კვირა, 25 ოქტომბერი, 2026
GE EN RU
საფრანგეთის იუსტიციის მინისტრი – მასწავლებლებს ან საჯარო სამსახურებს თავს როცა ესხმიან, მართლმსაჯულება სათანადოდ უნდა რეაგირებდეს 02.10.2026 20:48

 

მასწავლებლებს ან საჯარო სამსახურებს როდესაც თავს ესხმიან, ცხადია, მართლმსაჯულების სისტემა სათანადოდ უნდა რეაგირებდეს, - ამის შესახებ საფრანგეთის იუსტიციის მინისტრმა, ჟერალდ დარმანინმა განაცხადა.

„არსებობს აქტიური და ძალადობრივი უმცირესობა, ჩვენ უნდა დავაპატიმროთ ეს ადამიანები და წარვუდგინოთ მართლმსაჯულებას", - აღნიშნა ჟერალდ დარმანინმა.

იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 28 სექტემბრიდან მოყოლებული, საშუალო სკოლების ბლოკირებასთან დაკავშირებული არეულობების დროს  სამართალდამცავი ორგანოების მიერ განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, დაახლოებით 1 793 ადამიანი იქნა დაკავებული. მათი 90 პროცენტი არასრულწლოვანია, ხოლო დაკავებულთა მესამედს ბრალი ედება ფიზიკურ პირებზე ძალადობაში.

„გენერალურ პროკურორებს ვთხოვე, პროკურორებისგან რაც შეიძლება სწრაფად მოითხოვონ მტკიცე რეაგირება, თუმცა, უპირველეს ყოვლისა, სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაკისრება; ანუ, მშობლებს შვილების მიერ ჩადენილი ქმედებების გამო ფინანსური, სოლიდარული პასუხისმგებლობა დაეკისროთ", - განაცხადა საფრანგეთის იუსტიციის მინისტრმა.

 

 

PDF · ხუთტომეული გეოპოლიტიკური ნარკვევები თამაზ ტეტუნაშვილი, იოსებ მანჯავიძე 230 ₾ 200 ₾ ნახვა

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ