პარასკევი, 23 ოქტომბერი, 2026
GE EN RU
"ვინცა მახვილი აღიღოს, მახვილითვე შეიმუსროს!" - ილონ მასკი დემოკრატებს საპასუხო მოქმედებით ემუქრება 23.10.2026 10:56

 21 ოქტომბერს ილონ მასკმა სოციალურ ქსელ X-ზე ბიბლიური გამოთქმა გამოიყენა — „ვინცა მახვილი აღიღოს, მახვილითვე შეიმუსროს!“ — და დემოკრატებს საპასუხო მოქმედებით დაემუქრა.

 

 განცხადება Politico-ს პუბლიკაციას მოჰყვა, რომლის თანახმად, დემოკრატები 3 ნოემბრის არჩევნების შემდეგ, კონგრესში უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში, მასკისა და მისი კომპანიების საქმიანობის გამოძიებას გეგმავენ.

 

 შესაძლო გამოძიების საკითხებს შორისაა მასკის როლი სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტში (DOGE), SpaceX-ისა და Tesla-ს სახელმწიფო კონტრაქტები, ინტერესთა შესაძლო კონფლიქტები და უკრაინისთვის Starlink-ის მომსახურებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები.

 

 მასკმა განაცხადა, რომ გაარკვევს, სინამდვილეში ვინ დგას მის წინააღმდეგ დაწყებული მოქმედებების უკან და სწორედ მათ მიაკითხავს — არა მხოლოდ მათ „მარიონეტებს“. მისმა მუქარამ ამერიკულ მედიაში ფართო გამოხმაურება გამოიწვია.

 

 წყარო

PDF · ხუთტომეული გეოპოლიტიკური ნარკვევები თამაზ ტეტუნაშვილი, იოსებ მანჯავიძე 230 ₾ 200 ₾ ნახვა

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ