03.10.2026 17:01
WHO-ს ახალი გლობალური შეფასებით, 2023 წელს სიცოცხლის ხანგრძლივობის გლობალური საშუალო მაჩვენებელი პანდემიამდელ დონეს დაუბრუნდა და 73,3 წელი შეადგინა.
ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) პრესრელიზშია ნათქვამი.
თუმცა, ექსპერტებმა აღნიშნეს, რომ მოსახლეობის ჯანსაღი ცხოვრების ხანგრძლივობის საშუალო მაჩვენებელი ჯერ არ აღდგენილა 2019 წლის დონემდე (ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ COVID-19-ის პანდემიის დაწყება 2020 წლის მარტში გამოაცხადა).
ორგანიზაციის მონაცემებით, სიკვდილიანობის სტატისტიკაში კვლავ არაგადამდები დაავადებები ჭარბობს; მათზე მოდის ყველა გარდაცვალების შემთხვევის 74%, მაშინ, როდესაც საუკუნის დასაწყისში ეს მაჩვენებელი 58%-ს შეადგენდა.
პანდემიის კრიზისის შემდეგ სამჯერ გაიზარდა დემენციით გამოწვეული სიკვდილიანობა, ასევე მკვეთრად მოიმატა დეპრესიული და შფოთვითი აშლილობების გავრცელებამ.
გულის იშემიურ დაავადებას 2023 წელს დაახლოებით 9,5 მილიონი სიკვდილი უკავშირდებოდა.