შაბათი, 24 ოქტომბერი, 2026
GE EN RU
ლიონში, აქციაზე პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებები მოხდა, პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა 24.10.2026 20:09

 

ლიონში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებები მოხდა. ლიონის ცენტრში პოლიციამ დემონსტრანტების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

აქციის მონაწილეთა ნაწილი ნიღბებით იყო, ზოგიერთი მათგანი კი ცრემლსადენი გაზის კაფსულებს იღებდა და პოლიციის მიმართულებით ისროდა. შეტაკებები ჟან მაკეს მოედნის მიმდებარედ, ლიონის უნივერსიტეტთან ახლოს მოხდა.

საფრანგეთის ქალაქ ლიონში დაწესებული აკრძალვების მიუხედავად, საპროტესტო აქციაში დაახლოებით 10 000 ადამიანი მონაწილეობდა.

დღის განმავლობაში აქციის მონაწილეები ქალაქის სხვადასხვა ადგილას იკრიბებოდნენ.

პრეფექტურის განცხადებით, დემონსტრანტები დღის მეორე ნახევარში „არათანმიმდევრულად გადაადგილდებოდნენ და მკაფიოდ განსაზღვრული მიზანი არ ჰქონდათ".

 

 

PDF · ხუთტომეული გეოპოლიტიკური ნარკვევები თამაზ ტეტუნაშვილი, იოსებ მანჯავიძე 230 ₾ 200 ₾ ნახვა

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ