სამშაბათი, 6 ოქტომბერი, 2026
GE EN RU
რუსულმა ძალებმა ოდესაზე საჰაერო იერიში მიიტანეს 06.10.2026 09:50

 

უკრაინული მხარის ინფორმაციით, 6 ოქტომბრის ღამეს რუსულმა ძალებმა ოდესის ინფრასტრუქტურას შეუტიეს, თუმცა მსხვერპლი არ მოჰყოლია.

უკრაინულ მხარეს არ დაუკონკრეტებია თუ რომელ ობიექტებზე განახორციელეს თავდასხმა რუსებმა.

„საბედნიეროდ, მსხვერპლი არ ყოფილა. საცხოვრებელი სექტორიც არ დაზიანებულა," - განაცხადა ოდესის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი ლისაკმა და დასძინა, რომ იერიშის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ