პარასკევი, 23 ოქტომბერი, 2026
GE EN RU
ილონ მასკი – დროა, უკრაინამ შეცვალოს თავისი ლიდერი, ზელენსკი ძალიან შორს წავიდა 11.10.2026 14:43

 

ილონ მასკი ეთანხმება დონალდ ტრამპის მოსაზრებას, რომ უკრაინას ახალი ლიდერი უნდა ჰყავდეს და აცხადებს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ზღვარს გადააჭარბა. მასკმა გამოაქვეყნა კომენტარი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადების ქვეშ, რომ დროა, უკრაინამ პრეზიდენტი შეცვალოს.

„ვეთანხმები, დროა, უკრაინამ შეცვალოს თავისი ლიდერი", - დაწერა მასკმა.

მასკმა ასევე კომენტარი გააკეთა გამოქვეყნებულ ვიდეოზე, სადაც ტრამპი აკრიტიკებს უკრაინას, რომ უნდა შეწყვიტოს რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმა.

„ჩვენ ვუთხარით ზელენსკის: „გააკეთე, რაც გინდა, რუსეთთან, მაგრამ ნუ დაარტყამ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს, ეს გლობალური პრობლემაა". და რას აკეთებს ის? მიდის და ურტყამს დიზელის საწვავის წარმოების ობიექტებს. მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შეჩერდეს", - ნათქვამია ვიდეოში.

მასკმა აღნიშნული ვიდეოს პასუხად დაწერა, რომ „ზელენსკი ძალიან შორს წავიდა".

 

 

PDF · ხუთტომეული გეოპოლიტიკური ნარკვევები თამაზ ტეტუნაშვილი, იოსებ მანჯავიძე 230 ₾ 200 ₾ ნახვა

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ