მეტი.

მომიტინგეების მთავარ მოთხოვნებს შორის იყო ცხოვრების ხარჯების შემცირება, განათლების დაფინანსების გაზრდა და კლიმატის დაცვა. ამავდროულად, ისინი ეწინააღმდეგებოდნენ სამხედრო ხარჯების ზრდას. 

შეკრებილებმა ფრიდრიხ მერცს გადადგომისკენ მოუწოდეს. ისინი სხვა საკითხებთან ერთად სოციალური უზრუნველყოფის შემცირებას და სამხედრო სამსახურში გაწვევის შესაძლებლობას აპროტესტებდნენ. პლაკატებზე სხვადასხვა ლოზუნგი ჩანდა, მათ შორის: „განათლება სროლის ნაცვლად" და „არა სამხედრო გაწვევას".

საპროტესტო აქციების დროს დემონსტრანტებმა აღმართეს ბარიკადები, აანთეს მაშხალები და ისროლეს ფოიერვერკები. პროტესტის გამო მაღაზიის მფლობელებმა ვიტრინები გაამაგრეს.

„მომიტინგეებმა არაერთხელ ისროლეს ფოიერვერკები, აქტივისტები კი პალესტინის დროშებს აფრიალებდნენ. ქუჩაში დიდი რაოდენობით სამართალდამცველები არიან მობილიზებულები. მათ წყლის ჭავლის ორი მანქანა გამოიყვანეს", - იუწყებიან ჟურნალისტები.

ცენტრალურ ავტოსადგურთან მომიტინგეებმა სამართალდამცველებს ფოიერვერკები და ბოთლები დაუშინეს. საპასუხოდ, პოლიციელები რამდენიმე ქუჩაზე გადანაწილდნენ და გამვლელებს უბიძგეს, მთავარი რკინიგზის სადგურისკენ უკან დაეხიათ. 

მედიის ცნობით, დემონსტრაცია დღის პირველ ნახევარში ვეზელის გემთსაშენ ქარხანასთან დაიწყო და რამდენიმე საათის განმავლობაში ძირითადად მშვიდობიანად მიმდინარეობდა. მსვლელობა მხოლოდ მცირე ხნით შეფერხდა რამდენიმე ნიღბიანი პირის გამო. 

ინიციატივა Gen Z regelt აცხადებს, რომ საპროტესტო მსვლელობა თორმეტ ქალაქში გაიმართა და მასში საერთო ჯამში 68 000-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა. პოლიციის მონაცემები მთელი ქვეყნის მასშტაბით ჯერჯერობით ხელმისაწვდომი არ არის, თუმცა ზოგიერთ ქალაქში ეს რიცხვები ორგანიზატორთა შეფასებებზე დაბალია.

ჰამბურგში გამართული დემონსტრაციის დროს არეულობა დაიწყო, რომელიც პოლიციამ ჩაახშო. დემონსტრანტებმა ცეცხლი დაანთეს, პოლიციელებს სხვადასხვა საგანი დაუშინეს, ფოიერვერკები და პიროტექნიკა არაერთგზის ისროლეს, ასევე, ცეცხლი წაუკიდეს სანაგვე ურნებს.

 

 

PDF · ხუთტომეული გეოპოლიტიკური ნარკვევები თამაზ ტეტუნაშვილი, იოსებ მანჯავიძე 230 ₾ 200 ₾ ნახვა

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ