კვირა, 25 ოქტომბერი, 2026
GE EN RU
ბარსელონის ცენტრში საპროტესტო აქცია კატალონიის პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა 25.10.2026 10:07

 

ბარსელონის ცენტრში სოციალურ ქსელებში გავრცელებული მოწოდებით შეკრებილი ახალგაზრდების საპროტესტო აქცია კატალონიის პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა. ინფორმაციას ესპანური მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, ათობით ახალგაზრდა კატალონიის მოედანზე შეიკრიბა. აქციის მონაწილეებმა მაღაზიები გაძარცვეს, ნაგვის ურნებს ცეცხლი წაუკიდეს და ქუჩის ინვენტარი დააზიანეს. დემონსტრანტებმა პოლიციელებს ქვები და მძიმე საგნები ესროლეს.

პოლიციის ჩარევის შემდეგ აქციის მონაწილეები ჯგუფებად დაიშალნენ და კატალონიის მოედნიდან სხვადასხვა მიმართულებით გაიფანტნენ.

სამართალდამცველებმა რამდენიმე პირი დააკავეს.

არეულობის გამო პოლიციამ მოედანზე შესასვლელები ჩაკეტა, მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე მაღაზიებმა კი უსაფრთხოების მიზნით ჟალუზები ჩამოსწიეს. კატალონიის პოლიციამ მოქალაქეებს მოუწოდა, კატალონიის მოედნის მიმდებარე ტერიტორიას მორიდებოდნენ, რადგან იქ ძალადობრივი ჯგუფები იმყოფებოდნენ.

მედიის ინფორმაციით, აქცია საფრანგეთში ბოლო კვირების განმავლობაში მიმდინარე სტუდენტურ საპროტესტო გამოსვლებს უკავშირდებოდა.

 

 

PDF · ხუთტომეული გეოპოლიტიკური ნარკვევები თამაზ ტეტუნაშვილი, იოსებ მანჯავიძე 230 ₾ 200 ₾ ნახვა

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ