23.10.2026 17:59
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების შეზღუდვა დაწესდა.
რუსული მედიის ინფორმაციით, ამის მიზეზი საჰაერო თავდასხმის საფრთხე გახდა.
შეზღუდვები დაწესდა ვნუკოვოს, დომოდედოვოს, ჟუკოვსკის და შერემეტიევოს აეროპორტებში.
„როსავიაციის" განცხადებით, „ვნუკოვოს, დომოდედოვოს, ჟუკოვსკის და შერემეტიევოს აეროპორტებში თვითმფრინავების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე დროებითი შეზღუდვები დაწესდა".