შაბათი, 31 ოქტომბერი, 2026
GE EN RU
რომის პაპმა, როგორც აშშ-ს მოქალაქემ, 3 ნოემბრის შუალედურ არჩევნებში მიიღო მონაწილეობა 30.10.2026 20:15

 

ლეო XIV-ე პირველი რომის პაპია, რომელმაც აშშ-ის საყოველთაო არჩევნებში ხმა მისცა.

ამის შესახებ ინფორმაციას „ესოშიეთედ პრესი" ავრცელებს.

ვატიკანმა დაადასტურა, რომ ჩიკაგოში დაბადებულმა პონტიფიკოსმა, როგორც აშშ-ს მოქალაქემ, 3 ნოემბრის შუალედურ არჩევნებში ხმის უფლებით ისარგებლა და ბიულეტენი ჩიკაგოში ფოსტით გაგზავნა.

ვატიკანის განცხადებით, ეს მის რწმენას უკავშირდება, რომ მოქალაქეებმა საზოგადოებრივ და დემოკრატიულ პროცესებში აქტიური მონაწილეობა უნდა მიიღონ.

ცნობისთვის, აშშ-ში 2026 წლის 3 ნოემბერს შუალედური არჩევნები გაიმართება. ამომრჩევლები წარმომადგენელთა პალატის 435-ვე და სენატის 35 წევრს აირჩევენ. ასევე, 39 შტატსა და ტერიტორიაზე გუბერნატორებისა და სხვა ადგილობრივი თანამდებობის პირების არჩევნები ჩატარდება. აშშ-ის რიგ შტატებში ამომრჩევლებს ხმის მიცემა არჩევნების დღემდე, პირადად ან ფოსტით უკვე შეუძლიათ.

 

 

PDF · ხუთტომეული გეოპოლიტიკური ნარკვევები თამაზ ტეტუნაშვილი, იოსებ მანჯავიძე 230 ₾ 200 ₾ ნახვა

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ