25.10.2026 13:55
სერბეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. ამომრჩევლებს საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემა ადგილობრივი დროით 07:00 საათიდან შეუძლიათ, ხოლო უბნები ადგილობრივი დროით 20:00 საათზე დაიხურება. ინფორმაციას გამოცემა „როიტერი" ავრცელებს.
მედიის ცნობით, ხმის მიცემის პროცესის დაწყებამდე საარჩევნო უბნებზე უჩვეულოდ გრძელი რიგები იყო.
ცნობისთვის, 2026 წლის 25 ოქტომბრის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში სულ ექვსი მილიონ 450 ათასი ამომრჩეველია რეგისტრირებული. ისინი დღეს ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს 250 დეპუტატს აირჩევენ.
შეგახსენებთ, ალექსანდრ ვუჩიჩმა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები სტუდენტების მიერ ორგანიზებული ორწლიანი პროტესტის ფონზე ჩანიშნა. სერბეთში საპროტესტო აქციები 2024 წელს ქალაქ ნოვი სადში რკინიგზის სადგურის სახურავის ჩამონგრევის შემდეგ დაიწყო. მომხდარის შედეგად კი 16 ადამიანი დაიღუპა.